ზელანდიურად ბურთაობით

   ზე 15-ის მერვე რაუნდში კივებმა დარბაზში კლასიანი დარბი გამართეს, რეკორდსმენმა იზი ფოლაუმ კი ისევ ააფორიაქა სოც’მედია

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

მენიუს 7 თამაშიდან ოთხი მასპინძელმა მოიგო და სამი სტუმარმა.  გაიცა სამ-სამი პრემია და ნუგეში, ხოლო უბონუსო მატჩში პირველი ტაიმი სულაც 0:0 დასრულდა 

მედიამ ამხილა ტელე’ბოსები, 2021 წლიდან, ახალ ზე 14-ში, ფინალის გამართვა ტენდერით შერჩეულ ვეება სტადიონზე სურთო.  შეფები თურმე კიდევ ითხოვენ, რომ გუნდის სახელში ქალაქიც ჩანდეს, დიდ მოთამაშეს კი ზე’რაგბის მონაწილე სხვა ქვეყნის კლუბში გადასვლის ნება დაერთოს და თან ნაკრებში დაძახების უფლებაც შეუნარჩუნდეს

ფრე იუკადრისეს

მორიგი ზელანდიური შინა’ომი დრამატულად დასრულდა – სამით ჩამორჩენილმა მასპინძელმა ფრე იუკადრისა და წითელ დროზე ჯარიმა რამდენჯერმე გადაიტანა კიდეზე, მაგრამ ვერაფერს გამორჩა

მანამდე მეტოქეებმა 4-4 ლელო გაიტანეს, ოღონდ ჰაილენდერზმა თუ იძალა, გამარჯვებული ჰარიქეინზი მიზანს ორჯერ ეწია ბურთაობით:  ჯერ ბოდენ ბარეთმა 60 მეტრიდან დაგეზა ბენ ლემი და ამან ალმისკენ ზიგზაგით გაუშვა არდი სავეა [ფოტოზე], მერე კი ბოდენის’ვე ოფლოუდიდან ნგანი ლაუმაპემ ფინტებით გალია 40 მეტრი * 31:28

აფრიკული დარბი მოულოდნელი შედეგით დასრულდა – აქამდელი ლიდერი ლაიონზი შინ * 0:25 ჩამორჩა შარქსს და 6 ლელოს გაშვებით * 5:42 მოისრა.  სტუმართაგან მაგრად ირაგბეს ზანგმა ბექებმა, თეთრმა ზურგმა ქერვინ ბოშმა კი სამი ლელო ხომ შეამზადა, მბოჭავიც 9-ჯერ გააბითურა და 11 წაღებაზე 104 მეტრით წაწია წინ ბურთი

60 ლელო 7 სეზონში

გრანდ’ყოფილთა რკენაშიც 4-4 ლელო დაიდო და ბლუზმა * 32:29 ძლია ვორათაზი.  მედიას დაუთვლია, ოქლენდმა ბოლო რვა (!) წელში პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი თამაშიო, ის კი უდაოა, რომ სიდნის გუნდის ნალიგარ-ნარულზარი ბექი, იზრაელ ფოლაუ ზე’რაგბის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე გახდა:

მეშვიდე სეზონში – აბრაგანის მოხსნით – გაიტანა მე-60 ლელო და გადაუსწრო ძველ ბლუზელ დაგ ჰაულითს, ვისაც 59 ცხრა სეზონში მოეგროვებინა

თავზე’ხელაღებული ნაბიჯი

"იზი" თამაშამდე, ოთხ’შაბათს, 30 წლის მოიყარა.  რაგბი შაბათს იყო, ამ ოთხ’შაბათს კი, 10 აპრილს, მართლ’მორწმუნე ქრისტიანი შეძრა ტასმანიის მთავრობის გადაწყვეტილებამ, ახალ’შობილის სქესის მითითება დაბადების მოწმობაში აუცილებელი აღარააო, და თვითერსა და ინსთაგრამზე ისევ მოუწოდა მეკურტუმეებს, ცოდვები მოინანიეთო

შარშან, აპრილში, იზი ასეთივე თავზე’ხელაღებული ნაბიჯის შემდეგ ბეწვზე გადაურჩა დისკვალიფიკაციას, ამჯერად კი მიუხედავად იმისა, რომ კრიზისში მყოფ "ვოლაბთა" ლამის ერთად’ერთი მსოფლიო კლასის მორაგბეა – კონტრაქტის უპირობო გაწყვეტა ემუქრება, რადგან ოზეთს პრო-ლგბტ ლობი განაგებს და კადნიერებას არავის პატიობს

თვით "ბოკეს" კაპიტანი

დავუბრუნდეთ რაგბს.  ავსტრალიის ჯგუფს ლიდერობს რებელზი, ვინაც კოხტად გააბურთავა 2021 წელს გასარიცხი სან’ვულვზი * 42:15

