ყველა რეზერვი

   ზე 15-ის მეათე, სააღდგომო რაუნდში ექვსიდან ოთხი მატჩი სტუმარმა მოიგო, ხუთ ძლეულს კი ნუგეშიც ერგო

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

9-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი რომ უქმობდა, მავანთ საზოგადოებრივი აზრი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ კივთა 76% სახელოვანი ბრენდის შენარჩუნებას ემხრობა

დაითქვა ჰომო’ფობი იზი ფოლაუს საქმის გარჩევის ვადაც – იქეთა შაბათი, 4 მაისი და შედგა იურისტთა სამ’კაციანი პანელიც.  ფოლაუს არ’ყოფნაში ვორათაზმა ყველა რეზერვი დარაზმა და სულ რაღაც 10,714 ქომაგის თვალწინ, "ქრიქით გრაუნდ"ზე დარბი მოუგო რებელზს * 23:20

სტუმრები შესვენებაზე დაწინაურებულნი წავიდნენ * 20:7, მაგრამ მეორე ტაიმში მონაგარს ვეღარაფერი შეჰმატეს.  სამაგიეროდ, აიშვა ფოლაუს აქტიურად მგმობმა ბერნარდ ფოლიმ და გოლების გატანის გარდა, ლელოც მიითვალა –

ანარუ რანგიმ მწყობრს რომ გადააცილა დერეფანში მოწოდებული ბურთი, ქვეიდ ქუპერმა თავი არ შეიწუხა გუნდელის შეცდომის გამოსასწორებლად, მისმა ვიზავმა კი 55 მეტრი მარტომ ირბინა

ორივე ზღვის’კიდელი

კივური დარბი ტრადიციულად უკეთესი გამოვიდა.  სტუმარი ბლუზი უბერებელი მაჰა ნონუს რეიდითა და დროული პასით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ჰაილენდერზის შერკინებამ ათრია მეტოქე და 7’ქულიანი გამოიმუშავა, მერე კი მეთ ფედესმა ჩაჭრა ცხრის პასი და გაილაღა – 24:12 დანიდინელთა სასარგებლოდ

დანარჩენ ოთხ მატჩში სტუმარმა იმარჯვა და რაგინდ უცნაურიც უნდა იყოს, ოზებმა აფრიკაში ორივე ზღვის’კიდელი დაამარცხეს:  რედსმა * 21:14 აჯობა შარქსს, ხოლო ბრამბიზმა * 19:17 – მოუქნელ სთორმერზს

რედსში თავი გამოიჩინეს:  შუა’მარბმა სამუ კერევიმ, ვინაც გარღვევებითა და პასებით ორი ლელო შეამზადა, და სეზონის აღმოჩენამ, მღლეტელმა ლიამ რაითმა, რომელმაც გაწითლებულ დროზე ბოჭვაზე გადამწყვეტი ჯარიმა მოიპოვა

224 ბოჭვა!

ბრამბიზში საუკეთესო იყო ორ’მეტრა მეორე’ხაზელი რორი არნოლდი. მან ჯერ პით სამუს კოხტა ოფლოუდი მიართვა, მერე კი ჰერშელ იანკისს მოგერიებაზე დაუფარა და დაალელოვა

ოზებმა თამაში მედგარი დაცვით მოიგეს – 224’ჯერ შებოჭეს მეტოქე, გამარჯვების მომტან ლელოზე კი ქრისჩენ ლეალიაფანომ ჯერ შორს უპასა თომ ბენქსს, მერე კი გარდასახვაც გვერდიდან შეაგდო

ბრამბიზმა აფრიკიდან შინ გააგზავნა ლეგენდარული მღლეტელი დევიდ პოქოქი, ვისაც ვერა და ვერ მოურჩა იანვარში, ნაკრების სასტიკ წრთობაზე ნატკენი კანჭი, პირველი ტაიმი კი უცნაურად დასრულდა:

ზემოთ’ხსენებულმა ჰერშელმა რაქიდან რომ გაუტია და ზედ კართან ალაგმეს, რეფმა "წინ თამაში" აღნუსხა და გუნდები დაითხოვა, მაგრამ მერე ეთათბირა თანა’მსაჯებს, ვიდეოც მოიკითხა და კისერში წვდომისთვის სტუმრები 7’ქულიანითა და სინბინით დასაჯა

