მესამე სლემი

   უელსმა "გინესის ექვსი ერის" ფინიშზე უსიტყვოდ ძლია შარშანდელი ჩემპიონი ირლანდია და ვორენ გეთლენდის ზეობა მესამე სლემით დააგვირგვინა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

უელსი რაგბზე გადაგებული ქვეყანაა, მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ გურუ გეთლენდი ზელანდიელია და ირლანდიასთან ყველა ქულაც კივებმა მოინაგრეს:  ჰედლი პარქსმა იხელთა გარეს ენსქომის აწეული, ამან კი კარშიც უნაკლოდ ურტყა – შვიდიდან შვიდი (გ 6ჯ) და 20 ქულა!

ვორენმა უელსში 12 წელი იღვაწა, მაგრამ "ლომების" გადამკიდე, ათ "ექვს ერზე"ღა მოძღვრა გუნდი.  მის ხელ’ქვეით "ურჩხულებმა" ხუთივე მეტოქე ძლიეს 2008, 2012 და 2019 წლებში, აწ კი ისე დაღვინდნენ, რომ ზედიზედ მოიგეს 14 ტესტი, მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე ავიდნენ და შემოდგომაზე მსოფლიო თასის აღებასაც იმედოვნებენ

და სამი გვირგვინიც

უელსს წელს საუკეთესო კალენდარი ჰქონდა:  გასვლაზე ეთამაშა სამივე სუსტს და შინ – ორივე ძლიერს! 

როგორც ჭეშმარიტ ჩემპიონებს ჩვევიათ, გუნდმა ფორმის პიკს გადამწყვეტ მატჩში მიაღწია. "ტაფიებმა" მეოთხე ლელოს დადებისთვის დაწესებული პრემია ვერც ერთხელ ვერ აიღეს, მაგრამ სლემის გასრულებისთვის კი ერგოთ დამატებით 3 ქულა, და სამივე ბრიტი მეზობლის ჯობნისთვის – "სამი გვირგვინის" სინიც

კარდიფის სტადიონს მოძრავი სახურავი აქვს. ირლანდიამ რომ შეიტყო, უელსი მახვშებთან ჩვენს ზურგს უკან ჩარხავს ჭერ’ქვეშ თამაშსო, გაჯიქდა და წვიმაში რაგბობა დაიჟინა, მაგრამ ვერც მაგან უშველა –
80 წუთის შემდეგ *
0:25 აგებდა!

კალკუტის თასისთვის

"სამყურებმა" იმდენად სუსტად ირაგბეს, რომ ჯარიმა კარში ეგრეც არ დაურტყამთ.  უელსმა ლამის ყველა შანსი გამოიყენა, და ბოჭვაც 90-ით მეტი დაჭირდა (177-87), ირლანდია კი ხშირად ცდებოდა – ბურთის კარგვის თანა’ფარდობა 8-20 გამოვიდა

გეთლენდი პირველი მწვრთნელია, ვინაც გუნდს სლემი სამჯერ შეასრულებინა!   2004 წლიდან დადგენილი წესით, ბოლო – ზე’შაბათს სამივე მატჩი ზედიზედ იმართება.  რაკი სლემისთვის ბონუსია დაწესებული, უელსს 1 ქულით, უპრემიოდ მოგებაც აძლევდა ხელს. ჰოდა, მიზანს უპრობლემოდ ეწია

ამის შემდეგ ბოლო, ინგლისი – შოტლანდიის რკენას 1879 წელს დაწესებული "კალკუტის თასის" მფლობელი’ღა უნდა გამოევლინა.  სქოთებს შარშან შინ ემარჯვნათ, მაგრამ თვიქნემში ბოლოჯერ
1983 წელს მოეგოთ, და მოძალებული ტრავმების გამო, უკანა ხაზიც თავიდან შეედგინათ

ფარელის ყაიდაზე

ინგლისმა ქარსა და წვიმაში რიხით დაიწყო, მეტოქე ნახევარ საათში
4-ჯერ დაალელოვა და პრემიაც დაიბევა * 31:0

მერე კაპიტან ოუენ ფარელს დარტყმაზე დაუფარა ვიზავმა – სთიუართ მაკ’ინალიმ და აირია მონასტერი:  ფარელს’ვე ფინ რასელმა რომ ჩაუჭრა პასი, საათის თავზე ანგარიში გათანაბრდა * 31:31

