რიკოს ოთხი ლელო

   ზე 15-ის მეოთხე რაუნდში კივეთში მეოთხედაც დამარცხდა ჩიფსი, აფრიკაში კი წინ ბულზი გაიჭრა

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

შვიდივე მატჩი მასპინძელმა მოიგო.  პარასკევს ორივეგან გაიცა ნუგეში, ხოლო შაბათის რბევაში – პრემია.  4 ლელო გაიტანა ბლუზის გარე’მარბმა რიკო იოანემ [ფოტოზე ბოლოს დებს], ლაიონზის მგეზავი ელთონ იანკისი კი შეიქნა მეხუთე ოსტატი, ვინაც 1000 ქულიანი მიჯნა დაძლია

ბოლო ორი წლის ფალავანმა, ქრუსეიდერზმა ზედიზედ მე-19 თამაში მოიგო – ჩიფსი 9-ჯერ დაალელოვა * 57:28  დუბლი შეასრულეს ჯეელმა ზურგმა ვილ ჯორდანმა და "ოლ ბლექსის" კვაჭმა ქოდი თეილორმა, ვინაც აქამდე ისვენებდა

მალე დაშავდა ნაკრების ბურჯი ჯო მუდი, სტუმრებზე კი ჯავრი იყარა სევუ რისმა, ვინაც ამ გუნდიდან ქონოთში (ირლანდია) მიდიოდა, მაგრამ წაწალის ცემისთვის რომ დაიბარეს სასამართლოში, არათუ კელტებმა, ყველა სხვა კივურმა ფრანჩაიზმაც დაიწუნა და ბოლოს
9-გზის ჩემპიონმა’ღა შეიფარა

ჯარიმა რაქში

პარასკევის ზელანდიური დარბი მარად’ქარიან ველინგთონში მოეწყო. წყვილი ლელო გაიტანა მზარდმა ნგანი ლაუმაპემ, ვინაც "ოლ ბლექსის" 12 ნომრობაზე აცხადებს პრეტენზიას.  სტუმარი ჰაილენდერზი მეორე ტაიმის მეტი წილი წინ იყო, მაგრამ ბოლო შეტევაში რაქში მიიღო ჯარიმა და ბოდენ ბარეთმა ჰარიქეინზს გაამარჯვებინა * 25:22

ბლუზი ტრადიციულად – სეზონში ერთხელ, ოქლენდის ყურის ხიდით ელბანში გადავიდა.  გუნდს პირველად უკაპიტნა სონი-ბილ ვილიამსმა და ურჩია, სან’ვულვზთან გავლაღდეთო.  ჰოდა, მასპინძლებმა რიკოს წყალობით 3-წაგებიანი ნავსი გატეხეს * 28:20

ძველებური კვართით

წყვილი შინა’ომი იყო ავსტრალიაშიც.  რებელზის მორკინალებმა ორჯერ მოიხილეს სინბინი და მელბურნის გუნდი შესვენებაზე * 3:19 ჩამორჩენილი წავიდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვილ გენიამ და ქვეიდ ქუპერმა რისკიანად აათამაშეს უკანა სამეული და ბრამბიზის დაცვა
4-ჯერ გაირღვა *
29:26

ოზებს იმდენად ულხინთ, რომ 30 წლის წინ გახსნილი "სიდნი ფუთბოლ [საბურთაო] სთედიუმ"ი დაანგრიეს და უკეთესს იშენებენ.  ახალი არენა მზად 2022 წელს’ღა იქნება, რის გამოც ვორათაზი მთელ ქალაქსა და შტატშიც დახეტიალობს და 15-კაცას მრწამსს უქადაგებს ლიგის ლიანგს

გუნდს მეტოქედ მასსავით ძველი [ქვინზ’ლენდ] რედსი რომ ჰყავდა, "ქრიქით გრაუნდ"ზე ძველებურად წარსდგა – ღია ცისფერ კვართს თეთრი საყელო და თეთრ კვადრატზე წაწერილი ნომერი უმშვენებდა

მუშები ტკეპნიდნენ

შეიკრიბა ბლომად – 15,681 მოსეირე, მაგრამ რაგბით ვერ ისიამოვნა, რადგან შერკინების გადამკიდე ისე გადაითხარა მოედანი, რომ მსაჯმა ბევრჯერ იხმო მუშები, რათა ამათ ამოჩრილი ბელტები ეტკეპნათ

ამაზე რედსის გურუმ, ბრედ სორნმა ნამატჩევს დაიჩივლა, ხელიდან მძლავრი იარაღი გამოგვეცალაო, ცალკე ვორათაზი და ცალკეც ნრლ-ში მოლიგავე რუსთერზი კი იმაზე დარდობენ, თუ რა სიხშირით მოუწევთ მოედნის საფარის ხელახლა დაგება