ვაითლის ლიგური

მოგება რომ ერთობ ჭირდებოდა, ნამუსზე ხელი აიღო ლაიონზმა და ორი ლიდერი – მალკომ მარქსი და ელთონ იანკისი თავიდან მარქაფაში ჩაწერა, მაგრამ მოთელვის შემდეგ ციმციმ გადასვა ძირითადში

იაპთა მწვრთნელმა სვეის დე’ბრეინმაც უეცრად ავად’მყოფობა მოიგონა და შინ გაფრინდა.  სამაგიეროდ, 8 ნომრად დაბრუნდა ვორენ ვაითლი და მეორე ლელოზე ბექივით დაუგორა ლიგური აფივე დიანტს * 20:0

ლაიონზის მეტოქე ჩიფსი საათის თავზეღა გახალისდა და სამი ლელო გაიტანა – ბოლო მათგანი დაშავებული დამიენ მაკ’ქენზის ძმის, მართის გადაკიდებას მოჰყვა, მაგრამ მერე იანკისმა ხეირზე შეაგდო არეკნი * 23:17

მარჯვედ წაი’ფეხბურთეს

2021 წელს ზე’რაგბიდან მოსაკვეთ იაპონიას ყველა ამრეზით უყურებს და ვარსკვლავებს მაინცა’და’მაინც სან’ვულვზთან ასვენებს.  ასე მოიქცა ჰარიქეინზიც და კინაღამ დაისაჯა – ტოკიოში * 10:23 წააგო პირველი ტაიმი, თუმც’კი ბოლოს მაინც გაიმარჯვა * 29:23

"აზიელთაგან" მაგრად ითამაშეს შუა’მარბმა რაჰბონი ვორენ-ვოსაიათომ და გარე’მარბმა სემისი მასირევამ.  გუნდი დააღალატა ბურმა ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერმა, ვისაც მოგერიებაზე დაუფარეს, კივთა წყვილი ლელო კი შუა’მარბმა ნგანი ლაუმაპემ შეამზადა –

ჯერ აკოჭლებულ ბენ ლემს დაუგორა ფეხით, მერე კი ვეზ ხუსენი გააქცუნა თავისი ნახევრიდან და ამანაც მარჯვედ წაი’ფეხბურთა

 

ზე რაგბი 2019

მეათე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჩიფს$ 17:23 ლაიონზ  სტატ

3ლ: ვაინუი ლაულალა მანუ; გ: მ.მაკ’ქენზი –

2ლ: სადი დიანტი; 2გ 2ჯ ა: იანკის

რეფ პიქერილ (ზელ) 19/04   ვიდეო     რჩეული 

0:3(10) 0:6(30) 0:13(37) 0:20(40+) /
5:20(61) 10:20(64) 17:20(78) 17:23(80ა)

<<  სან’ვულვზ$ 23:29 ჰარიქეინზ  სტატ

2ლ: მასირევა; 2გ 3ჯ: პარქერ –

4ლ: პერენარა ლემ ტიატია ხუსენ; 3გ ჯ: ფ.სმით

რეფ გარდნერ (ავს) 19/04   ვიდეო     რჩეული 

7:0(8) 10:0(13) 10:7(16) 13:7(22) 16:7(27) 23:7(30) 23:10(40+) /
23:15(49) 23:22(60) 23:29(69)

<<  შარქს$ 14:21 რედს  სტატ

2ლ: ფან’ფურენ დ.დიუ’პლესი; 2გ: რ.დიუ’პლესი ბოშ –

3ლ: ჰეგართი ფეაუაი-საუტია მაკ’დერმოთ; 3გ: ჰეგართი 2. სთიუართ

რეფ ანსელმი (არხ) 19/04   ვიდეო     რჩეული 

0:7(3) 0:14(20) 7:14(26) / 7:21(60) 14:21(80) დას(80+3)

<<  ჰაილენდერზ 24:12 ბლუზ  სტატ

შ + 2ლ: ფრიზელ ფედეს; 2გ ჯ: ჯ.იოანე –

2ლ: რობინსონ ნანაი-ვაი; გ: პლამერ

რეფ ვილიამს (ზელ) 20/04   ვიდეო     რჩეული 

0:5(23) 7:5(29) შეს(40+3) /
14:5(50
) 21:5(58) 24:5(65) 24:12(80) დას(80+3)

<<  ვორათაზ 23:20 რებელზ$  სტატ

2ლ: ეშლი-ქუპერ ფოლი; 2გ 3ჯ: ფოლი

2ლ: მიქს ჰოჯ; 2გ: ქუპერ; 2ჯ: ქუპერ ჰოჯ სბ ტალაკაი

რეფ მერფი (ავს) 20/04   ვიდეო     რჩეული 

0:3(13) 7:3(19) 7:10(25) 7:17(39) 7:20(40+2) /
10:20(49) 13:20(53) 20:20(59) 23:20(65) სბ(72რ) დას(80+1)

