აზრიანი ფეხოსნობით

   ინგლისმა "გინესის ექვს ერზე" მეორედაც პრემიით მოიგო ფეხით ოსტატური თამაშით – საფრანგეთი ექვსჯერ დაალელოვა!

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

რაგბის სამშობლოსთვის უწინ ბევრჯერ დაუცინიათ, თქვენი სტილი ძიძგილაობა და ჯარიმის კარში დარტყმააო.  "ვარდები" წელსაც ბლომად თამაშობენ ფეხით, ოღონდაც სულ აზრიანად – ჩამწკრივებულ დაცვას ზურგში უცურებ-უკიდებენ და ბურთს დადევნებულნი, გვარიანადაც ხეირობენ

ინგლისი საფრანგეთს თვიქნემის სველ ბალახზე, ცივ ქარში, კვირა დღის სამზე დაუხვდა.  ბრიტებმა იცოდნენ, რომ მიამიტ მეტოქეს უკანა სამეული ერთიანად არა’სპეციალისტებით დაეკომპლექტებინა.  ჰოდა, მატჩში 47-ჯერ დაურტყეს ფეხით და პირველი ტაიმის 71% შუა ხაზს გადაღმა გაატარეს, თორემ ყველა სხვა სტატ’მაჩვენებელი – ოღონდაც უმთავრესის, ანგარიშის გარდა – "ლე ბლეს" გამოუვიდა უკეთესი

არ გვივარჯიშიაო

ანგარიში მრავლის’მეტყველია – ქულებით * 44:8, ლელოებით კი 6/1

ვარდებს მამლები უარესად * 37:0 "ხუთი ერის" გარიჟრაჟზე, 1911 წელს ეძლიათ, გალები კი მატჩში სამჯერ ასევე ერთობ შორეულ, 1924 წელს დაელელოვებინა ჯეიქ ჯექობს.  ამჟამად იგივე საწყის ნახევარ საათში (!) მოასწრო გარე’მარბმა ჯონი მეიმ, ოზი ედი ჯოუნზის შეგირდებმა კი ზედიზედ მეხუთედ ჩაატარეს ბლიც’კრიგი – ლელო მალევე გაიტანეს

დასკვნით 20 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა.  "მატჩის გმირად" არჩეულმა მეიმ ბრძანა, აი, ესაა ჩვენი რაგბული ბრენდიო, ფრანგთა ბებერი ცხრა, მორგან პარა კი გამოტყდა, უმარტივეს ილეთში ჩაჭრამ მოგვითავა ხელი, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ გადაკიდებულის აღებაზე კარგა ხანია არ ... გვივარჯიშიაო!

ინგლისს გულში ხინჯად ისღა ექნება, რომ უელსთან შებმის წინ 10 კვირით გამოაკლდა ძირით ტონგელი ბურჯი მაკო ვუნიპოლა – კოჭის მყესი დაიშავა.  "ლურჯთა" უხეირო მოძღვარს, ჟაკ ბრიუნელს 3-10 გაუხდა ბალანსი, ფანობას კი ახსოვს, რომ მსოფლიოზე, იაპონიაში, ინგლისი და საფრანგეთი ჯგუფში ერთად არიან და არხენტინაც იქვეა

ბურჯი ჰავბექად

ანგარიში 67’’ წამზე გაიხსნა – გიონ გირადოს რომ დაუვარდა ბურთი, ელიოთ დეილიმ 70 მეტრიდან გაუტია და 40-ზე მისულმა, ლელოსკენ ფეხით დაუგორა მეი’ს * 5:0

მეორე ლელოზე მიეძალა მანუ ტუილანგი, ოუენ ფარელმა კი გრძელი, მომსხეპი პასით მონახა მეი, ვინც მცირე არეზე შეაყენა ნორჩი დამიან პენო და გარედან შემოურბინა * 16:3 @ 24’

მესამეზე, 16 ფაზის შემდეგ, მეი’ს ქრის ეშთონმა შეუცურა * 23:3 @ 31’

აბრაგანი რომ აიღო იოან იუჟემ, 60 მეტრიდან გაჭრა ხაზი და 22-თან მისულმა პენოს გაატანა ოვალი * 23:8 @ 35

