სამი კვაზითრილერი

   "გინესის ექვსი ერის" სტარტზე სლემოსანი ჩემპიონი ირლანდია შინ უშანსოდ დამარცხდა ჭკვიანურად მორაგბე ინგლისთან

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

რაგბეთის უძველეს, ტრადიციების ერთგულ შეჯიბრზე თითო-ოროლა სიახლე ყოველი სეზონის წინ მაინც ხდება. შარშანვე, წლის ბოლოს, ბობოლა ამქრის უსტაბაშად ვეტერანი ჯონ ფიანი თვით კალათბურთის ნბა-ში ნაღვაწმა ბენ მორელმა შეცვალა, სპონსორობა კი ლუდმა "გინესმა" გადაიბარა და პირობაც დადო, რომ მწირ შემწეობას თანდათან გაუზრდის კარტელს

განრიგი ამჯერადაც ტელევიზიამ დაუდგინა ტურნირს.  ბოსებმა ირლანდიას ინგლისი პირველსავე რაუნდში აწვიეს, 16 მარტს კი, სულ ბოლო, ე.წ. "ზე" შაბათს, კვანძის გასახსნელად ჯერ უელსი – ირლანდია დაითადარიგეს, მერე კი "კალკუტის თასიც":  ინგლისი – შოტლანდია

გამჭრიახმა ბარონებმა გამოიცნეს – გათამაშდა სამი კვაზი’თრილერი. ჯერ უელსმა სტუმრად, ავდარში, უიმედოდ წაგებული შემოუბრუნა დედალ საფრანგეთს;  მერე შოტლანდიამ გააბურთავა იტალია, მაგრამ დასკვნით 10 წუთში დადგა და მეტოქეს კინაღამ ააღებინა ორმაგი ბონუსი; ბოლოს კი თვით ზელანდიის მჯობნი ირლანდია ვერაფერს გახდა ინგლისთან, ვის დაცვასაც გადიობს ... კივივე ჯონ მიჩელ’ი

სამი კუნძულელი

მედიამ შენიშნა, რომ სამი ნატურაზილებული კუნძულელი:  მაკო და ბილი ვუნიპოლა’ნი და მანუ ტუილანგი ერთბაშად პირველად იდგა ინგლისის 15-ეულში!  ირლანდიას რობ ქარნის ნაცვლად 15 ნომრად შუამარბი რობი ჰენშოუ ეყენა;  თამაშის იშტაზე აშკარად ვერ იყო ღერძი:  ჯონი სექსთონ – ქონორ მარი, მაგრამ შეცვლა რომ ვერ აკადრა კივმა გურუმ, ჯო შმიდტმა, "ექვსი ერის" მატჩი შინ პირველად წააგო

მობურთალებს თამაშის წინ ირლანდიის პრეზიდენტი, მაიქლ ჰიგინსი მიესალმა.  ინგლისი მალევე დაწინაურდა, მერე კი მიზანში ამოიღო კელტების უკანა სამეული და შეგორებებით გათანგა.  ზელანდიურმა მედიამ ეგეც დააბრალა "ვარდებს", დაცვაში თამაშ’გარეს წესს ხშირად არღვევდითო, და ფრანგმა რეფმაც აშკარად დაინდო სტუმრები, როცა 7:3-ზე, უკვე კაც’ნაკლულებს, მარო ითოჟეც აღარ გაუგდო

ესა და მანამდე კი, თომ ქარი ურჯუკად დაეჯახნენ ბებერ ქის ერლსს, ვინაც შესვენებაზე შესაცვლელი შეიქნა.  ცოდვებმა მაროსაც უწიეს –მესამე მეოთხედში მენისკი ეტკინა და მწყობრში მარტში თუღა ჩადგება, "სამყურებს" კი დამდეგ შაბათს, შოტლანდიაში, დააკლდებიან დაშავებულნი:  გარი რინგროუზ (კანჭი), დევინ თოუნერ (კოჭი) და სი’ჯეი სტანდერ (ყვრიმალი)

ბოჭვით გააგდებინა

ინგლისმა ბონუსით მოიგო – ოთხი ლელო გაუტანა ფავორიტს!