<<  სთორმერზ$ 17:19 ბრამბიზ  სტატ

შ + ლ: ვ.ლოუ; გ ჯ: სტანდერ –

3ლ: სამუ არნოლდ ბენქს; 2გ: ლეა’ლია’ფანო სბ პულუ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 20/04   ვიდეო     რჩეული 

0:5(6) 3:5(9) 3:12(12) 10:12(40++სბ) / 17:12(47) 17:19(59)

<<  ქრუსეიდერზ, ბულზ, ხაგუარეს  უქმობდნენ

#

[#]

10 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

34

7-1*1

+121

40/21

264:143

4

2

3

რბლ

მელბურნ .

24

5-4

+24

35/29

252:228

4

3

2

ბულ

პრეტორია :

23

5-3

+43

18/21

210:167

3

4

4

ჰრქ

ველინგთონ .

27

6-2*1

+9

31/27

235:226

1

5

9

ლნზ

იოჰანესბერგ .

22

5-4

-29

31/32

222:251

2

6

5

შრქ

დურბან .

22

4-5

+33

28/20

213:180

6

7

10

ვრთ

სიდნი :

20

4-4

+11

24/23

192:181

4

8

6

ბლუ

ოქლენდ .

20

4-5

-8

26/27

206:214

4

9

7

ხგრ

ვუენოს აირეს :

19

4-4

+8

27/21

213:205

3

10

8

სთო

ქეიპთაუნ .

19

4-5

-21

18/25

180:201

3

11

12

ბრმ

კანბერა .

19

4-5

-28

33/34

217:245

3

12

13

რედ

ბრისბენ .

18

4-5

-16

28/31

205:221

2

13

14

ჰლნ

დანიდინ .

18

3-5*1

-24

25/31

202:226

4

14

11

ჩიფ

ჰემილთონ .

17

3-5*1

-47

32/36

246:293

3

15

15

სნვ

ტოკიო .

11

2-7

-76

24/42

214:290

3

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ვრთ), 14 მეთ ფედეს (ჰლნ), 13 ადამ ეშლი-ქუპერ (ვრთ), 12 სამუ კერევი (რედ), 11 სემისი მასირევა (სნვ); 10 ბრაის ჰეგართი (რედ), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ჰარი ჰუპერთ (რედ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 კარლიუ სადი (ლნზ); 4 რორი არნოლდ (ბრმ), 5 თომ ფრანქლინ (ჰლნ); 6 შენონ ფრიზელ (ჰლნ), 7 კვოხა სმით (ლნზ), 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)

სულ:  6 ავს; 4 აფრ ზელ; 1 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:  8 რიკო იოანე (ბლუ), ჯექ მედოქს (რბლ), ვილ ჯორდან (ქრს);  7 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სემისი მასირევა (სნვ);  6 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), შენონ ფრიზელ (ჰლნ), რის ჰოჯ (რბლ); 

5 დანიელ დიუ’პრე (შრქ), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), მატიას ორლანდო (ხგრ), მარნუს სკუმან (ლნზ), ვეზ ხუსენ (ჰრქ); 

4 ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯესი კრილ (ბულ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), ბენ ლემ (ჰრქ), თეით მაკ’დერმოთ (რედ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), სევუ რის (ქრს), როსკო სპეკმან (ბულ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), იზრაელ ფოლაუ (ვრთ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  110 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
84 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 82 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 79 ელთონ იანკის (ლნზ); 70 რობ დიუ’პრე (შრქ); 66 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 64 ბრაის ჰეგართი (რედ); 62 ოტერე ბლექ (ბლუ);
56 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 55 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 54 ეს’პი მარე (სთო)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მე-11 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 

 

პარ 26/04

ქრს.ზელ

11.35

ლნზ.აფრ

სნვ.იაპ

14.00

ჰლნ.ზელ

უქმობენ

რბლ.ავს | ბლუ.ზელ | რედ.ავს

შაბ 27/04

ჰრქ.ზელ

11.35

ჩიფ.ზელ

ვრთ.ავს

13.45

შრქ.აფრ

სთო.აფრ

17.05

ბულ.აფრ

კვი 28/04

ხგრ.არხ

01.40

ბრმ.ავს