ინგლისის მეოთხე, პრემიის მომტან ლელოზე ბენ იანგსის გაგორებული ეშთონმა იხელთა და კარის წინ რომ დასცეს, ჰავბექობა ბურჯმა, ქაილ სინქლერმა იკისრა – შორს მიაწოდა ჰენრი სლეიდს * 30:8 @ 40+

მეხუთეზე სლეიდმა პასი ჩაჭრა თავის 22-თან და 40 მეტრიდან დაუგორა ეშთონს, ვინაც გაელ ფიკუმ უბურთოდ დაიჭირა * +სბ = 37:8

ბოლოზე კი იანგსმა 65 მეტრიდან უცებ გაათამაშა ჯარიმა, ფარელმა მეის იმედად გადაკიდა, ამას დაასწრო ტომაზ რამოზმა, მაგრამ ლელოში შესულ ბურთს ფარელმა’ვე მიუსწრო * 44:8 @ 56’

ლიდერები დაშავდნენ

შაბათს ორივე თამაში სტუმარმა მოიგო

მარიფილდში, ჩინებულ დარში, მალევე დაშავდნენ ზე’ვარსკვლავები:

სქოთთა ზურგს, სთიუართ ჰოგს პითერ ო’მანიმ ატკინა ბეჭი გვიანი ბოჭვით, "სამყურების" მგეზავს, ჯონი სექსთონს კი შერყევის ტესტი ჩაუფლავდა.  ერთი კია, ორივე ბანაკი იმედოვნებს, რომ ლიდერები დროულად მოკეთდებიან

შოტლანდია წლეულს პირველობას გეგმავს, მაგრამ შინ კი უნუგეშოდ დამარცხდა * 13:22 და წაგება ფრანგ მსაჯს, რომენ პუატს გადააბრალა

არადა, პირველ ლელოზე თომი სიმორმა და შონ მეითლენდმა გადაკიდებული აჩუქეს ქონორ მარი’ს * 3:5 @ 10’

ვიდრე შეცვლიდნენ, სექსთონმა მოასწრო ჯექობ სთოქდეილის შიგნით შეყვანა და ათლეტმა ბექმაც მე-16 ტესტში მე-13 ლელო გაიტანა * 3:12 @ 17’

სექსთონის დუბლიორს, ჯოი ქარბრი’ს გადაცემა ჩაუჭრა ფინ რასელმა და რომ ეწეოდნენ, სემ ჯონსონს ამოუგდო ბურთი * 10:12 @ 30’, საათის თავზე კი, რობ ქარნის გარღვევიდან, ქარბრიმ დაგეზა ქის ერლსი * 10:19

სხვა ფორმით

უელსმა იტალიას 10 სათადარიგო რომ გაუყვანა, პატივი სხვა ფორმით მიაგო – ზედიზედ 4 ჯარიმა კარში დაურტყა * 0:12 @ 30’

აქედან მოყოლებული, "აძური" გამწარდა და ჩამორჩენა ორამდე დაიყვანა * 10:12 @ 44’

უელსმა პირველი ლელო 54’ წუთზეღა დადო:  შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია ალედ დევისმა, ბურთის გრძელზე ჩათამაშების შემდეგ კი ლიამ ვილიამსს წაეპოტინა ჯეიდენ ჰეივორდი და შემტევმა ჯონ ადამსს უპასა * 10:19 @ 55’

მერე გუნდები "ბარი ბარში" დარჩნენ:  ხეირზე, გარეს ენსქომის მიერ, კართან შეგორებული ოუენ ვოთქინმა დაამიწა;  ხაზი იტალიელმა სქოთმა, ტომაზო ალენმა გაჭრა და ედოარდო პადოვანი ახეირა;  წითელ დროზე კი თომას იანგს იმიტომ გაუუქმდა ალამთან გატანილი, რომ სამზადისში ენსქომს "წინ პასი" აღმოუჩინა ვიდეომ

იტალიამ ასე წააგო "ექვს ერზე" ზედიზედ მე-19 თამაშიც * 15:26

უელსმა, პირიქით, 1907-10 წლების აქეთ პირველად მოიგო მიჯრით 11, მაგრამ "ურჩხულების" კივ გურუს, ვორენ გეთლენდს ესმის, რომ ეგეთი რაგბით ინგლისის მჯობნი ვერაა – გინდაც შინ, კარდიფში