ამის შემდეგ ოუენი – მხოლოდ მისთვის ნება’დართულ ყაიდაზე – მხრით დაეჯახა დარსი გრემს, მაგრამ თემიდამ ისევ დაინდო, და სასწრაფოდაც შეცვალეს

სათამაშო 5 წუთამდე რომ რჩებოდა, რასელმა ხაზი შუაში გააჭრევინა სემ ჯონსონს, ამან ოთხი (!) მბოჭავი მოაღორა და ლელო კარში გაიტანა, მაგრამ ვალში არც "ვარდები" დარჩენილან და გაწითლებულ დროზე ბოლოჯერაც, კარში’ვე გაათანაბრეს ანგარიში * 38:38

დადგმას ვუყურეთ?

ასე დაფიქსირდა უნიკალური, ა’სიმეტრიული ფრე – სქოთებმა 6 ლელო დადეს, ინგლისელებმა კი ხუთი!   თანაც სტუმარმა 31-ქულიანი ფორა გააბათილა და წინ გავიდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო

ბობოლა მასპინძელ ბექებს ნავარდის მეტრაჟი ბითუმად გამოუვიდათ უბარაქიანესი: 110 დეილი, 108 ნოულ, 102 მეი, 100 სლეიდ;  თითომ
3-5’ჯერ გაჭრა ხაზი და მერე 2-4’ჯერ იქეთ გაატარა კაცი, რაც, სულო ცოდვილო, მეტად გვაფიქრებინებს, რომ ...

ალალი სპორტის ნაცვლად დადგმას ვუყურეთ – სმართ’ფონით, "ანგარიშის კვალად ცვალებადი კოე’ებით" მეფსონეთა გასაღლეტად!

აკი სქოთების გურუმ, გრეგ თაუნსენდმა ნართაულად თქვა, ასეთ უცნაურ თამაშში პირველად ვმონაწილეობდიო, ინგლისის ოზმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა კი ფორის გაფლანგვა ფსიქოლოგიას დააბრალა

რაც შეეხება გარდამავალ, სამეზობლო თასს, ფრეზე იგი მფლობელს – შოტლანდიას დარჩა

ძალის’ძალად წაგებული

არა’ნაკლები დრამა დატრიალდა რომში, სადაც "ექვს ერზე" ბოლოჯერ ემოსათ "აძურის" კვართი ბებრებს:  სერჯო პარისეს (138), ალესანდრო ძან’ს (111) და ლეონარდო გირალდინ’ს (104), ვინაც მუხლი იტკინა და შეიძლება მსოფლიომდე ვეღარც მიატანოს –

იტალიამ  საფრანგეთთან ლამის ძალის’ძალად წააგო * 14:25, რითაც "ექვს ერზე" თავისივე ანტი’რეკორდი გააუარესა – ზედიზედ 22-ე მარცხი იგემა!

"აძურმა" 13 ნომრად პირველად ათამაშა ჯეელი მარკო ძანონი.  ამას ორჯერ შეეძლო ლელოს გატანა:  პირველი ტაიმის ბოლოს ძელიდან ამსხლტარმა ოვალმა მოატყუა, მეორის მიწურულს კი დამიწებისას გააგდებინა ბურთი მისმავე ტოლმა დამიან პენომ

14:20-ზე, ცოტათი უფრო ადრე, იგივე დაემართა ტიტო ტებალდ’ს, საფრანგეთი კი უკვაჭოდ რომ დარჩა, იტალიამ ვერ (!) მოიფიქრა, შერკინება მოეთხოვა და 5 მეტრზე რგებული ჯარიმები კვლავაც ალამთან, კიდეზე გადაჰქონდა ჯიუტად

 

"გინესის" ექვსი ერი * 2019

ბოლო, მეხუთე რაუნდი   რჩეული [48’] 

 

<<  იტალია 14:25 საფრანგეთი  სტატ

იტა: ჰეივორდ პადოვანი ძანონ მორიზი ესპოზიტო (სპერანდიო 68) <10-9> ალენ ტებალდი / ლოვოტი (ტრაორე 68) გირალდინი (ბიჯი 58) პასკვალი (ფერარი 46) სიზი (ძანი 60) რუძა; ბ.სტეინ (ნეგრი 64) პოლედრი პარისე^კაპლ: ტებალდი; 3ჯ: ალენ