პირველზე, დერეფნიდან, 8’ფაზიან ბურთაობაში, ორჯერ მიეძალა ტუილანგი, კაპიტანმა ოუენ ფარელმა კი გრძელი პასით მოსხიპა ერლსი და ელიოთ დეილიმ ფრთაზე გააქცუნა ჯონი მეი * 0:7 @ 3’

შუა ტაიმში ირლანდიამ ჯარიმა კარის ნაცვლად ალამს დაუმიზნა და ბურჯმა ქიან ჰილიმ "აიღე და მიეძალე" დაასრულა * 10:7 @ 26’

ინგლისი მალე ისევ დაწინაურდა:  ხელ’და’ხელ ბურთაობაში დეილიმ ზურგში დაუგორა ზორბა ჯექობ სთოქდეილს;  ამან ოვალი აიღო, მაგრამ დადევნებულმა ჯექ ნოულმა ბოჭვით გააგდებინა და დეილი ლელოში დაახტა "გილბერთს" * 10:14 @ 31’

ზედ შესვენების წინ ტელე’რეფმა ვარდებს რომ ვერ ჩაუთვალა ძალისმიერი ლელო, ფარელმა ხეირზე 3 ქულა მოინაგრა * 10:17

კანონიკურზე მოკლე

მესამე მეოთხედში სექსთონმა 4-მდე შეამცირა ჩამორჩენა და ფარელმა ააცილა, მაგრამ სტუმრებს მალე ისევ გაუმართლათ ფეხოსნობამ: 

60 მეტრზე მოგებული შერკინებიდან მეიმ ლელოსკენ დაუგორა ჰენრი სლეიდს და ტელე’რეფმაც დაასკვნა, რომ მდევარი დამრტყმელზე წინ არ ყოფილა * 13:22 @ 66’

მერე ფარელმა ჯარიმა შეაგდო "არცა მთლად შორიდან" – რაკი "ავივას" გაზონი კანონიკურზე მოკლეა, ირლანდია კი მთლად ამჩატდა და სექსთონმა საკუთარ 22-ში რომ ჩაიფიქრა გრძელი პასი, სლეიდი მიუხვდა და თუმც წაფორხილდა, მაინც დაიჭირა ბურთი, წამოდგა და მიზანს ეწია * 13:32 @ 77’

თამაში ამოტოლა სხვაობით რომ დასრულებულიყო, ინგლისი სანაკრებო რეიტინგში მეორე საფეხურიდან ჩამოსვამდა ირლანდიას, მაგრამ ბოლომდე იომა კელტების მარქაფამ:  შონ ქრონინის გარღვევას ჯონ ქუნის ლელო მოჰყვა * 20:32

ირლანდიისვე ხერხით

გამარჯვებულთაგან 27-27 ბოჭვა შეასრულეს ბურჯმა მაკო ვუნიპოლამ და მარბიელმა მარქ ვილსონმა.  ირლანდიამ უმეტესი სტატისტიკით იძალა, მაგრამ უფანტაზიობის გადამკიდე წააგო.  მარს 76 წუთში ბურთი 122-ჯერ ჰქონდა (16 დარტყმა + 100 პასი + 6 სოლო), სექსთონს კი 48-ჯერ, მაგრამ ფორმიდან ამოვარდნილმა ღერძმა ვერაფერი შექმნა

სქოთმა ბრძენ’კაცმა, იენ მაკ’გიქანმა ნამატჩევს შენიშნა, ინგლისმა ირლანდია მისივე ხერხით – მოშთობით დაამარცხაო.  სერ ქაივ ვუდვორდმა კი ბრძანა, დაბლინში მოგება ედი ჯოუნზის აქამდელი ინგლისური კარიერის უდიდესი მიღწევააო

თავად ოზი გურუ იქადნება, ჯერ სადა ხართ? – უკეთეს რაგბსაც გიჩვენებთო.  სხვებმა კიდევ აქეს მიჩელი და კავშირსაც მოუწონეს არჩევანი, პრეტორიის "ბულზს" 200 ათასი რომ მისცა გამოსასყიდად და დაცვის კივ სპეციალისტს სეზონში 300 ათასს უხდის