 

"გინესის" ექვსი ერი * 2019

მეორე რაუნდი   რჩეული [50’] 

 

<<  შოტლანდია 13:22 ირლანდია  სტატ

შტლ: ჰოგ (ქინგჰორნ 17) სიმორ ჰ.ჯოუნზ ჯონსონ (პ.ჰორნ 64) მეითლენდ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (პრაის 69) / დელ (ბჰათი 69) მაკ’ინალი (ბრაუნ 64) ბერგენ (რეი 69) გილქრისთ ჯ.გრეი; ვილსონ (ჰარლი 41) რიჩი (ჰარლი 35-/) სტრაუს – ლ: ჯონსონ;
გ 2ჯ: ლეიდლოუ

ირლ: რ.ქარნი ერლს ქ.ფარელ აკი სთოქდეილ (ლარმორ 72) <10-9> სექსთონ (ქარბრი 24) მარი (ქუნი 77) / ჰილი (ქილქოინ 57) ბესთ^კაპ (ქრონინ 72) ფურლონგ (პორთერ 68) ჯმ.რაიან ქ.რუ (დილან 68) ო’მანი ო’ბრაიენ (ფან’დერ’ფლიერ 64) ქონან – 3ლ: მარი სთოქდეილ ერლს; 2გ: მარი ქარბრი; ჯ: ქარბრი

რეფ პუატ (სფრ) 9/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (_ ვიდეო 

3:0(7) 3:5(10) 3:12(17) 10:12(30) /
10:19(57) 13:19(62) 13:22(69) დას(80+2)

<<  იტალია 15:26 უელსი  სტატ

იტა: ჰეივორდ პადოვანი კამპანიარო მორიზი ესპოზიტო <10-9> ალენ (მაკ’ქინლი 48-54) პალაძანი (გორი 60) / კვალიო (ტრაორე 51) გირალდინი (ბიჯი 60) ფერარი (პასკვალი 60) სიზი ბად (რუძა 52) ნეგრი (ბარბინი 57) ბ.სტეინ პარისე^კაპ2ლ: სტეინ პადოვანი;
გ ჯ:
ალენ

უელ: ლმ.ვილიამს (ეიმოს 67) ჰოუმს ჯთ.დევის^კაპ ვოთქინ ადამს <10-9> ბიგარ (ენსქომ 55) ალ.დევის (გრ.დევის 63) / ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 63) დი (ელიას 67) ლი (დლ.ლუის 51) ბოლ (ავ.ჯოუნზ 51) ბერდ; ვეინრაით იანგ ნავიდი (მორიართი 67) – 2ლ: ადამს ვოთქინ;
2გ:
ბიგარ ენსქომ; 4ჯ: ბიგარ

რეფ რეინალ (სფრ) 9/02 @ რომა, ოლიმპიკო (38 700 ვიდეო 

0:3(2) 0:6(15) 0:9(19) 0:12(30) 7:12(36) შეს(40+2) /
10:12(44) 10:19(55) 10:26(71) 15:26(75)

<<  ინგლისი$ 44:8 საფრანგეთი  სტატ

ინგ: დეილი ეშთონ (ნოულ 52) სლეიდ ტუილანგი (ფორდ 62) მეი <10-9> ფარელ^კაპ იანგს (რობსონ 70) / მ.ვუნიპოლა (მუნ 44) ჯორჯ (ქოუან-დიქი 62) სინქლერ (ქოულ 57) ლოზ ქრუზ (ლონჩბრი 47) ვილსონ ქარი (ჰიუზ 47-51) ბ.ვუნიპოლა (ჰიუზ 65) – შ [ეშთონ] +
5ლ:
მეი (1 2 3) სლეიდ ფარელ; 3გ 2ჯ: ფარელ

სფრ: იუჟე (რამოზ 41) პენო (ონტამაკ 47) ბასტარო დუმეირუ ფიკუ სბ 50 <10-9> ლოპეს (პენო 57) პარა (დიუპონ 47) / პუარო (პრიზო
65-69) გირადო
^კაპ (ბურგარი 76) ბონბა (ალდეღერი 57) ვაამაინა (ვილემსე 57) ლონბეი (ოლდრით 70) კამარა იტიურია პიკამოლ –
ლ: პენო; ჯ: პარა 

