შვიდიდან ერთადერთში

   ზე 15-ის პირველ რაუნდში ორი მატჩის ბედი ბოლოში აცილებულმა ჯარიმამ გადაწყვიტა

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

სამხრეთულ პროფ’რაგბში 24-ე სეზონი დაიწყო. მსოფლიო თასის გამო ზოგი ბობოლა ჯერაც ისვენებს.  ვისაც იმედი გადაეწურა, საშოვარზე გაიკრიფა ევროპასა და იაპონიაში, მაჰა ნონუს კი სიბერეში კიდევ მოუნდა "ოლ ბლექს"ში მოხვედრა და ჩაეწერა "ბლუზ"ში, სადაც უბერებელი სონი-ბილ ვილიამსი დაუხვდა

ბლუზს, ტანა უმანგას ნაცვლად, ძველი ქრუსეიდერი – ლიონ მაკ’დონალდი თავკაცობს.  ამისი მიზანია არა’სპორტულ გარემოში – კივეთის ერთად’ერთ, უჭრელეს, ბოჰემურ მეგა’პოლისში მობურთალ ჯეელებს რეჟიმი დააცვევინოს და მოედანზეც აბრძოლოს

ისევ ნუგეში

ერთი თამაშით ძნელია იმის განჭვრეტა, მორიგი გურუ თუ შეძლებს უწესო ოქლენდელთა მორჯულებას, მაგრამ ეგეც უტყუარი ფაქტია, რომ ბლუზმა ისევ ხელიდან გაუშვა მოგება და ნუგეშს’ღა დასჯერდა –
22:24-ზე ნორჩმა ჰარი პლამერმა კარს ჯერ იოლი გარდასახვა ააცილა, მერე კი შორიდან დარტყმული ჯარიმაც

ბლუზს წინა ორი წლის ფალავანი, თვით "ქრუსეიდერზ"ი ცდიდა.  ამას შუა’მარბად ეყენა საქართველოში ნამყოფი ბრეიდონ ენორი.  აკირა იოანეს წყალობით ოქლენდი წინ გაიჭრა მესამე მეოთხედში * 17:12, მაგრამ სტუმართა შერკინებამ მეორე 7-ქულიანიც გამოიმუშავა, სხვა ორი ლელო კი გარემარბის, მანასა მატაელეს ანგარიშზეა

გლობალიზაციის ხათრით

მასპინძლებმა სტარტზე შვიდიდან ერთად’ერთი თამაში მოიგეს –  "სთორმერზ"ს გზაში ავარია რომ შეემთხვა, თამაშის დაწყება 20 წუთით დაგვიანდა.  კონცხელებს 27’ წუთზე ტვინის შერყევით გამოაკლდათ "ბოკე"ს კაპიტანი სია კოლისი.  მაგ დროს ანგარიში უკვე * 21:3 იყო, რაკი ნაშვიდკაცარმა როსკო სპეკმანმა დუბლი შეასრულა

მეორე ტაიმში ჰანდრე პოლარდმა კართან აუწია დაბალი აბრაგანი ჯესი კრილს, სულ კი ფეხით 20 ქულა (4გ 4ჯ) მოკრიფა.  ჰოდა, თამაში * 40:3 მოიგო "ბულზ"მა, ვინაც სხვა აფრიკული გუნდების დარად, თამაშთა ნაწილს იანკური პოპ-კულტურის პერსონაჟთა ფორმაში გამოწყობილი გამართავს ... უთუოდ, გლობალიზაციის ხათრით

სიდნიელები დახეტიალობენ

ქიქერმა წააგებინა "ვორათაზ"საც – ბერნარდ ფოლიმ პირველივე დარტყმით კლუბის რეკორდი (959 ქულა) მოუხსნა მეთ ბერქს, მაგრამ ბოლოს’წინა წუთზე შერკინებამ რომ მოიპოვა ჯარიმა, გასატანი გააფუჭა და "ჰარიქეინზ"მა * 20:19 იმარჯვა ლიგის ციტადელ მენლი’ში, რაღაი "ალიანს"ი განახლების პროცესშია და მისი ბინადრები სიდნის სხვა უბნებსა და თვით ინდუსტრიულ ნიუქასლშიც დახეტიალობენ

