ჭეშმარიტად ღირსეულნი

   "ჰაინეკენის ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ფინალში ორი ჩინებული დარბი ვიხილეთ, სქოთები კი ერთად გავარდნენ

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

ევროპული რაგბის დონემ უდაოდ აიწია – რჩეულთა თამაშები თვალ’სასეირო გამოდის და მაყურებელსაც მეტს იზიდავს, ვიდრე სამხრეთ ნახევარ’სფეროული "ზე 15"

მეოთხედ’ფინალის 8 მონაწილიდან ხუთი (!) კელტური ფრანჩაიზი იყო. მათგან სამი დამარცხდა.  სტუმარ-მასპინძელმა ორ-ორგან იმარჯვა.  ჰოდა, უკეთეს ოთხეულში ჭეშმარიტად ღირსეულნი გავიდნენ: 

4-გზის ჩემპიონები – ლენსთერი (2009 2011 2012 2018) და ტულუზი (1996 2003 2005 2010), და

2-გზის ფალავნები – მანსთერი (2006 2008) და სარასენსი (2016 2017)

უეშხიანესი ოფლოუდი

სამი თამაში შაბათს, ზედიზედ იყო და მეოთხე – კვირას, დარბაზში

ამაში იმარჯვა სტუმარმა და თანაც იმის მიუხედავად, რომ ლამის საათი 14 კაცის ამარამ ირაგბა – ტულუზს კისერში ბოჭვისთვის წითლით გაუგდეს ოზი მგეზავი ზექ ჰოუმსი, მაგრამ მაინც ძლია რასინგი * 22:21

რასინგი ერთად’ერთხელ დაწინაურდა, როცა სქოთმა ფინ რასელმა პასი ჩაჭრა და ფეხით დაუგორა ტედი ტომაზს * 10:7 @ 20’

სტუმართაგან ორი ლელო გაიტანა ჯეელმა უნივერსალმა ბექმა ანტუან დიუპონმა, მაკსიმ მედარის ლელოზე კი ლიუკა ტოზენმა უეშხიანესი ხელ’უკუღმა ოფლოუდი შეასრულა

რასინგს კაცი ორჯერ გაუსინბინეს.  კვაჭმა კამი შამ 74’ წუთზე რომ გაიტანა ლელო, მაკსიმ მაშნომ კიდიდან ვერ გაიტანა გარდასახვა, ბოლო წამებზე კი პარიზელები მეტოქის რაქში დაჯარიმდნენ

ფანებს მოუბოდიშა

ლენსთერს ისევ აკლდა დაშავებული ათი ჯონი სექსთონი, მაგრამ ალსთერსაც პირველ მეოთხედშივე დაემტვრა ბებერი კვაჭი რორი ბესთი, ვინაც მანამდე მოგერიებაზე დაუფარა გარი რინგროუზს

ალსთერი 45’ წუთზე ორით იგებდა, მელელოვე ჯეიქობ სთოქდეილმა კიდეზე რომ გააბითურა სამი [ფოტოზე], მაგრამ ბურთი დამიწებისას დაუვარდა და ნამატჩევს ფანებს მოუბოდიშა, ეს რა დამემართაო

ლენსთერი ჯექ ქონანის გარღვევის შემდეგ * 18:13 დაწინაურდა, მაგრამ ლუქ მარშალმა ახლოდან შეტანილით გააფრევა თამაში * 18:18

და მაინც, ფეხ’მტკივანმა როს ბერნმა 72’ წუთზე ძნელ ჯარიმაზე ივარგა და გახლეჩილი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთმა * 21:18 ძლია ბრიტანეთის შემადგენლობაში ჩარჩენილი ჩრდილოეთი

ჯილათაგან უარესთან

ედინბურგმა ჯგუფი რომ მოიგო, სანახევროდ სავსე (!) მარი’ფილდზე უმასპინძლა ჯილათაგან უარესი ბალანსის მქონე მანსთერს, მაგრამ ეს ირლანდიური პროვინცია 24-ე ევრო’სეზონში მე-14-ედ მაინც შევიდა უკეთეს ოთხეულში

სტუმრები აგებდნენ, მგეზავი ჯოი ქარბრი რომ დაემტვრათ.  საათის თავზე სქოთებმა შერკინებაში დაიბრიყვეს მეტოქე და ალამთანაც კინაღამ გაიტანეს ლელო, მაგრამ ენდრიუ ქონვეიმ იქეთ ირიბად დაგეზა ქის ერლსი * 17:13, მასპინძლებს კი მესამე გადაცილებული წუთის ბოლოს ლელოდან 35 მეტრზე დაუვარდათ ოვალი

ყოჩის გარეშეც

ოუენ ფარელის ცოლს რომ გაუჯანჯლდა მშობიარობა, სარასენსმა ყოჩის გარეშე ირაგბა და მაინც 7-ჯერ დაალელოვა გლაზგო * 56:27

