მეტოქისვე იარაღით

   "გინესის ექვსი ერის" მესამე რაუნდში უელსმა ინგლისი ბოლოს მაინც დააშამათა და ძალუმი ნაბიჯი გადადგა სლემისკენ

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

უელსს ინგლისთან "ექვს ერზე" 2014-18 წლებში ზედიზედ 5-ჯერ წაეგო.  "ურჩხულებმა" სეზონი წყვილი, უპრემიო, ნაჯახირევი მოგებით დაიწყეს გასვლაზე, "ვარდებმა" კი ორივე მეტოქე ბონუსით ძლიეს და ჩინებული რაგბიც ითამაშეს

როგორც სპორტში ხშირად მომხდარა, პირისპირ შეყრამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი.  გაირკვა, რომ ინგლისი ტაქტიკურად მოუქნელი ყოფილა  – რომ ვეღარ გამოადგა ფეხით დარტყმები, არსენალში სანაცვლოდ სხვა ვერაფერი მონახა; უელსმა კი, პირიქით, გარდატეხა თამაში და ბოლო ლელო მეტოქისვე იარაღით – აბრაგანით დადო

ინგლისმა მასპინძელს მოედანი არ გადაახურინა.  უელსმა ოვალი შეკრა – ბოლოჯერ შარშან, ამავე ვიქენდზე წაეგო ირლანდიაში, მას აქეთ კი ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა, რითაც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, 1907-10 წლებში, დამყარებული ეროვნული რეკორდიც მოხსნა

მგეზავი ბიგარი

სტუმრებს აკლდნენ ბურჯი მაკო ვუნიპოლა და მხტომელი მარო ითოჟე, მასპინძლებს – ზურგი ლი ჰაფ’პენი.  ამის არყოფნაში "ლომმა" ლიამ ვილიამსმა კვლავ ჩინებულად ირაგბა:  18 წამოღებაზე 52 მეტრი გამოიარა და მბოჭავიც 4-ჯერ გააბითურა

უელსმა უმეტესი სტატისტიკითაც მაგრად აჯობა მეტოქეს:  ბურთი
65-35
%, ტერიტორია 68-32%, სოლო 167-98, ნავარდი 368-284 მეტრი, პასი 162-103, ოფლოუდი 8-3, რაქი 139-79, ბოჭვა 136-227, და რაც მთავარია, დისციპლინა – ჯარიმათა ბალანსი 4-10 გამოვიდა!

ურჩხულების კივმა გურუმ, ვორენ გეთლენდმაც გააბრიყვა ოზი ვიზავი ედი ჯოუნზი – მგეზავად დენ ბიგარი ბოლო მეოთხედშიღა შეიყვანა.  სტუმრები ძაან დააღალატა მულატმა ბურჯმა ქაილ სინქლერმა – აფორიაქებულმა 3 ჯარიმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა, და ვერც ნაქებმა მარქაფამ არგოთ ვარდებს ამ ჯერზე

მოლში გუდავდა

ჩრდილოელ ბუმბერაზთა რკენებში ლელო ცოტა იდება ხოლმე

ინგლისის ერთად’ერთზე ქორთნი ლოზმა ბურთი წაღლიტა ჯასთინ თიპურიქს, შემდეგ ეპიზოდში კი ნორჩი თომ ქარი რაქის გვერდით გაძვრა * 3:10 @ 27’

სინქლერი მოლში რომ გუდავდა ალინ-ვინ ჯოუნზს, კივმა გარეს ენსქომმა მესამე გოლიც შეაგდო * 9:10 @ 57’, მაგრამ მალე ქარიმ (ბოჭვაში 25/2) ღლეტვით გამოიმუშავა ჯარიმა * 9:13 @ 63’

35 ფაზა

გარდამტეხ ლელოზე უელსმა 35 ფაზა აკინძა 3’26’’ წუთში და მსაჯმა ბოლოს რომ გაიშვირა მისკენ ხელი ხეირის ნიშნად, ბიგარისა და ჯორჯ ნორსის პასებით ზორბა ქორი ჰილი ახლოდან ეწია მიზანს

ბიგარმა გარდასახვაც გაიტანა კიდიდან * 16:13 @ 70’ და ფეხით თამაშიც დააბრუნა ინგლისის ნახევარზე, ბოლოს კი აბრაგანი აუწია ჯოშ ადამსს და ამან საჰაერო მოუგო ელიოთ დეილს * 21:13 @ 78’