მენლის "ბრუქვეილ ოვალ"ი რაგბმა პირამდე აავსო, მაგრამ 17,111 ფანმა შესვენებამდე ერთობ მოიწყინა.  მეორე ტაიმში იზი ფოლაუმ მიწიდან აიტაცა ოვალი და თავის’სავით ნალიგარი ქერთის რონა დაგეზა, მაგრამ მერე სულ კივები უტევდნენ და თუმც თემიდამ ორი ლელო გაუუქმათ, სამართალმა მაინც ჭამა პური

სადად და პირდაპირ

ავსტრალიას მთლად მაგ ფოლის იმედად ალბათ აღარ მოუწევს ყოფნა, რაკი რიგიანად აბურთავა "რებელზ"ი "რედს"იდან გარიყულმა ქვეიდ ქუპერმა, ვინაც კლუბისა და კავშირის უთანხმოების გადამკიდე, სრულ ჯამაგირზე ნახევარი წელი (!) სამოყვარულო რაგბი’ღა ითამაშა ქალაქის – ბრისბენის პირველობაზე

"რებელზ"ში ქვეიდს დაუხვდა ძველი დოსტი ვილ გენია.  ამათ 8 წლის წინ რედსი სულაც აჩემპიონეს.  ამჯერად ცხრამ სამი სალელოე პასი გაახერხა, ქუპერმა კი აფრიკელი მწვრთნელის – დეივ ვესელსის დავალება ფრიადზე შეასრულა:  გუნდი ათამაშა სადად და პირდაპირ, დაცვაში კი, თუმც ზურგში იმალებოდა, სამი ბოჭვა მაინც გააცუდა

ნიუე’ელი ბექი

რებელზმა ეგ გასვლა * 34:27 მოუგო "ბრამბიზ"ს.  დუბლი შეასრულა გარე’მარბმა ჯექ მედოქსმა, მასპინძლებს კი საწყის 10 წუთშივე გამოაკლდნენ ნაკრების ერთად’ერთი მსოფლიო დონის მორკინალი – მღლეტელი დევიდ პოქოქი (შერყევა) და 30 წლის ნიუე’ელი ბექი ტონი პულუ (ჩატეხილი ყვრიმალი), ვისაც ... "ვოლაბ"ობა ეიმედება

წყვილი ლელო სხვებმაც დადეს:  "შარქს"ის კვაჭმა, აკერ ფან’დერ’ მერვემ სინგაპურის ცარიელ სტადიონზე ორივეჯერ მოლით გააბითურა იაპონიის "სან ვულვზ"ი, ვინაც დასის ყოვლად უმწეო წევრად რჩება და ზე’რაგბის შემდეგ ციკლში – როგორც დონის დაბლა დამცემ დანამატს, გარიცხავს ინტერესის შემცირებით გამწარებული სასტიკი ამქარი

ჯგუფური სისტემით

შარქსმა 6 ლელო გაიტანა და * 45:10 იმარჯვა, მაგრამ ჯგუფური სისტემის გადამკიდე, ოდენ მეოთხეა, რაკი აფრიკაში ბულზს ჩამორჩება, ჯგუფთა ჯილები კი ა’პრიორი მოწინავე სამეულში სხედან

ორი ლელო მიითვალა "ჩიფს"ის გარე’მარბმა ეტენე ნანაი-სეტურომ, მაგრამ სტუმარ "ჰაილენდერზ"ს უკეთესი მარქაფა რომ აღმოაჩნდა, არონ სმითის ლელოთი, კაც’ნაკლულმა მაინც აიღო 4 ქულა კივურ შინა’ომში * 30:27