ჰეთ’თრიქი შეასრულა მელბურნელთა ზურგმა რის ჰოჯმა (101 მეტრი 14 სოლოზე), "იაპონელმა" სემისი მასირევამ კი, ბოლო ორ რაუნდში, ვორათაზსა და რებელზს ჯამში 5 ლელო გაუტანა

რედსი უქულო პირველ ტაიმში ორჯერ გადარჩა სთორმერზთან:  დამიან ვილემსემ გადაკიდებული ლელოს უკანა ხაზზე დაამიწა, სერჯილ პიტერსენს კი კიდეზე დაებიჯა.  მერე ქეიპ’თაუნელებს გაუსინბინეს თვით "ბოკეს" კაპიტანი სია კოლისი და ქვინზლენდმა მეტობა ორ ლელოდ აქცია – საბოლოოდ * 24:12

80 მეტრიდან წითელ ზოლამდე

ქრუსეიდერზმა მეჩეთის ტრაგედიის გადამკიდე დაითხოვა მხედრები და ტაიმიც * 0:7 წააგო ბრამბიზთან.  150-ე ზე’მატჩში მხრით ჯახისთვის გაასინბინეს კივი ბურჯი ოუენ ფრენქსი, მაგრამ მეორე ტაიმში მაგრად ათამაშდა საშოვარზე იაპონიაში მიმავალი შუა’მარბი რაიან ქროთი და მგეზავმა რიჩი მოჰუნგამაც მესამე ლელოზე 80 მეტრიდან წითელ ზოლს უწია! – საბოლოოდ * 36:14

რაუნდი უცნაურადვე დასრულდა აფრიკის ზეგანზე.  ბულზმა თუმც დაზოგა ქიქერი ჰანდრე პოლარდი, უმისოდაც 10 ქულით იგებდა დასკვნით 10 წუთამადე, მაგრამ აქ ხაგუარესმა ბრძოლაში ჩააბა ჯეელი 10 ნომერი დომინგო მიოტი და ამან ორი ლელო გაუტანა კაც’ნაკლულ მეტოქეს * 22:20

 

ზე რაგბი 2019

მერვე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [49’] 

<<  ჰაილენდერზ$ 28:31 ჰარიქეინზ  სტატ

4ლ: ფრიზელ ეშ.დიქსონ ჰემინგთონ ლენჩის; 4გ: ბენქს –

4ლ: პერენარა ა.სავეა (2 3) ლაუმაპე; 4გ ჯ: ბ.ბარეთ სბ მიჩელ

რეფ ჯექსონ (ზელ) 05/04   ვიდეო     რჩეული 

7:0(20) 7:7(23) 14:7(30) 14:14(40) /
14:17(44) 21:17(55) 28:17(59) 28:24(63) 28:31(67) სბ(80+3ჰრ)

<<  რედს 24:12 სთორმერზ  სტატ

3ლ: კერევი პაენგა-ამოსა მაკ’დერმოთ; 3გ ჯ: ჰეგართი –

2ლ: ფან’დეიკ დე’ალენდე; გ: ჟლ.დიუ’პლესი სბ კოლისი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 05/04   ვიდეო     რჩეული 

სბ(40ს) 0:0 / 7:0(43) 14:0(47) 14:7(52) 21:7(68) 21:12(75) 24:12(79)

<<  ლაიონზ 5:42 შარქს$  სტატ

ლ: მაჰუზა სბ ჰერბსტ –

6ლ: ჟ.ფერმიულენ მაპიმპი (2 4) ამ თ.დიუ’ტოი ფასი;
3გ: რ.დიუ’პრე, ბოშ 2; 2ჯ: დიუ’პრე ბოშ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 05/04   ვიდეო     რჩეული 

სბ(11ლ) 0:5(19) 0:10(22) 0:17(28) 0:20(31) 0:25(38) /
0:28(48) 0:35(73) 5:35(79) 5:42(80+3)

<<  ქრუსეიდერზ$ 36:14 ბრამბიზ  სტატ

5ლ: რის (1 5) ჯორდან (2 3) ტაუფუა; 4გ: მოჰუნგა 3, ქემერონ;
ჯ: ქემერონ სბ ფრენქს –

2ლ: ლეა’ლია’ფანო კურინდრანი; 2გ: ლეა’ლია’ფანო
სბ
ტ.პულუ ს.ქართერ

რეფ პეიპერ (აფრ) 06/04   ვიდეო     რჩეული 

სბ(28ქ) 0:7(34) /
7:7(45) 12:7(54სბ) 19:7(58) სბ(66ბ) 26:7(72) 33:7(74) 33:14(78) 36:14(80+)

<<  ბლუზ 32:29 ვორათაზ$  სტატ

4ლ: რობინსონ ქლარქ ფაიანე ნონუ; 3გ 2ჯ: ბლექ –

4ლ: ფოლაუ მილერ ნიუსამ გორდონ; 3გ ჯ: ფოლი

რეფ ანსელმი (არხ) 06/04   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 10:0(10) 17:0(18) 17:7(26) 17:14(40) /
22:14(47) 22:21(57) 29:21(61) 29:24(64) 32:24(67) 32:29(76)