ლონდონელებს ამ სეზონში უკვე ორჯერ, ჯგუფში ეძლიათ სქოთები.  ფარელის ნაცვლად ათზე ალექს გუდი დადგა და პირველ ლელოზე კარში აუწია მინი’აბრაგანი უელსელ ლიამ ვილიამსს

გლაზგო 5 წუთის შუალედით გაშვებულმა წყვილმა ლელომ გატეხა. გარდა მაგისა, ვერც თებერვლის შემდეგ პირველად მოთამაშე სთიუართ ჰოგი იყო ფორმაში – სამჯერ კიდეს ვერ უწია ჯარიმა, ანაც მიწას ვერ გაარტყა ბურთი

ასე და ამგვარად, სარასენსმა ბოლო 7 სეზონში მეექვსედ უწია ნახევარ’ ფინალს

 

"ჰაინეკენის" ჩემპიონთა თასი  2018-19

ჯგუფური რაუნდები  >>     1      2      3      4      5      6

<<  მეოთხედ’ფინალი

ედინბურგ (შტლ#4) 13:17 მანსთერ (ირლ#5 სტატ

ლ: დინ; გ 2ჯ: ფან’დერ’ვალტ –

2ლ: ერლს; 2გ: ქარბრი ბლაინდელ; ჯ: ბლაინდელ სბ თ.ბერნ

რეფ გაიუზერ (სფრ) 30/03 @
მარიფილდ (
36 358)   ვიდეო     რჩეული 

სბ(11მ) 0:7(20) 7:7(28) 10:7(36) შეს(40+2) /
10:10(47) 13:10(51) 13:17(72) დას(80+3)

სარასენს (ინგ#1) 56:27 გლაზგო (შტლ#8 სტატ

7ლ: ლმ.ვილიამს (1 4) სთრეთლ (2 5) ბარით ჯორჯ თომპქინს;
6გ 3ჯ: ლოზოვსკი –

3ლ: პრაის ჯ.ჰორნ მ.ფეიგერსონ; 3გ 2ჯ: ჰეისთინგს

რეფ ოუენს (უელ) 30/03 @
ბარნეთ, ალიანს პარქ (
10 997)   ვიდეო     რჩეული 

0:7(3) 7:7(6) 10:7(15) 15:7(26) 22:7(31) 22:10(33) 22:13(38) შეს(40+2) /
25:13(43) 32:13(50) 35:13(55) 42:13(58) 49:13(64) 49:20(68) 56:20(72) 56:27(80+3)

ლენსთერ (ირლ#3) 21:18 ალსთერ (ირლ#6 სტატ

2ლ: რ.ბერნ ა.ბერნ; გ 3ჯ: რ.ბერნ –

2ლ: თრედველ მარშალ; გ 2ჯ: ქუნი

რეფ პუატ (სფრ) 30/03 @
დაბლინ, ავივა (
51 700)   ვიდეო     რჩეული 

0:7(7) 5:7(11) 5:10(22) 8:10(31) 11:10(35) 11:13(39) შეს(40+3) /
18:13(55) 18:18(64) 21:18(72)

რასინგ (სფრ#2) 21:22 ტულუზ (სფრ#7 სტატ

2ლ: ტომაზ შა; გ 3ჯ: მაშნო სბ ტომაზ იმოფ –

3ლ: დიუპონ (1 2) მედარ; 2გ: ჰოუმს ონტამაკ; ჯ: რამოზ წბ ჰოუმს

რეფ პირს (ინგ) 31/03 @
პარიზ’ი, დეფანს (
26 092)   ვიდეო     რჩეული 

0:7(8) 3:7(14) 10:7(20) წბ(23ტ) სბ(29რ) 10:12(31) 10:19(37) /
13:19(49) 16:19(55) 16:22(68სბ) 21:22(74)

 

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

გურამ გოგიჩაშვილი (რას)

1 -46 0/3 1

0

0

9/1 0 1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება
+ გაჭრა, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა, 
დ მოიგო თავისი/მეტოქის დერეფანი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლიამ ვილიამს (სარ), 14 ლიუკა ტოზენ (ტლზ), 13 დარენ ქეივ (ალს), 12 ბრედლი ბარით (სარ), 11 ქის ერლს (მნს); 10 ალექს გუდ (სარ), 9 სებასტიან ბეზი (ტლზ) /

1 ქიან ჰილი (ლნს), 2 ჯემი ჯორჯ (სარ), 3 ჩარლი ფაუმუინა (ტლზ);
4 ვილ სქელთონ (სარ), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 მარო ითოჟე (სარ),
7 ჯორდი მერფი (ალს), 8 ჯექ ქონან (ლნს)

 

ნახევარფინალი    სთრიმები 

შაბ 20/04 @ 18.15 საქ

სარასენს (ინგ) მანსთერ (ირლ) @ ქოვენთრი, რიქო

კვი 21/04 @ 18.15 საქ

ლენსთერ (ირლ) ტულუზ (სფრ) @ დაბლინ, ავივა

ფინალი

შაბ 11/05  ნიუქასლ, სენთ’ჯეიმზის პარქ (ინგ) @ 20.00 საქ