სკუმანის ჰეთ’თრიქი

რაუნდის გმირი გახდა "ლაიონზ"ის გამრჯე მღლეტელი მარნუს სკუმანი, ვის ანგარიშზეც ჰეთ’თრიქია!  ორი ლელო აფრიკელებმა მოლით დადეს, ერთი კი "ხაგუარეს"ის 5-მეტრიანი შერკინების დაბრიყვებით

ლაიონზს ვუენოს’აირესში აქამდე სამჯერვე წაეგო, ამჯერად კი ნავსი გატეხა ფრანჩაიზთან, ვისაც აღარ გეზავს "სტად ფრანსეზ"ში გადასული ნიკო სანჩესი.  არადა, 16:22-ზე ლათინმა მარკოს კრემერმა ლელოში შეტანილი ვეღარ დაამიწა, იაპებმა კი იქეთ შეაგდეს ჯარიმა * 25:16

 

ზე რაგბი 2019

პირველი რაუნდი   რაზმები     შეჯამება [49’] 

<<  ჩიფს$ 27:30 ჰაილენდერზ  სტატ

4ლ: არდრონ ტაჰავაო-მატაუ ნანაი-სეტურო (3 4)
2გ:
ვებერ; ჯ: დონალდ –

3ლ: პარქინსონ ფრიზელ ა.სმით; 3გ 3ჯ: ჯ.იოანე წბ თომქინსონ

რეფ ჯექსონ (ზელ) 15/02   ვიდეო     რჩეული 

0:7(16) 5:7(19) 12:7(23) 19:7(39) 19:10(40+2) /
19:13(44) 24:13(49) 24:20(65) 27:20(68
წბ) 27:23(71) 27:30(77)

<<  ბრამბიზ$ 27:34 რებელზ  სტატ

4ლ: ფ.ფაინგა რო.არნოლდ ალა’ალა’ტოა ქართერ;
2გ ჯ: ლეა’ლია’ფანო –

5ლ: ინგლიშ მედოქს (2 5) ფილიპ რანგი; 3გ ჯ: ქუპერ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 15/02   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 10:0(14) 10:5(16) 10:12(23) 15:12(28) 15:19(34) 22:19(36) /
22:26(50) 22:29(70) 22:34(73) 27:34(78)

<<  ბლუზ$ 22:24 ქრუსეიდერზ  სტატ

3ლ: ა.იოანე ტუჰუნგაფასი პულუ; 2გ: ბლექ პლამერ; ჯ: ბლექ
სბ რობინსონ –

2შ + 2ლ: მატაელე სბ ფანელ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 16/02   ვიდეო     რჩეული 

3:0(14) 3:5(18) 3:12(26+სბ) /
10:12(43) 17:12(52) 17:17(54) 17:24(63
) სბ(67ქ) 22:24(73)

<<  ვორათაზ$ 19:20 ჰარიქეინზ  სტატ

ლ: რონა; გ 4ჯ: ფოლი –

2ლ: ა.სავეა კირიფი; 2გ 2ჯ: ჯ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 16/02 @ მენლი   ვიდეო     რჩეული 

3:0(3) 3:3(8) 6:3(12) 9:3(16) 9:10(37) 12:10(40) /
19:10(44) 19:13(53) 19:20(76) დას(80+4)

<<  სან’ვულვზ 10:45 შარქს$  სტატ

ლ: გეითს; გ ჯ: პარქერ სბ მორ –

6ლ: ფან’დერ’მერვე (1 5) დ.დიუ’პლესი ნკოსი მაპიმპი ვორდ;
6გ: რ.დიუ’პლესი 5, რ.სმით; ჯ: რ.დიუ’პლესი

რეფ ბერი (ავს) 16/02 @ სინგაპურ   ვიდეო     რჩეული 

0:3(5) 7:3(10) 10:3(15) 10:10(18) 10:17(36) 10:24(39) /
10:31(48) სბ(61ს) 10:38(66) 10:45(73)