სფრ: მედარ პენო ბასტარო დუმეირუ იუჟე (რამოზ 69) <10-9> ონტამაკ (ლოპეს 80) დიუპონ (სერენ 56) / ფალგუზ (პრიზო 65) გირადო^კაპ (შა 19 სბ 72) ბონბა; ლონბეი ვილემსე (გაბრიაგ 60) ოლდრით (იტიურია 58) კამარა (ალდეღერი 75) პიკამოლ –
3ლ:
დიუპონ იუჟე პენო; 2გ ჯ ა: ონტამაკ

რეფ ქარლი (ინგ) 16/03 @ რომა, ოლიმპიკო (48 820 ვიდეო 

3:0(6) 6:0(12) 6:7(17) 6:10(21) /
9:10(43) 9:17(48) 14:17(55) 14:20(63ა) სბ(72ს) 14:25(79) დას(80+2)

<<  უელსი 25:7 ირლანდია  სტატ

უელ: ლმ.ვილიამს ნორს (ბიგარ 9) ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 71) ადამს <10-9> ენსქომ გრ.დევის (ალ.დევის 57) / ევანს (ნ.სმით 54) ოუენს (დი 61) ფრანსის (ლუის 54) ბერდ (ბოლ 71) ავ.ჯოუნზ^კაპ; ნავიდი თიპურიქ მორიართი (ვეინრაით 71) – ლ: პარქს; გ 6ჯ: ენსქომ

ირლ: ქარნი (ლარმორ 65) ერლს რინგროუზ აკი სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქართი 73) მარი (მარმიონ 71) / ჰილი (ქილქოინ 59) ბესთ ^კაპ (სქანელ 65) ფურლონგ (პორთერ 65) ბერნ (რუ 59) ჯმ.რაიან; ო’მანი ო’ბრაიენ (ქონან 52) სტანდერ – ლ: ლარმორ; გ: ქართი

რეფ გარდნერ (ავს) 16/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (_ ვიდეო 

7:0(3) 10:0(18) 13:0(36) 16:0(40+2) / 19:0(49) 22:0(54) 25:0(70) 25:7(80+4)

<<  ინგლისი$ 38:38 შოტლანდია$   სტატ

ინგ: დეილი ნოულ სლეიდ ტუილანგი (თეო 77) მეი <10-9> ფარელ ^კაპ (ფორდ 70) იანგს (სპენსერ 74) / მუნ (გენჩ 5) ჯორჯ (ქოუან-დიქი 74) სინქლერ (ქოულ 51) ლონჩბრი (ჰიუზ 74) ქრუზ; ვილსონ (შილდს 62) ქარი ბ.ვუნიპოლა – 5ლ: ნოულ ქარი ლონჩბრი მეი ფორდ;
5გ: ფარელ 4, ფორდ; ჯ: ფარელ

შტლ: მეითლენდ (ჰეისთინგს 68) გრემ გრიგ (ჰარის 57) ჯონსონ მაკ’გვიგან <10-9> რასელ პრაის (ლეიდლოუ 57) / დელ (რიდ 45) მაკ’ინალი^კაპ (ბრაუნ 57) ნელ (ბერგენ 61) თულის გილქრისთ (ჯ.გრეი 57) სქინერ (სტრაუს 57) ვოთსონ ბრედბრი – 6ლ: მაკ’ინალი გრემ (2 4) ბრედბრი რასელ ჯონსონ; 4გ: რასელ 2, ლეიდლოუ 2

რეფ ვილიამს (ზელ) 16/03 @ ლონდონ, თვიქნემ (_ ვიდეო 

7:0(3) 14:0(10) 21:0(15) 24:0(25) 31:0(31$) 31:7(36) შეს(40+3) /
31:12(47) 31:19(51) 31:24(57
$) 31:31(60) 31:38(77) 38:38(80+4)

 