ქარის გარდა, წაგებულთაგან ბოჭვით გამოირჩნენ კვაჭი ჯემი ჯორჯი (24/0) და მარბიელი მარქ ვილსონი (20/0)

ისე დაშავდნენ ლოზი (წვივი) და ჰილი (კოჭი), რომ ამ "ექვს ერზე" მეტად ვეღარ ითამაშებენ, და ინგლისის ექს’კაპიტანიც – კივი კვაჭი დილან ჰართლი (მუხლი) ვერ ასწრებს მწყობრში დაბრუნებას

უნდა წყდებოდესო

პარიზში მოღვაწე უცხოელებს – შოტლანდიელ მგეზავ ფინ რასელს (რასინგ) და იტალიელ შემკვრელ სერჯო პარისეს (სტად) ტოპ 14-ში ტვინი რომ შეერყათ, ნაკრებებს დააკლდნენ, რაზეც ბევრგან კიდევ დაიწერა, რომ "ექვსი ერის" დროს კლუბური რაგბი უნდა წყდებოდეს

სქოთებს ვეღარც სთიუართ ჰოგი და ჰიუ ჯოუნზი ეყენათ ხაზში, ფრანგებმა კი დაითხოვეს კლერმონის მობერებული, ლოპეს – პარას ღერძი და ბურთაობის გაძღოლა ნორჩ ტულუზელებს – რომენ ონტამაკსა და ანტუან დიუპონს ჩააბარეს.  ჰოდა, ამათ გაუმართლეს ნდობა გურუ ჟაკ ბრიუნელს (14 ტესტში: 4-10)

თემიდამ მასპინძლებს სამი ლელო გაუუქმა, მაგრამ "ლე ბლემ" მაინც აიღო პრემია გაწითლებულ დროზე

ისტორიკოსებმა შეგვახსენეს

პირველი ჩათვლილი ლელო ტომაზ რამოზის მიერ გადაკიდებულის გამოქცუნებით დაიწყო * 7:0 @ 15’

მეორეზე ჩასუქებულმა მატიო ბასტარომ ფეხით თავზე გადაუგდო ოვალი წვეროსან აფრიკელს, ჯოშ სტრაუსს, ვინაც პასპორტი დაკარგა და დიპლომატთა ჩარევის შემდეგღა შეუშვეს საფრანგეთში * 15:3 @ 42’

ბოლო ორი ლელო გალებმა ახლოდან, ძალით შეიტანეს * 27:10

სტუმართაგან 16 სოლოზე 122 მეტრი გალია ზურგმა ბლეარ ქინგჰორნმა, ისტორიკოსებმა კი შეგვახსენეს, რომ შოტლანდიამ საფრანგეთში ბოლოჯერ გასული საუკუნის ბოლოს – 1999 წელს იმარჯვა და "ხუთი ერის" უკანასკნელ ჩემპიონად ეკურთხა, რაკი ინგლისი უელსმა დაამუხრუჭა ლონდონში, ოღონდაც ჳემბლი’ზე

მეოთხე ციკლიც

სხვებისა არ იყოს, შარშანდელი ჩემპიონი ირლანდიაც ზერელედ მოეკიდა იტალიას და 4 "სხვა" გაუყვანა.  ფორმაში ჯერაც ვერ’ შესულებმა – ჯონი სექსთონმა და ქონორ მარიმ – ვერ იბურთავეს ძველებურად

ჰოდა, "სამყურებმა" რომში პირველი ტაიმი * 12:16 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ქულა აღარ გაუშვიათ და ბონუსიც მოიმკეს * 26:16 

"აძურს" ერთობ არგო ცხრად ტიტო ტებალდის (12 დარტყმა, 80 პასი,
65 მეტრი 8 სოლოზე) დაბრუნებამ.  კელტებს შერყევის გამო მალევე გამოაკლდათ კივი ბანდი აკი და ბებერი ქის ერლსი შუამარბად დადგა

11 რეიდზე 148 მეტრი გალია კივმავე ლათინმა ჯეიდენ ჰეივორდმა, მაგრამ "ცისფრებმა" მაინც წააგეს "ექვსი ერის" ზედიზედ მე-20 მატჩი, რითაც 4 ციკლი გასრულდა!