* სნვ #2 ჯაბა ბრეგვაძე შეცვალეს 50’: 
2 სოლო = 8 მეტრი; 1 გაბითურება; 12/1 ბოჭვა; -1 ჯარიმა

<<  ბულზ$ 40:3 სთორმერზ  სტატ

4ლ: სპეკმან (1 2) კოცე ჯ.კრილ; 4გ 4ჯ: პოლარდ – 

ჯ: მარე

რეფ პეიპერ (აფრ) 16/02   ვიდეო     რჩეული 

7:0(6) 7:3(11) 14:3(20) 21:3(25) /
28:3(46) 31:3(51) 34:3(55) 37:3(71) 40:3(78)

<<  ხაგუარეს 16:25 ლაიონზ   სტატ

ლ: მედრანო; გ 3ჯ: დიას-ვონიშა – 

3ლ: სკუმან; 2გ 2ჯ: იანკის

რეფ ფრეიზერ (ზელ) 16/02   ვიდეო     რჩეული 

0:5(3) 3:5(13) 10:5(17) 13:5(26) 13:8(29) 13:15(33) /
13:22(51) 16:22(60) 16:25(70)

<<  რედს  უქმობდა

#

[#]

1 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

12

ბულ

პრეტორია

5

1-0

+37

4/0

40:03

1

2

9

რბლ

მელბურნ

4

1-0

+7

5/4

34:27

0

3

6

ჰლნ

დანიდინ

4

1-0

+3

3/4

30:27

0

4

8

შრქ

დურბან

5

1-0

+35

6/1

45:10

1

5

2

ლნზ

იოჰანესბერგ

4

1-0

+9

3/1

25:16

0

6

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

4

1-0

+2

4/3

24:22

0

7

4

ჰრქ

ველინგთონ

4

1-0

+1

2/1

20:19

0

8

3

ვრთ

სიდნი

1

0-1

-1

1/2

19:20

1

9

14

ბლუ

ოქლენდ

1

0-1

-2

3/4

22:24

1

10

5

ჩიფ

ჰემილთონ

1

0-1

-3

4/3

27:30

1

11

10

ბრმ

კანბერა

1

0-1

-7

4/5

27:34

1

12

13

რედ

ბრისბენ .

0

0-0

=0

0/0

00:00

0

13

7

ხგრ

ვუენოს აირეს

0

0-1

-9

1/3

16:25

0

14

15

სნვ

ტოკიო

0

0-1

-35

1/6

10:45

0

15

11

სთო

ქეიპთაუნ

0

0-1

-37

0/4

03:40

0

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 14 ჯექ მედოქს (რბლ), 13 ბრეიდონ ენორ (ქრს), 12 ბილი მიქს (რბლ), 11 როსკო სპეკმან (ბულ); 10 ქვეიდ ქუპერ (რბლ), 9 ვილ გენია (რბლ) /

1 ჯო მუდი (ქრს), 2 აკერ ფან’დერ’მერვე (შრქ), 3 თაილერ ლომაქს (ჰლნ); 4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 მეთ ფილიპ (რბლ); 6 ჯორდან ტაუფუა (ქრს), 7 მარნუს სკუმან (ლნზ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  7 ზელ, 5 ავს, 3 აფრ * 0 არხ იაპ

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეორე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 22/02

ჰლნ.ზელ

10.35

რედ.ავს

უქმობს

რბლ.ავს

შაბ 23/02

სნვ.იაპ

08.15

ვრთ.ავს

ქრს.ზელ

10.35

ჰრქ.ზელ

ბრმ.ავს

12.45

ჩიფ.ზელ

შრქ.აფრ

17.05

ბლუ.ზელ

სთო.აფრ

19.15

ლნზ.აფრ

კვი 24/02

ხგრ.არხ

01.40

ბულ.აფრ