ზემტკიცე დაცვის წინაშე

   ლონდონის "სარასენს"მა ბოლო ოთხ წელში მესამედ მოიგო "ჰაინეკენის ჩემპიონთა თასი"

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ფინალი ინგლისისა და ირლანდიის დედა’ქალაქთა რკენა იყო.  შოუს პირველად უმასპინძლა ნიუქასლმა.  გაისად ჯერი მარსელს უწევს, 2021 წელს კი ევრო’რაგბის ზეიმი "თოთნემ ჰოთ’სპერზ"ის ახალ, 62-ათასიან არენაზე დაიგეგმა

შარშანდელი ჩემპიონი ლენსთერი წინ 10 ქულით გაიჭრა მას შემდეგ, რაც სარასენსს ორივე (!) დამწყები ბურჯი ერთ’ბაშად გამოაკლდა და მარბიელიც გაუსინბინეს.  14 კაცის ამარა დარჩენილმა გუნდმა ტაიმი მაინც გააფრევა, მეორე ნახევარში კი 10 უპასუხო ქულაც მოინაგრა

ვილიამსმა და ვუნიპოლამ

სამივე ლელო ახლოდან, ძალით დაიდო.  ლენსთერისაზე ჯექ ქონანმა შერკინებიდან შეუტია, ო’ბრაიენის ამაო მცდელობის შემდეგ კი ბურთი ხაზს იქეთ ბურჯმა, თეიგ ფურლონგმა გადადო * 10:0 @ 34’

ექსპერტთა მტკიცებით, გარდატეხა მაშინ მოხდა, ჯორჯ ქრუზმა მწარედ რომ დასცა ჯონი სექსთონი, ხოლო ოუენ ფარელმა ჯარიმა შეაგდო.  ამის კვალად სარასენსმა წითელ ზოლში 10 ფაზა აკინძა და დაცვის ჩათრევის შემდეგ, ფრთაზე მოიკითხა "კივი სქოთი" შონ მეითლენდი * 10:10 @ 40+

მეორე ტაიმის დასაწყისში ლონდონელთა სამსახურში მდგარმა უელსელმა კოლორიტმა, ლიამ ვილიამსმა ძაან იხერხა დაცვაში, მერე კი ბილი ვუნიპოლამაც ივაჟკაცა.  გამარჯვებულებს სულ 241 ბოჭვა მოუგროვდათ, რაც 50-ით მეტია მეტოქის მაჩვენებელზე

ბარითი და გუდი

სათადარიგო ბურჯებმა დამწყებებივით ივარგეს.  რიჩარდ ბარინგთონს ტელე’რეფმა ლელო ვერ დაუმტკიცა, მაგრამ ფარელმა სანაცვლო ჯარიმა შეაგდო * 13:10 @ 59’, ბოლო მეოთხედში კი 5-მეტრა შერკინებიდან ატაცებული კარში დაამიწა ბილიმ * 20:10 @ 68’, ვისაც მეტოქის ფანები ისევ უსტვენდნენ, ფოლაუს თანა’მოაზრე რადა ხარო

ლენსთერს ბურთი მეტად ეპყრა, მაგრამ წინსვლა უჭირდა * 366/189 437/160 = 1.92.7 მეტრი.  ბოჭვის შედეგიანობა ორივე გუნდს 88.0% გამოუვიდა.  მატჩის გმირად სცნეს ლონდონელთა შუა’მარბი და კაპიტანი, 33 წლის დურბანელი ბრედლი ბარითი – ბოჭვა 28/0, ზურგი ალექს გუდი კი "ევროპაში საუკეთესოდ" შერაცხეს

სარასენსმა ევრო’კამპანიის 9-ვე ბრძოლა მოიგო, რითაც გაიმეორა თავისივე (2016) და ლენსთერის (2018) რეკორდები.  დაბლინელთა ცხრას, ლუქ მაკ’გრასს 155-ჯერ ჰქონდა ბურთი და სექსთონს 46-ჯერ, მაგრამ მაქედან ხეირიანი ცოტა რამ თუ გამოდნა – შაბლონური, ირლანდიური შეტევა უძლური გამოდგა ზე’მტკიცე დაცვის წინაშე!

 

"ჰაინეკენის" ჩემპიონთა თასი  2018-19

აქამდელი რაუნდები  >>     1     2     3     4     5     6    მფ    ნფ

<<  ფინალი

სარასენს 20:10 ლენსთერ  სტატ

სარ #1 (ლონდონ ინგ)  გუდ ლმ.ვილიამს ლოზოვსკი ბარით^კაპ მეითლენდ <10-9> ფარელ სპენსერ (ვიგლს’ვორს 56) /
მ.ვუნიპოლა (ბარინგთონ 30) ჯორჯ ლამოზიტელე (კოხ 30) სქელთონ (იზიკვე 62) ქრუზ; ითოჟე სბ 30, რეი ბ.ვუნიპოლა (სხ.ბერგერ 75) –
2ლ: მეითლენდ ბ.ვუნიპოლა; 2გ 2ჯ: ფარელ

ლნს #3 (დაბლინ ირლ)  რ.ქარნი ლარმორ რინგროუზ ჰენშოუ ლოუ <10-9> სექსთონ^კაპ ლ.მაკ’გრას / ჰილი (ჯ.მაკ’გრას 62) ქრონინ (თრეისი 51) ფურლონგ (ბენთ 70) თოუნერ (დიგან 74) რაიან; ფარდი სბ 58, ო’ბრაიენ (რადოქ 62) ქონან – ლ: ფურლონგ; გ ჯ: სექსთონ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 11/05
ნიუქასლ (ინგ) სენთ’ჯეიმზის პარქ (51 930)   ვიდეო     რჩეული 

0:3(4) სბ(30ს) 0:10(34) 3:10(39) 10:10(40+4) /
13:10(59სბ) 20:10(68) დას(80+1)

 

"პლანეტ რაგბის" სეზონის რჩეული

15 ალექს გუდ (სარ), 14 ჩესლინ კოლბე (ტულუზ’სფრ), 13 სოფიანე გიტუნ (ტლზ), 12 ბრედ ბარით (სარ), 11 ჯექობ სთოქდეილ (ალსთერ ’ირლ); 10 ფინ რასელ (რასინგ’სფრ), 9 ანტუან დიუპონ (ტლზ) /

1 ქიან ჰილი (ლნს), 2 ჯემი ჯორჯ (სარ), 3 თეიგ ფურლონგ (ლნს);
4 თეიგ ბერნ (მანსთერ’ირლ), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 მარო ითოჟე (სარ), 7 ჰემიშ ვოთსონ (ედინბურგ’შტლ), 8 ვილიამე მატა (ედნ)

 

ყველა მფლობელი

ტულუზ

(სფრ)

1996

2003

2005

2010

ბრივ

(სფრ)

1997      

ბას

(ინგ)

1998      

ალსთერ

(ირლ)

1999      

ნორს’ჰემპთონ

(ინგ)

2000      

ლესთერ

(ინგ)

2001 2002    

ვოსპს

(ინგ)

2004 2007    

მანსთერ

(ირლ)

2006 2008    

ლენსთერ

(ირლ)

2009 2011 2012

2018

ტულონ

(სფრ)

2013 2014 2015  

სარასენს

(ინგ)

2016 2017 2019