<<  რებელზ$ 42:15 სან’ვულვზ  სტატ

6ლ: ჰოჯ (1 2 5) მიქს ქუპერ გენია; 6გ: ქუპერ სბ ტუპოუ მეგნეი –

2ლ: მასირევა; გ ჯ: პარქერ სბ ველა

რეფ ბერი (ავს) 06/04   ვიდეო     რჩეული 

7:0(7) 7:3(14) 14:3(17) 21:3(26) 21:8(31) 28:8(40+) /
28:15(44) 35:15(65) 42:15(69) სბ(75რ) სბ(77ს) სბ(80+რ)

* სნვ #2 ჯაბა ბრეგვაძე 52’ შეცვალეს: 
1 პასი, 2 სოლო = 4 მეტრი; 3/1 ბოჭვა

<<  ბულზ$ 20:22 ხაგუარეს  სტატ

ლ: სტეხლინ; 5ჯ: ლიბოკ სბ აგაბა ფან’ფურენ –

3ლ: მატერა მიოტი (2 3) 2გ: გონსალეს-იგლესიას მიოტი;
ჯ: გონსალეს-იგლესიას სბ ტეტას-ჩაპარო

რეფ პიქერილ (ზელ) 06/04   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 6:0(16) 9:0(24) 9:7(28) შეს(40+3) / 14:7(43) სბ(47ხ) 14:10(51) 17:10(53) 20:10(61) სბ(72ბ) 20:17(74) 20:22(76) სბ(77ბ) დას(80+2)

<<  ჩიფს  უქმობდა

#

[#]

8 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

29

6-1*1

+95

34/19

221:126

3

2

2

რბლ

მელბურნ .

23

5-2

+44

30/22

208:164

3

3

6

შრქ

დურბან .

21

4-3

+74

24/10

182:108

5

4

4

ჰრქ

ველინგთონ

23

5-2*1

+3

27/25

206:203

1

5

8

ბლუ

ოქლენდ .

19

4-3

+8

20/19

165:157

3

6

5

ბულ

პრეტორია .

18

4-3

+28

13/19

178:150

2

7

3

ლნზ

იოჰანესბერგ .

18

4-3

-24

26/24

179:203

2

8

7

ვრთ

სიდნი .

16

3-4

+8

22/21

169:161

4

9

13

რედ

ბრისბენ .

14

3-4

-8

23/24

167:175

2

10

14

ხგრ

ვუენოს აირეს .

14

3-4

-26

20/19

162:188

2

11

9

სთო

ქეიპთაუნ .

14

3-4

-36

11/19

122:158

2

12

10

ჰლნ

დანიდინ .

14

2-4*1

-10

20/23

161:171

4

13

11

ჩიფ

ჰემილთონ .

12

2-4*1

-45

24/30

196:241

2

14

12

ბრმ

კანბერა .

11

2-5

-41

25/29

167:208

3

15

15

სნვ

ტოკიო

10

2-6

-70

22/38

191:261

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერვინ ბოშ (შრქ), 14 მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), 13 ლუკანიო ამ (შრქ), 12 მაჰა ნონუ (ბლუ), 11 სევუ რის (ქრს); 10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 თეით მაკ’დერმოთ (რედ) /

1 ბისთ მთავარირა (შრქ), 2 ბენ ფანელ (ქრს), 3 სიონე მაფილეო (ბლუ); 4 ქვენთინ სთრეინჯ (ქრს), 5 ჰაირონ ენდრიუზ (შრქ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 ისი ნაისარანი (რბლ)

სულ:  7 ზელ; 5 აფრ; 2 ავს; 1 არხ * 0 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:  8 ჯექ მედოქს (რბლ);  7 რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს);  6 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  5 თომ ინგლიშ (რბლ), სემისი მასირევა (სნვ), მარნუს სკუმან (ლნზ), შენონ ფრიზელ (ჰლნ);  4 დანიელ დიუ’პრე (შრქ), ჯესი კრილ (ბულ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), როსკო სპეკმან (ბულ), იზრაელ ფოლაუ (ვრთ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), რის ჰოჯ (რბლ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  98 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
77 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 69 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 68 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 63 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 56 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), ელთონ იანკის (ლნზ); 55 ოტერე ბლექ (ბლუ); 54 ს’პ მარე (სთო)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეცხრე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 12/04

ქრს.ზელ

11.35

ჰლნ.ზელ

რბლ.ავს

13.45

სთო.აფრ

უქმობენ

ჰრქ.ზელ | ვრთ.ავს | სნვ.იაპ

შაბ 13/04

ჩიფ.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

ბრმ.ავს

13.45

ლნზ.აფრ

შრქ.აფრ

17.05

ხგრ.არხ

ბულ.აფრ

19.15

რედ.ავს