რეფ ოუენს (უელ) 10/02 @ ლონდონ, თვიქნემ (_ ვიდეო 

5:0(2) 8:0(7) 8:3(10) 11:3(13) 16:3(24) 23:3(31) 23:8(35) 30:8(40+$) /
37:8(49
+სბ) 44:8(56) დას(80+3)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ჯექობ სთოქდეილ (ირლ), 13 ჰენრი სლეიდ (ინგ), 12 სემ ჯონსონ (შტლ), 11 ჯონი მეი (ინგ); 10 ოუენ ფარელ (ინგ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ჯემი ჯორჯ (ინგ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 ქორთნი ლოზ (ინგ), 5 ჯონი გრეი (შტლ); 6 მარქ ვილსონ (ინგ),
7 თომ ქარი (ინგ), 8 ჯოშ ნავიდი (უელ)

სულ:  7 ინგ; 4 ირლ; 2 შტლ; 1 სფრ უელ * 0 იტა

 

გინესის ექვსი ერი 2019

საქართველოს თარიღითა და დროით

პარ

01/02

საფრანგეთი $

19:24

უელსი

შაბ

02/02

შოტლანდია $

33:20

იტალია

შაბ

02/02

ირლანდია

20:32

ინგლისი $

შაბ

09/02

შოტლანდია

13:22

ირლანდია

შაბ

09/02

იტალია

15:26

უელსი

კვი

10/02

ინგლისი $

44:08

საფრანგეთი

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

ინგლისი

10

+48

10/3

76:28

2-0

2

უელსი

8

+16

05/4

50:34

2-0

0

შოტლანდია

5

+4

06/6

46:42

1-1

1

ირლანდია

4

-3

05/5

42:45

1-1

0

საფრანგეთი

1

-41

03/9

27:68

0-2

1

იტალია

0

-24

05/7

35:59

0-2

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

23/02

საფრანგეთი

18.15

შოტლანდია

შაბ

23/02

უელსი

20.45

ინგლისი

კვი

24/02

იტალია

19.00

ირლანდია

შაბ

09/03

შოტლანდია

18.15

უელსი

შაბ

09/03

ინგლისი

20.45

იტალია

კვი

10/03

ირლანდია

19.00

საფრანგეთი

შაბ

16/03

იტალია

16.30

საფრანგეთი

შაბ

16/03

უელსი

18.45

ირლანდია

შაბ

16/03

ინგლისი

21.00

შოტლანდია

 

http://mesame.ge/live/
https://www.vipbox.live/live-rugby
http://streamonsports.me/2-rugby-streaming-live-direct-2019.html

მოწინავე დუჟინში

ბორჯღალოსნებმა მეთორმეტედ შემართეს რუმინეთთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი" – ოდინდელ მეტოქეს სტუმრად, კლუჟში, იოლად * 18:9 მოუგეს და "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე დუჟინშიც დაბრუნდნენ

რუმინული რაგბი არნახულ კრიზისს მოუცავს.  მას შემდეგ, რაც მსოფლიო თასზე გასული ქვეყანა ტონგელი მორაგბის უწესოდ ამატების გამო მოიხსნა, ფანობა ფედერაციის უფროსობის გადადგომას ითხოვს, ნაკრებს კი ნოემბერში ვეღარც ახალმა გურუმ, ფრანგმა ტომა ლივრმონმა არგო, და ესეც დაითხოვეს

2019 წლის გუნდში კუნძულელები აღარ არიან!  "სტეჟარმა" ერთბაშად სამი ცენტურიონი (ვლაიკუ ფერკუ კალაფეტეანუ) დაგვახვედრა, ჩვენ კი გავრისკეთ და ერთობ გაახალგაზრდავებული გუნდი ვაწვიეთ

მაინც გვამარჩიელეს

დიდი რაგბი 600 დღის შემდეგ დაბრუნდა "პირველ არხზე" და თამაშს კვლავ გაუძღვა ლუკა ჭოჭუა.  მისი მეწყვილე იყო ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილი, ვინაც ტრავმას იშუშებს, კაპიტანი კი მერაბ შარიქაძე უნდა ყოფილიყო