სარეკორდო ქამ’ბექი

ზელანდიაში აფორიაქდნენ, ირლანდია კი არა, ინგლისი ყოფილა ჩვენი მთავარი მეტოქეო;  თან, ადათის თანახმად, არც ჩრდილოური რაგბის ოღრაშულ განქიქებაზე აიღეს ხელი: 

"მთელ თამაშში 12 წუთიღა ღირდა სანახავად;  ინგლისი შაბლონური გუნდია:  თუ ბენ იანგსი არ დაარტყამს, ფარელი დაჰკრავს;  ამან თუ უწესოდ არ ბოჭა, ტურნიკეტია;  სხვაფრივ კი იაპონიაში, მსოფლიოზე, თუ ევროპის გუნდს უწერია გამარჯვება ... ეგ საფრანგეთი უნდა იყოს, რაკი ყველაზე ალალად ბურთაობსო"

და მართლაც, "ლე ბლემ" პარასკევ ღამით, ქარსა და წვიმაში, ტაიმი * 16:0 მოუგო უელსს, მაგრამ მაინც მოახერხა თამაშის წაგება * 19:24

მედიამ შენიშნა, ლურჯებმა ვეება შერკინება გაუყვანეს "ურჩხულებსო", და "ქამ ბექის", ანუ გაბათილებული ჩამორჩენის სიდიდეც – 16 ქულა – თურმე სარეკორდო ყოფილა "ხუთი | ექვსი ერის" ისტორიაში

აღარავინ შერჩათ

ფრანგები ახალ გუნდს აშენებენ – ერთი წლის წინ, სტარტზევე ნაყოლი 10 ბექიდან რაზმში აღარავინ შერჩათ

ავდარში ქიქერებს ბევრჯერ მოეცარათ ფეხი.  გალთა პირველ ლელოზე გოლიათმა ლუი პიკამოლმა მე-10 ფაზაში ახლოდან გადათელა სამი დამხვდური * 5:0 @ 6’, მეორეზე კი, არტიურ იტიურიას ოფლოუდიდან, ფრთაზე იოან იუჟემ გაილაღა * 10:0 @ 23’

ამათ შორის ტელე’რეფმა ლიამ ვილიამსს გაუუქმა ლელო, რადგან შებოჭილს წინ წაუვიდა ოვალი, ტაიმის ბოლო შეტევაში კი კამი ლოპესმა არეკნი დაჰკრა * 16:0

აღარ გვახსოვსო

მეორე ტაიმში უელსმა ჯერ თავად გამოიღო ხელი – 10 ფაზის შემდეგ ჯოშ ადამსი ფრთიდან შიგნით გადავიდა, 40 მეტრიდან რაქთან გასხლტა და ადევნებულ თომოს ვილიამსს უპასა * 16:7 @ 48’

მერე საფრანგეთმა ორი ლელო აჩუქა მეტოქეს:  ჰედლი პარქსის მიერ 45 მეტრიდან გადაკიდებულს ჯიუტად სდია ჯორჯ ნორსმა და იუჟე რომ დაიბნა, იხეირა * 16:14 @ 53’

ბოლოს კი – მას შემდეგ, რაც რეფმა თვალი დახუჭა ადრე მიწოლაზე და გალებს შერკინებაში უბოძა ჯარიმა * 19:17 @ 70’ – სებასტიან ვაამაინამ უდროოდ სცადა ზე’ამბიციური პასი და იმავე ნორსმა 55 მეტრი ირბინა * 19:24 @ 73’

ასე მოიგო უელსმა ზედიზედ მეათე ტესტი, მაგრამ ინგლისის გამო, რეიტინგში მაინც დაქვეითდა, მისმა კივმა მოძღვარმა, ვორენ გეთლენდმა კი იხუმრა, აქამდე როგორ ვაგებდით, აღარც გვახსოვსო

უნიჭოდ დადგმული?