თვალი დაუხუჭეს

ირლანდიამ ანგარიში 19-ფაზიანი შტურმით გახსნა, მეორე ლელოზე კი ჯექობ სთოქდეილმა დაგდებული ქიქ’ოფიდან გაიჯეჯილა * 3:12 @ 21’

აქ აიწყვიტა ტებალდიმ და რობ ქარნის პირისპირ გავიდა.  კელტებმა დერეფანი რომ წააგეს, ჰეივორდმა მოაწყო რეიდი, ტიტომ კი რაქიდან რომ მოიპარა ოვალი და წინ დააგორა, ედოარდო პადოვანმა ერლსი მოცელა უბურთოდ, ხოლო მიკელე კამპანიარომ – ქარნი, მაგრამ მსაჯებმა ამ ყველაფერზე თვალი დახუჭეს

მესამე მეოთხედში ერლსი ახლოდან გასხლტა 10-ფაზიანი შტურმის შედეგად * 16:19 @ 52’; პრემია დერეფანში აგორებულ მოლს მოჰყვა, შეცვლილმა სექსთონმა კი პირსახოცი მიწას დაანარცხა, ესაო და მინიმუმ სამჯერ უბურთოდ წამაქციესო

სხვაფრივ, აძურს ორჯერ შეეძლო ნუგეშის მითვლა, მაგრამ ჯერ მეტოქის წითელ ზოლში დაჯარიმდა თავად, გაწითლებულ დროზე კი ტრევიზოელმა ირლანდიელმა იან მაკ’ქინლიმ ააცილა კარს

 

"გინესის" ექვსი ერი * 2019

მესამე რაუნდი   რჩეული [53’] 

 

<<  საფრანგეთი$ 27:10 შოტლანდია  სტატ

სფრ: რამოზ (მედარ 70) პენო ბასტარო ფიკუ, იუჟე სბ 28 <10-9> ონტამაკ (ბელო 76) დიუპონ (სერენ 70) / პუარო (ფალგუზ 70) გირადო^კაპ (შა 28-36, 70) ბონბა (ალდეღერი 70) ლონბეი (ვილემსე 65) ვაამაინა; ლორე იტიურია პიკამოლ (ოლდრით 70) –
4ლ:
ონტამაკ იუჟე ოლდრით (3 4) 2გ: რამოზ სერენ; ჯ: რამოზ

შტლ: ქინგჰორნ სიმორ გრიგ ჯონსონ (ჰეისთინგს 53) მეითლენდ (დ.გრემ 65) <10-9> პ.ჰორნ (ჰეისთინგს 44-52) ლეიდლოუ^კაპ (პრაის 65) / დელ (ალენ 65) მაკ’ინალი (ბრაუნ 65) ბერგენ (ფეიგერსონ 65) გილქრისთ ჯ.გრეი (თულის 55) ბრედბრი რიჩი სტრაუს (გ.გრემ 65) – ლ: პრაის; გ: ჰეისთინგს; ჯ: ლეიდლოუ

რეფ ბერი (ავს) 23/02 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (_ ვიდეო 

7:0(15) 10:0(18) 10:3(26) სბ(28ს) შეს(40+2) /
15:3(42) 20:3(75) 20:10(78) 27:10(80+9
$)

<<   უელსი 21:13 ინგლისი  სტატ

უელ: ლმ.ვილიამს ნორს ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 80) ადამს
<10-9>
ენსქომ (ბიგარ 61) გრ.დევის (ალ.დევის 77) / რბ.ევანს (სმით 61) ოუენს (დი 77) ფრანსის (ლუის 61) ჰილ (ბერდ 71) ავ.ჯოუნზ
^კაპ; ნავიდი თიპურიქ მორიართი (ვეინრაით 77) – 2ლ: ჰილ ადამს;
გ:
ბიგარ; 3ჯ: ენსქომ 

ინგ: დეილი ნოულ სლეიდ ტუილანგი მეი (თოკა’ნასინგა 70)
<10-9>
ფარელ
^კაპ იანგს / მუნ (გენჩ 77) ჯორჯ სინქლერ (ჰ.ვილიამს 57) ლოზ (შილდს 77) ქრუზ (ლონჩბრი 64) ვილსონ ქარი ბ.ვუნიპოლა – ლ: ქარი; გ 2ჯ: ფარელ

რეფ პეიპერ (აფრ) 23/02 @ კარდიფ, პრინსიპალითი (_ ვიდეო 

0:3(18) 3:3(24) 3:10(27) /
6:10(52) 9:10(57) 9:13(63) 16:13(70) 21:13(78)