ვაგლახ, რომ "ბუკა" ღია ვარჯიშზე დაგვიშავდა.  ეს იხილა ბლომად დამსწრემ და სოც’ქსელებით სრულიად რაგბეთსაც ამცნო, ოფიციოზმა კი, მავანთა მოთხოვნით, მაინც ამარჩიელა მეტოქე, ფანობა და მედია მანამ, სანამ თამაშის დაწყებამდე ერთი საათი არ დარჩა

წვერით შეახო

საწყისი 30 წუთი უღიმღამო ამაოებაში გაილია და * 0:6 ჩამოვრჩით. მერე დავიწყეთ შერკინებით მიძალება, მაგრამ ესეც ფუჭად.  მეორე ტაიმში მაინც შემოვაბრუნეთ ხელი – ორი ლელო დავდეთ 20 წუთის შუალედით:

ჯერ გიორგი აფციაურის გარღვევა დაასრულა გურამ გოგიჩაშვილმა, მაგრამ მიზანს მეორე მოძრაობით რომ ეწია, რეფმა 7’ქულიანი გვიბოძა, რადგან კალაფეტეანუმ თედო აბჟანდაძე უბურთოდ დაიჭირა

მერე კი, ვასილ ლობჟანიძის რეიდის კვალად, გიორგი ნემსაძემ და გიორგი ცუცქირიძემ ფრთაზე დაგეზეს ბექა გორგაძე, ვინაც ორი დამხვდური გააბითურა და ოვალი წვერით შეახო ლელოს ხაზს

 

რაგბი ევროპა * 2019

პირველი რაუნდი

 

<<  საქართველო 18:9 რუმინეთი

საქ: ხმალაძე აფციაური (მოდებაძე 73) ძნელაძე კვესელაძე თოდუა <10-9> აბჟანდაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 75) / გოგიჩაშვილი (მატარაძე 73) მამუკაშვილი (კარკაძე 73) გიგაშვილი (ჩილაჩავა 60) გიგაური (ჭეიშვილი 54) ნემსაძე^კაპ; საღინაძე (თხილაიშვილი 60) ცუცქირიძე გორგაძე – შ [აბჟანდაძე] + ლ: გორგაძე; 2ჯ: აბჟანდაძე

რუმ: მელინტე ზახარია ფერკუ ვლაიკუ ონუცუ (პოპა 62) <10-9> პლაი (ბუკურ 75) კალაფეტეანუ სბ 45-58 (სურუ’ჯიუ 59) / მ.ლაზერ (ბადიუ 51, ურსაკე 62) ტურაშვილი (კეპეცინა 41) ურსაკე (გორდაშ 51) ფან’ჰირდენ (დ.ლაზერ 62) ანტონესკუ; მაკოვეი^კაპ იონ გორენ (ლუკაჩ 63) – 3ჯ: ვლაიკუ

რეფ გალაჰერ (ირლ) 09/02 @ კლუჟ, არენა (1 500)   ვიდეო 

0:3(8) 0:6(27) 3:6(39) შეს(40+3) /
10:6(45
შ+
სბ) 15:6(65) 15:9(72) 18:9(80+2) დას(80+4)

ბორჯღალოსნების 31 წლის (1989-2019) მონაგარი

219 თამაში (89 შინ, 89 გარეთ, 41 ნეიტრ)
1
36 მოგება - 76 წაგება * 7 ფრე
ქულა  5085:3926 (+1159)
ლელო  607/404 (+203)

სულ 260 ბორჯღალოსანი:
102 ბექი, 148 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 293, ხოლო ფორვარდებმა 314 ლელო

რუმინეთთან (1998-2019)

23თ (10შ 11გ 2ნ)  13-9*1   ქ 435:381   ლ 39/31  ანთიმოზი 12-6

<<  ბელგია 29:22 გერმანია$

2შ + 3ლ: ჟადო დინსტ ბენუა სბ სოტო –

3ლ: ფიუხზელ ოტო (2 3) 2გ ჯ: რ.პარქინსონ სბ ჰენ

რეფ თევზაძე (საქ) 09/02 @ ბრიუსელ, პტი ეიზელ (4 ათ)   ვიდეო 

0:7(7) 7:7(11) 12:7(40+3) / 19:7(55) 19:14(60) 19:17(62) სბ(70გ) 24:17(73) სბ(76ბ) 24:22(77) 29:22(80+3)