მარიფილდზე სტატისტიკურად ღირს’შესანიშნავი სამი რამ მოხდა:

36 წლის სერჯო პარისემ "ექვს ერზე" 66-ე მატჩი გამართა და ირლანდიელ ბრაიან ო’დრისქოლს გადაუსწრო;

იტალიისვე კვაჭი ლეონარდო გირალდინი ცენტურიონი შეიქნა;

სქოთთა გარე’მარბმა ბლეარ ქინგჰორნმა კი ჰეთ’თრიქი შეასრულა, რითაც "ნარვაშებმა" 30-წლიანი ნავსი გატეხეს – "ხუთი | ექვსი ერის" თამაშში სამი ლელო ბოლოჯერ ივან ტუკალოს დაედო 1989 წელს

მასპინძელთაგან გემრიელად რაგბობდნენ "ცხრა" გრეიგ ლეიდლოუ, "ათი" ფინ რასელი და ზურგი სთიუართ ჰოგი (126 მეტრი 13 სოლოზე, 4-4 გაჭრა და გაბითურება)

რასელმა ხუთიდან ორი ლელო გადაკიდებით გამოაცხო, მაგრამ ანგარიში * 33:3 რომ იყო, იტალიაც გახალისდა, სინბინზე სამი (!) ლელო გაიტანა და სულო ცოდვილო, ლიანგიც შეაეჭვა, ფსონ’ მაისტერთა მიერ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ხომ არ ვუყურებო

 

"გინესის" ექვსი ერი * 2019

პირველი რაუნდი   რჩეული [50’] 

 

<<  საფრანგეთი$ 19:24 უელსი  სტატ

სფრ: მედარ პენო (ფიკუ 63) ონტამაკ ფოფანა (დუმეირუ 67) იუჟე <10-9> ლოპეს პარა (სერენ 58) / პუარო (პრიზო 61) გირადო^კაპ (მარშონ 58) ატონიო (ბონბა 48) ვაამაინა ვილემსე (ლონბეი 58) ლორე იტიურია პიკამოლ (ოლდრით 71) – 2ლ: პიკამოლ იუჟე; 2ჯ ა: ლოპეს

უელ: ლმ.ვილიამს (ენსქომ 67) ნორს ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 77) ადამს <10-9> ენსქომ (ბიგარ 53) თმ.ვილიამს (გრ.დევის 53) / რბ.ევანს (ვ.ჯოუნზ 73) ოუენს (დი 73) ფრანსის (ლი 57) ბერდ (ჰილ 48) ავ.ჯოუნზ^კაპ; ნავიდი (ვეინრაით 78) თიპურიქ მორიართი –
3ლ:
თმ.ვილიამს ნორს (2 3) 3გ: ენსქომ 2, ბიგარ; ჯ: ბიგარ

რეფ ბარნს (ინგ) 1/02 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (60 ათ ვიდეო 

5:0(6) 10:0(23) 13:0(34) 16:0(40+ა) /
16:7(48) 16:14(53) 16:17(63) 19:17(70) 19:24(73) დას(80+2)

<<  შოტლანდია$ 33:20 იტალია  სტატ

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ (ჰარის 58) ჯონსონ ქინგჰორნ <10-9> რასელ (ჰეისთინგს 76) ლეიდლოუ^კაპ (პრაის 58) / დელ (ბჰათი 58) მაკ’ინალი (ქერ 63) ნელ (ბერგენ 50 სბ 71) თულის გილქრისთ; სქინერ (სტრაუს 13) რიჩი ვილსონ (გრემ 72) – 5ლ: ქინგჰორნ (1 2 4) ჰოგ ჰარის; 4გ: ლეიდლოუ 3, რასელ

იტა: ჰეივორდ ესპოზიტო მორიზი (ბენვენუტი 79) კასტელო (პადოვანი 49) კამპანიარო <10-9> ალენ (მაკ’ქინლი 27-35, 72) პალაძანი / ლოვოტი (ტრაორე 52) გირალდინი (ბიჯი 59) ფერარი (პასკვალი 63) სიზი ბად (რუძა 52) ნეგრი (ტუივაიტი 59) ბ.სტეინ პარისე^კაპ3ლ: პალაძანი პადოვანი ესპოზიტო; გ ჯ: ალენ

რეფ პირს (ინგ) 2/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144 ვიდეო 

0:3(10) 5:3(12) 12:3(23) /
19:3(49) 26:3(55
$) 33:3(63) სბ(71შ) 33:10(71) 33:15(75) 33:20(78)