გინესის ექვსი ერი 2019

პარ

01/02

საფრანგეთი $

19:24

უელსი

შაბ

02/02

შოტლანდია $

33:20

იტალია

შაბ

02/02

ირლანდია

20:32

ინგლისი $

შაბ

09/02

შოტლანდია

13:22

ირლანდია

შაბ

09/02

იტალია

15:26

უელსი

კვი

10/02

ინგლისი $

44:08

საფრანგეთი

შაბ

23/02

საფრანგეთი $

27:10

შოტლანდია

შაბ

23/02

უელსი

21:13

ინგლისი

კვი

24/02

იტალია

16:26

ირლანდია $

შაბ

09/03

შოტლანდია $

11:18

უელსი

შაბ

09/03

ინგლისი $

57:14

იტალია

კვი

10/03

ირლანდია $

26:14

საფრანგეთი

შაბ

16/03

იტალია

14:25

საფრანგეთი

შაბ

16/03

უელსი

25:07

ირლანდია

შაბ

16/03

ინგლისი $

38:38

შოტლანდია $

საბოლოო

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

უელსი

23

+49

10/07

114:065

5-0

3

ინგლისი

18

+83

24/13

184:101

3-1*1

4

ირლანდია

14

+1

14/10

101:100

3-2

2

საფრანგეთი

10

-25

12/15

093:118

2-3

2

შოტლანდია

9

-20

14/17

105:125

1-3*1

3

იტალია

0

-88

10/22

079:167

0-5

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 
დაერიცხა უელსს!

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

 

"პლანეტ რაგბის" ტურნირის რჩეული

15 ელიოთ დეილი (ინგ), 14 ჯონი მეი (ინგ), 13 ჰენრი სლეიდ (ინგ), 12 ჰედლი პარქს (უელ), 11 ჯოშ ადამს (უელ); 10 დენ ბიგარ (უელ),
9 გარეს დევის (უელ) /

1 რობ ევანს (უელ), 2 ჯემი ჯორჯ (ინგ), 3 ქაილ სინქლერ (ინგ);
4 ფელიკს ლონბეი (სფრ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 ჯოშ ნავიდი (უელ), 7 თომ ქარი (ინგ), 8 როს მორიართი (უელ)

სულ:  8 უელ; 6 ინგ; 1 სფრ * 0 ირლ იტა შტლ

სტატ’ლიდერები

ლელო:  6 ჯონი მეი (ინგ);  4 იოან იუჟე (სფრ);  3 ჯოშ ადამს (უელ), დარსი გრემ (შტლ), ქის ერლს (ირლ), ედოარდო პადოვანი (იტა), დამიან პენო (სფრ), ჰენრი სლეიდ (ინგ), ბლეარ ქინგჰორნ (შტლ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  59 ოუენ ფარელ (ინგ); 43 გარეს ენსქომ (უელ); 34 ტომაზო ალენ (იტა); 23 ჯონი სექსთონ (ირლ);
21 დენ ბიგარ (უელ), გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (18/03_2019)

  1 ზელანდია 9254, 2(3) უელსი 8996, 3(2) ირლანდია 8869,
  4 ინგლისი
8627, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
  7 შოტლანდია
8017, 8 საფრანგეთი 7942, 9 ფიჯი 7795,
10 არხენტინა 7705, 11 იაპონია 7524,  12 საქართველო
7442,
13 ტონგა 7302, 14 იტალია 7204, 15 შტატები 7171

+/-:  უელ 123 ირლ, შტლ 100 ინგ, სფრ 71 იტა * საქ 49 რუს (22:6 გ)

 

"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი

6

2000

2001#

2003^

2011

2016^

2017

საფრანგეთი

5

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

 

უელსი

5

2005^

2008^

2012^

2013#

2019^

 

ირლანდია

4

2009^

2014#

2015#

2018^

 

 

^ სლემ (5-0)  # უკეთესი სხვაობით’ღა,  ვთ = ვაით’ვოშ (0-5)

 

20 სეზონის (2000-2019) ჯამი

ქვეყანა

%

   მ-_*ფ$_  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

72.2

69-29*2$09

2782:1601

+1181

6

2

-

ირლანდია

70.0

66-31*3$10

2467:1795

+672

4

2

-

საფრანგეთი

63.7

61-37*2$07

2392:1836

+556

5

3

-

უელსი

60.5

57-40*3$08

2319:2045

+274

5

4

1

შოტლანდია

31.0

28-69*3$06

1706:2486

-780

-

-

3

იტალია

12.7

12-87*1$01

1460:3363

-1903

-

-

9

% = (4*+ 2*+ ბ) / (4*) * 100     [ = 100]