<<  ესპანეთი 16:14 რუსეთი$

ლ: აუსკი; გ 3ჯ: რაბაგო –

2ლ: ოსტრო’უშკო; 2გ: კუშნარიოვ სბ გაჯიევ

რეფ ქ~ნი ნევილ (ირლ) 10/02 @
მადრიდ, კომპლუტენსე (
5 800 ვიდეო 

სბ(16რ) 7:0(19) 7:7(23) 7:14(37) / 10:14(52) 13:14(62) 16:14(67)

 

რაგბი ევროპა 2019

საქართველოს თარიღითა და დროით

09/02

რუმინეთი

09:18

საქართველო

კლუჟ

09/02

ბელგია

29:22

გერმანია $

ბრიუსელ

10/02

ესპანეთი

16:14

რუსეთი $

მადრიდ

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

 მ-წ

$

საქართველო

4

+9

2/0

18:09

1-0

0

ბელგია

4

+7

5/3

29:22

1-0

0

ესპანეთი

4

+2

1/2

16:14

1-0

0

რუსეთი

1

-2

2/1

14:16

0-1

1

გერმანია

1

-7

3/5

22:29

0-1

1

რუმინეთი

0

-9

0/2

09:18

0-1

0

ქულა:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
                 +1 ბონუსი (
$) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) ან
                                                ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
                                                ოღონდაც წაგებული ერთ’ბაშად 2 ბონუსს ვერ აიღებს!
                 +1 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე:  ორ გუნდში: 1) პირისპირ შედეგი, 2) ამ მატჩში გატანილი ლელოები;
                              3) სხვაობა მთელ ტურნირში, 4) გატანილი ლელო მთელ ტურნირში,
                              5) გატანილი ქულა მთელ ტურნირში;
სამ | მეტ გუნდში – 3) მუხლიდან

17/02

საქართველო

18.00

ესპანეთი

ავჭალა

16/02

რუმინეთი

16.00

გერმანია

ბოტოშან

16/02

რუსეთი

18.00

ბელგია

სოჭი

02/03

ბელგია

18.00

საქართველო

ბრიუსელ

02/03

გერმანია

18.00

რუსეთი

ჰაიდელბერგ

03/03

ესპანეთი

15.45

რუმინეთი

მადრიდ

10/03

საქართველო

16.00

გერმანია

ქუთაისი

09/03

რუმინეთი

16.00

რუსეთი

ბოტოშან

10/03

ესპანეთი

15.45

ბელგია

მადრიდ

17/03

რუსეთი

16.00

საქართველო

კრასნოდარ

17/03

გერმანია

16.00

ესპანეთი

კიოლნ

17/03

ბელგია

16.00

რუმინეთი

ბრიუსელ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/02_2019)

  1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 8992, 3 ინგლისი 8802,
  4 უელსი 8755, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
  7 შოტლანდია
8130, 8 ფიჯი 7795, 9 არხენტინა 7705,
10 საფრანგეთი 7702, 11 იაპონია 7524,  12(13) საქართველო
7393, 13(12) შტატები 7366, 14 ტონგა 7302, 15 იტალია 7275

16 სამოა 6878, 17 ურუგვაი 6713, 18 რუმინეთი 6495,
19 რუსეთი
6421, 20(21) ესპანეთი 6323, 21(20) კანადა 6136,
22 ნამიბია 6034, 23(25) ბელგია 5877, 24(23) ჰოლანდია 5845,
25(24) ჰონკონგი 5811, 26(28) ბრაზილია
5810, 27(26) გერმანია 5715, 28(27) პორტუგალია 5708, 29 ჩილე 5436, 30 კორეა 5359

+/-:  ბრზ 129 კან (18:10 შ), ესპ 99 რუს, ბელ 68 გერ, ირლ 55 შტლ,
        საქ
51 რუმ  * ინგ 0 სფრ, უელ 0 იტა, ურუ 0 ჩილ (20:5 შ)