რედსმა პირველ ტაიმში ორი ლელო დადო სამუ კერევის მეშვეობით, მაგრამ მეორის დაწყების’თანავე მეტადაც ჩამორჩა, რაკი 15 ნომრად გამწესებულმა ქერთლი ბილმა გადაკიდებული გამოაქცუნა და ნალიგარი ქერთის რონა ახეირა

რედსი 4 ქულამდე კიდევ წამოეწია მასპინძელს – ბრაის ჰეგართიმ მარჯვედ დაუგორა სეფა ნაივალუს, მაგრამ ბოლოს ალექს ნიუსამი შეხტა კარში * 28:17 ვორათაზის სასარგებლოდ

ერთიანად არა’თეთრი

აფრიკის ბოლო’დროინდელმა ჯილამ – ლაიონზმა ჯეელები დააწინაურა და ესენიც უმართლებენ.  კვლავ ჩინებულად ითამაშა გამრჯე მარბიელმა მარნუს სკუმანმაც

იაპები არხენტინელებს ბოლო ნახევარი საათის დადგომისას * 47:13 უგებდნენ, მაგრამ ნაადრევად რომ მოდუნდნენ, პრემია დაკარგეს: ხაგუარესმა ოთხი (!) ლელოც გაიტანა – ორ-ორი მოლითა და ნავარდით, და მაინც უნუგეშოდ დაშვრა.  საბოლოოდ * 47:39

აფრიკის აქამდელი ლიდერი – შარქსი ბულზმა დააშამათა ჰანდრე პოლარდის პასაობითა და ფეხოსნობით * 37:14

ბოკეს ძირითადი ათი მექულეთა დოღს ვეება სხვაობით ხომ ლიდერობს და გუნდსაც საზრიანად ათამაშებს.  მაგარია ერთიანად არა’თეთრი უკანა სამეულიც:  ვორიქ ხელანტ, ქორნალ ჰენდრიკს და როსკო სპეკმან, და ახალი, უცხოეთში ნაკლებად ცნობილი გურუ – პოტე იუმანიც ჭკვიანი კაცი ჩანს

ჰოდა, ბულზმა სთორმერზსა და ლაიონზს შარქსიც რომ ზედ მიაყოლა, აფრიკაში დაწინაურდა, შარქსის შუა’მარბი ჯერემი ვორდი კი 5 მატჩს გამოტოვებს შუბური ბოჭვისთვის

 

ზე რაგბი 2019

მეოთხე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჰარიქეინზ 25:22 ჰაილენდერზ$  სტატ

3ლ: ლაუმაპე (1 2) ლემ; 2გ 2ჯ: ბ.ბარეთ –

3ლ: ა.სმით თომქინსონ ქოლთმან; 2გ: ბენქს; ჯ: ჯშ.იოანე

რეფ მერფი (ავს) 8/03   ვიდეო     რჩეული 

0:5(11) 7:5(28) 7:8(32) 14:8(40+2) /
14:15(52) 14:22(61) 17:22(64) 22:22(71) 25:22(80+2)

<<  რებელზ 29:26 ბრამბიზ$  სტატ

4ლ: კოროი’მბეტე მედოქს (2 4) გენია; 3გ ჯ: ქუპერ
სბ
ქოულმენ გიბონ –

შ + 3ლ: სპეით ფ.ფაინგა ვალეტინი; 2გ: ლეალიაფანო

რეფ იაკობს (აფრ) 8/03   ვიდეო     რჩეული 

0:7(19) 3:7(29) 3:12(სბ33) 3:19(40+2 +სბ) /
8:19(41) 15:19(54) 15:26(62) 22:26(65) 29:26(72)

<<  ქრუსეიდერზ$ 57:28 ჩიფს  სტატ

9ლ: ენორ რის ჯორდან (3 5) მაკალიო ალა’ალატოა თეილორ (7 9) ჰოლ; 6გ: მოჰუნგა 5, ქემერონ –

4ლ: სეუ ნანაი-სეტურო დებროსინი ბრაუნ;
4გ: მაკ’ქენზი 3, დებროსინი (3)

რეფ პიქერილ (ზელ) 9/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(7) 12:0(10) 12:7(19) 19:7(24) 26:7(30) 33:7(37) /
40:7(44) 40:14(51) 47:14(62) 52:14(64) 57:14(69) 57:21(72) 57:28(74)

<<  ბლუზ 28:20 სან’ვულვზ  სტატ

4ლ: რ.იოანე; გ: პლამერ; 2ჯ: პლამერ ბლექ –

2ლ: მაცუდა ჰელუ; 2გ 2ჯ: მაცუდა სბ მასირევა ველა

რეფ ფრეიზერ (ზელ) 9/03 @ ელბანი   ვიდეო     რჩეული 

0:3(4) 0:6(12) 3:6(16) 8:6(21) 8:13(30) 15:13(36) /
20:13(48) სბ(56ს) 25:13(58) 25:20(63) 28:20(75სბ)

