ინგლისი და ირლანდია

   ევროპაში ყველაფერი ძველებურადაა – მასპინძელმა უსიტყვოდ მოიგო "ჰაინეკენის ჩემპიონთა თასის" ორივე ნახევარ’ფინალი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

შაბათს რაგბობდნენ 2-გზის ფალავნები: სარასენსი (2016 2017) და მანსთერი (2006 2008), ხოლო კვირას 4-გზისები – ლენსთერი (2009 2011 2012 2018) და ტულუზი (1996 2003 2005 2010).  რომ იმარჯვეს უკეთეს’ნომრიანმა მასპინძლებმა, ფინალი ინგლისისა და ირლანდიის ჯილათა ჯახი გამოვიდა

სარასენსმა ბოლო ოთხ სეზონში მესამედ უწია გადამწყვეტ რკენას, მანსთერი კი ზედიზედ მესამედ გავარდა ნახევარ’ფინალში.  პირველ ტაიმში ანგარიში 3-ის ჯერადი იყო – გავიდა ოდენ 7 ჯარიმა, მეორის დასაწყისში კი ლონდონელთა 22-ფაზიანი შტურმი ამერიკელმა ბურჯმა ტიტი ლამოზიტელემ და მარბიელმა მაიქლ როუდსმა დააგვირგვინეს

პოსტი რად მოუწონეო

ქონორ მარიმ მეტოქის შერკინებიდან რომ მოიპარა ბურთი, მანსთერს იმედი მიეცა * 16:25 @ 63’, მაგრამ 8-ფაზიანი შეტევის ბოლოს ახლოდან იძალა ბილი ვუნიპოლამ * 32:16, ვისაც [ფოტოზე ბურთით] მთელი თამაში ქოქოლას აყრიდნენ ლიმრიქელი ფანები, ესაო და ავსტრალიელ იზი ფოლაუს რად მოუწონე ჰომო’ფობიური პოსტიო

სამი ლელო დაიდო დაბლინშიც, ოღონდაც სტუმარი ამაოდ დაშვრა. ლენსთერი გამართულად აბურთავა მოკეთებულმა ჯონი სექსთონმა, კივ გარე’მარბ ჯეიმზ ლოუს კი ორი გატანილიდან ერთი’ღა ჩაეთვალა

ირლანდიელებმა მეორე ლელო სინბინის დროს შეიტანეს მოლით, მესამეზე კი ოზმა სქოთ ფარდიმ ხეირზე, ახლოდან, მოკლე ფრთაზე დაასრულა "აიღე და მიეძალე" * 30:12

 

"ჰაინეკენის" ჩემპიონთა თასი  2018-19

აქამდელი რაუნდები  >>     1      2      3      4      5      6      მფ

<<  ნახევარ’ფინალი

სარასენს (ინგ#1) 32:16 მანსთერ (ირლ#5 სტატ

2ლ: როუდს ბ.ვუნიპოლა; 2გ 6ჯ: ფარელ სბ კოხ –

ლ: სვითნემ; გ: ჰანრან; 3ჯ: ბლაინდელ 2, მარი

რეფ გარსეზ (სფრ) 20/04 @
ქოვენთრი, რიქო (
16 235)   ვიდეო     რჩეული 

3:0(2) 3:3(10) 6:3(18) 9:3(27) 9:6(31) 9:9(37) 12:9(40+) /
19:9(44) 22:9(48) 25:9(54) 25:16(63) 32:16(74) სბ(77ს)

ლენსთერ (ირლ#3) 30:12 ტულუზ (სფრ#7 სტატ

3ლ: ლოუ მაკ’გრას ფარდი; 3გ: სექსთონ; 3ჯ: სექსთონ 2, რ.ბერნ
სბ
ჰენშოუ –

4ჯ: რამოზ 3, ონტამაკ სბ რ.გრეი

რეფ ბარნს (ინგ) 21/04 @
დაბლინ, ავივა (
42 916)
   ვიდეო     რჩეული 

0:3(6) 3:3(11) 10:3(15) სბ(25ტ) 17:3(28) 17:6(31სბ) შეს(40+7) /
17:9(45) 24:9(55) 24:12(60) 27:12(66) 30:12(78)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ალექს გუდ (სარ), 14 ჯეიმზ ლოუ (ლნს), 13 ქრის ფარელ (მნს),
12 რობი ჰენშოუ (ლნს), 11 ლიამ ვილიამს (სარ); 10 ჯონი სექსთონ (ლნს), 9 ლუქ მაკ’გრას (ლნს) /

1 ქიან ჰილი (ლნს), 2 ჯემი ჯორჯ (სარ), 3 თეიგ ფურლონგ (ლნს);
4 მარო ითოჟე (სარ), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 მაიქლ როუდს (სარ),
7 შონ ო’ბრაიენ (ლნს), 8 ბილი ვუნიპოლა (სარ)

 

ფინალი    სთრიმები 

სარასენს (ინგ) ლენსთერ (ირლ)

შაბ 11/05  ნიუქასლ, სენთ’ჯეიმზის პარქ (ინგ) @ 20.00 საქ