<<  იტალია 16:26 ირლანდია$  სტატ

იტა: ჰეივორდ პადოვანი კამპანიარო (კასტელო 72) მორიზი ესპოზიტო <10-9> ალენ (მაკ’ქინლი 74) ტებალდი / ლოვოტი (ტრაორე 61) გირალდინი^კაპ ფერარი (პასკვალი 52) რუძა ბად; ტუი’ვაიტი (სიზი 52) მბანდა (ძანი 43) ბ.სტეინ – 2ლ: პადოვანი მორიზი; 2ჯ: ალენ

ირლ: რ.ქარნი ერლს ქ.ფარელ აკი (ქონვეი 12) სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქართი 78) მარი (ქუნი 71) / ქილქოინ (მაკ’გრას 63) ქრონინ (სქანელ 48-73) ფურლონგ (ჯნ.რაიან 63) დილან (ჰენდერსონ 32-38) რუ (ჰენდერსონ 58) ო’მანი^კაპ ო’ბრაიენ (ფან’დერ’ფლიერ 58) მერფი – 4ლ: რუ სთოქდეილ ერლს მარი; 3გ: სექსთონ, მარი 2

რეფ ჯექსონ (ზელ) 24/02 @ რომა, ოლიმპიკო (49 720 ვიდეო 

0:7(12) 3:7(20) 3:12(21) 6:12(26) 11:12(33) 16:12(39) /
16:19(52) 16:26(68
$) დას(80+5)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლიამ ვილიამს (უელ), 14 დამიან პენო (სფრ), 13 ქის ერლს (ირლ), 12 ჰედლი პარქს (უელ), 11 ჯექობ სთოქდეილ (ირლ); 10 რომენ ონტამაკ (სფრ), 9 ტიტო ტებალდი (იტა) /

1 რობ ევანს (უელ), 2 ქენ ოუენს (უელ), 3 დონბა ბონბა (სფრ);
4 ფედერიკო რუძა (იტა), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 პითერ ო’მანი (ირლ), 7 თომ ქარი (ინგ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)

სულ:  5 უელ, 4 სფრ, 3 ირლ, 2 იტა, 1 ინგ * 0 შტლ

 

გინესის ექვსი ერი 2019

საქართველოს თარიღითა და დროით

პარ

01/02

საფრანგეთი $

19:24

უელსი

შაბ

02/02

შოტლანდია $

33:20

იტალია

შაბ

02/02

ირლანდია

20:32

ინგლისი $

შაბ

09/02

შოტლანდია

13:22

ირლანდია

შაბ

09/02

იტალია

15:26

უელსი

კვი

10/02

ინგლისი $

44:08

საფრანგეთი

შაბ

23/02

საფრანგეთი $

27:10

შოტლანდია

შაბ

23/02

უელსი

21:13

ინგლისი

კვი

24/02

იტალია

16:26

ირლანდია $

3 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

უელსი

12

+24

07/05

71:47

3-0

0

ინგლისი

10

+40

11/05

89:49

2-1

2

ირლანდია

9

+7

09/07

68:61

2-1

1

საფრანგეთი

6

-24

07/10

54:78

1-2

2

შოტლანდია

5

-13

07/10

56:69

1-2

1

იტალია

0

-34

07/11

51:85

0-3

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

09/03

შოტლანდია

18.15

უელსი

შაბ

09/03

ინგლისი

20.45

იტალია

კვი

10/03

ირლანდია

19.00

საფრანგეთი

შაბ

16/03

იტალია

16.30

საფრანგეთი

შაბ

16/03

უელსი

18.45

ირლანდია

შაბ

16/03

ინგლისი

21.00

შოტლანდია

 

http://mesame.ge/live/
https://www.vipbox.live/live-rugby


 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (25/02_2019)

  1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 8992, 3(4) უელსი 8830,
  4(3) ინგლისი
8727, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
  7 შოტლანდია
7961, 8(10) საფრანგეთი 7871, 9(8) ფიჯი 7795,
10(9) არხენტინა 7705, 11 იაპონია 7524,  12 საქართველო 7393,

13 შტატები 7366, 14 ტონგა 7302, 15 იტალია 7275

+/-:  სფრ 169 შტლ, უელ 75 ინგ * ირლ 0 იტა

</