<<  ვორათაზ 28:17 რედს  სტატ

3ლ: ჰენიგან რონა ნიუსამ; 2გ 3ჯ: ფოლი –

3ლ: კერევი ფეაუაი-საუტია ნაივალუ; გ: ჰეგართი სბ ჟპ.სმით

რეფ ჯექსონ (ზელ) 9/03 @ ქრიქით გრაუნდ   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 6:0(9) 13:0(სბ21) 13:7(28) 16:7(36) 16:12(38) /
21:12(41) 21:17(66) 28:17(71)

<<  ლაიონზ 47:39 ხაგუარეს  სტატ

7ლ: ჰერბსტ იანკის სმით სიმელანე სკუმან სქოსან (6 7) 6გ: იანკის –

6ლ: მოშანო მონტოშა (2 3) ვალდუნსიელ მორონი ტუკულეტ;
3გ: დიას-ვონიშა, მალია 2; ჯ: დიას-ვონიშა

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 9/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(17) 7:3(19) 14:3(25) 19:3(27) 19:8(32) 26:8(36) 26:13(38) /
33:13(46) 40:13(48) 47:13(52) 47:20(55) 47:27(73) 47:32(80) 47:39(80+2)

<<  ბულზ 37:14 შარქს  სტატ

3ლ: კრილ სპეკმან (2 3) 2გ 5ჯ ა: პოლარდ –

2ლ: ვორდ დ.დიუ’პრე; 2გ: რ.დიუ’პრე

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 9/03   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 6:0(10) 13:0(21) 16:0(29) 19:0(36) /
19:7(42) 24:7(44) 27:7(52) 27:14(56) 30:14(78ა) 37:14(80+)

<<  სთორმერზ  უქმობდა

#

[#]

4 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

17

4-0

+57

23/13

141:084

1

2

4

ბულ

პრეტორია

13

3-1

+63

09/07

119:056

1

3

3

რბლ

მელბურნ .

12

3-0

+15

13/11

087:072

0

4

5

ჰრქ

ველინგთონ

13

3-1

+18

15/12

110:092

1

5

2

შრქ

დურბან

11

2-2

+26

13/06

096:070

3

6

7

ჰლნ

დანიდინ

10

2-2

=0

14/15

107:107

2

7

10

ვრთ

სიდნი .

9

2-1

+11

09/08

078:067

1

8

6

ხგრ

ვუენოს აირეს

9

2-2

+2

13/11

105:103

1

9

11

ლნზ

იოჰანესბერგ

9

2-2

-3

14/10

101:104

1

10

8

სთო

ქეიპთაუნ .

8

2-1

-30

02/07

038:068

0

11

9

ბრმ

კანბერა

7

1-3

-3

18/17

120:123

3

12

13

ბლუ

ოქლენდ

6

1-3

-17

09/13

076:093

2

13

12

სნვ

ტოკიო

5

1-3

-29

09/17

090:119

1

14

14

რედ

ბრისბენ .

1

0-3

-26

09/12

060:086

1

15

15

ჩიფ

ჰემილთონ

1

0-4

-84

12/23

087:171

1

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ვილ ჯორდან (ქრს), 14 სევუ რის (ქრს), 13 ვანდისილე სიმელანე (ლნზ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 რიკო იოანე (ბლუ); 10 ჰანდრე პოლარდ (ბულ), 9 ჯემი ბუს (სნვ) /

1 კარლ ტუჰინუკუაფე (ბლუ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 მაიქლ ალა’ალატოა (ქრს); 4 ჰანრო ლიბენბერხ (ბულ), 5 ჯოშ დიქსონ (ჰლნ); 6 რობ ვალეტინი (ბრმ), 7 მარნუს სკუმან (ლნზ), 8 კვოხა სმით (ლნზ)

სულ:  8 ზელ; 5 აფრ; 1 ავს იაპ * 0 არხ

სტატ’ლიდერები

ლელო:  5 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ);  4 რიკო იოანე (ბლუ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), მარნუს სკუმან (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  74 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
36 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ), ელთონ იანკის (ლნზ); 35 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 34 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 31 ბერნარდ ფოლი (ვრთ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეხუთე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 15/03

ჩიფ.ზელ

10.35

ჰრქ.ზელ

ბრმ.ავს

12.45

ვრთ.ავს

სთო.აფრ

21.10

ხგრ.არხ

შაბ 16/03

სნვ.იაპ

08.15

რედ.ავს

ჰლნ.ზელ

10.35

ქრს.ზელ

ლნზ.აფრ

17.05

რბლ.ავს

უქმობენ  ბულ.აფრ | შრქ.აფრ | ბლუ.ზელ