<<  ირლანდია 20:32 ინგლისი$  სტატ

ირლ: ჰენშოუ ერლს (ლარმორ 41) რინგროუზ (ქარბრი 73) აკი სთოქდეილ <10-9> სექსთონ მარი (ქუნი 77) / ჰილი (ქილქოინ 62) ბესთ^კაპ (ქრონინ 67) ფურლონგ (პორთერ 62) თოუნერ (ქ.რუ 57) ჯმ.რაიან; ო’მანი ფან’დერ’ფლიერ სტანდერ (ო’ბრაიენ 65) –
2ლ: ჰილი ქუნი; 2გ 2ჯ: სექსთონ

ინგ: დეილი ნოულ (ეშთონ 74) სლეიდ ტუილანგი (ფორდ 77) მეი <10-9> ფარელ^კაპ იანგს / მ.ვუნიპოლა (გენჩ 77) ჯორჯ (ქოუან-დიქი 77) სინქლერ (ჰ.ვილიამს 65) ითოჟე (ჰიუზ 54) ქრუზ (ლოზ 52) ვილსონ ქარი სბ 13, ბ.ვუნიპოლა – 4ლ: მეი დეილი სლეიდ (3 4)
3გ 2ჯ:
ფარელ

რეფ გარსეზ (სფრ) 2/02 @ დაბლინ, ავივა (51 ათ ვიდეო 

0:7(3) 3:7(11) სბ(13ინ) 10:7(26) 10:14(31) 10:17(40+) /
13:17(55) 13:22(66) 13:25(70) 13:32(77
$) 20:32(80) დას(80+1)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ), 14 ჯონი მეი (ინგ), 13 ჰენრი სლეიდ (ინგ), 12 მანუ ტუილანგი (ინგ), 11 ბლეარ ქინგჰორნ (შტლ): 10 ფინ რასელ (შტლ), 9 ბენ იანგს (ინგ) /

1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 ჯემი ჯორჯ (ინგ), 3 თომას ფრანსის (უელ); 4 მარო ითოჟე (ინგ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 მარქ ვილსონ (ინგ), 7 ჯასთინ თიპურიქ (უელ), 8 ბილი ვუნიპოლა (ინგ)

სულ:  9 ინგ; 3 უელ შტლ * 0 ირლ იტა სფრ

 

გინესის ექვსი ერი 2019

საქართველოს თარიღითა და დროით

პარ

01/02

საფრანგეთი $

19:24

უელსი

შაბ

02/02

შოტლანდია $

33:20

იტალია

შაბ

02/02

ირლანდია

20:32

ინგლისი $

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

შოტლანდია

5

+13

5/3

33:20

1-0

1

ინგლისი

5

+12

4/2

32:20

1-0

1

უელსი

4

+5

3/2

24:19

1-0

0

საფრანგეთი

1

-5

2/3

19:24

0-1

1

ირლანდია

0

-12

2/4

20:32

0-1

0

იტალია

0

-13

3/5

20:33

0-1

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

09/02

შოტლანდია

18.15

ირლანდია

შაბ

09/02

იტალია

20.45

უელსი

კვი

10/02

ინგლისი

19.00

საფრანგეთი

შაბ

23/02

საფრანგეთი

18.15

შოტლანდია

შაბ

23/02

უელსი

20.45

ინგლისი

კვი

24/02

იტალია

19.00

ირლანდია

შაბ

09/03

შოტლანდია

18.15

უელსი

შაბ

09/03

ინგლისი

20.45

იტალია

კვი

10/03

ირლანდია

19.00

საფრანგეთი

შაბ

16/03

იტალია

16.30

საფრანგეთი

შაბ

16/03

უელსი

18.45

ირლანდია

შაბ

16/03

ინგლისი

21.00

შოტლანდია

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (4/02_2019)

  1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 8937, 3(4) ინგლისი 8802,
  4(3) უელსი
8755, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
  7 შოტლანდია 8184, 8 ფიჯი 7795, 9(10) არხენტინა 7705,
10(9) საფრანგეთი
7702, 11 იაპონია 7524, 12 შტატები 7366,
 13 საქართველო 7342,
 14 ტონგა 7302, 15 იტალია 7275

+/-:  ინგ 180 ირლ, უელ 31 სფრ * შტლ 0 იტა

 

http://mesame.ge/live/
https://www.vipbox.live/live-rugby
http://streamonsports.me/2-rugby-streaming-live-direct-2019.html