ესენიღა გვაკლდნენო

   ზე 15-ის მე-15 რაუნდში აფრიკაში ხაგუარესი რომ დაწინაურდა, იაპთა ეგოისტური საწუხარი ბებერმა ოზებმა გააჟღერეს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ბევრჯერ გვითქვამს:  ზე’რაგბის ფორმულის მუდმივი და ხშირად უვარგისი ცვლა აფრიკის ბრალია – ესაო და ფასიანი არხების ხელ’მომწერთა რიცხვით ყველას აღვემატებიო, ქურციკეთი პარტნიორებს საკუთარ პირობებს ახვევს თავს და მუდმივადაც აშანტაჟებს, ევროპაში გაგექცევითო

ამათაც რაღა რჩებათ და იაპთა ყოველი ხუშტური უნდა მიიღონ, მაგრამ ხანდახან მაინც ყველაფერს ვერ გათვლიან მოწილეები და მერე მწარედ ნანობენ.  აგერ, არხენტინა მეოთხე სეზონს ატარებს და მარდად რაგბობა იმდენად შეუთვისებია, რომ უკვე ლიდერობს აფრიკის ჯგუფს, სხვა იაპური გუნდები კი ვერ ეწევიან მეოთხე ნომერს – ჰარიქეინზს

ჰოდა, თუ სტატუს’ქვო არ დაირღვა ... მსაჯთა მოშველიებით, ოთხიდან ორ მეოთხედ’ფინალს ზელანდია უმასპინძლებს, თითოს – არხენტინა და ავსტრალია, ხოლო "რესპუბლიკა" ხახა’მშრალი და ნაწყენი დარჩება

როგორ გაგვაცურესო

იაპებს ჯერჯერობით თავი ღირსეულად უჭირავთ, მათ ნაცვლად კი სახელოვანი ვოლაბები – ფილ ქერნს’ი და მარქ ელა გმინავენ:

ყველანი გაგვაცურა არხენტინამ – ლამის მთელი ეროვნული ნაკრები მოაგროვა ხაგუარესში და საუკეთესო გარემოში ასპარეზობით ისე დააოსტატა, რომ მსოფლიო თასისთვის ჩინებულ ფორმაში იქნება, ეგ კი მთლად სამართლიანი ვერ არისო

მერე კიდევ: ზე’რაგბი პროვინციული პირველობაა და არა სანაკრებო; მსოფლიოში ვერსად ნახავთ სხვა საბურთაო ლიგას, ამხელა სივრცეზე რომ იყოს გადაჭიმული; ამით ბიჭები გვეღლებიან.  ჰოდა, დროა ეგ უცხო არხენტინა ზე’რაგბიდან სულ მივაბრძანოთ თავის რეგიონში: დაე, ბრაზილია - ურუგვაი - ჩილესა და შტატებ - კანადას ერაგბოსო!

ჯერაც ტრაბახობდნენ

სწორედ ამაზე თქმულა, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო"

რაც შეჯიბრი დაფუძნდა, სულ ზრდასა და გაფართოებაზე ეჭირა თვალი:  სამოყვარული ხანაში იყო ზე 6 და 10, პროფესიულში კი – ზე 12, 14, 15 და 18

ზე’რაგბის პატრონი "სანზაარი" ჩრდილო ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთშიც აპირებდა შეჭრას, ჯერ კიდევ შარშანწინ (2017) კი იმით ტრაბახობდა, რომ 142 მატჩი ოთხ კონტინენტზე, 8 ქვეყანაში და 15 სასაათო სარტყელში უნდა გაემართა

რეპრესიები

მერე გაირკვა, რომ ამდენი გაფართოებით დონე დაცემულა და სარფიც შემცირებულა, ხოლო ჯგუფური სისტემა უსამართლო ყოფილა.  ამას მოჰყვა რეპრესიები:  შარშან (2018) დაითხოვეს ერთი ოზური და ორი იაპური გუნდი, 2021 წელს კი იაპონიაც თურმე თამაშ’გარეთ დარჩება, რადგან კაბალური ქირის გადახდას უკადრისობს, და აღდგება ზე 14

მავანთ, ეტყობა, ესეც ებევრებათ, ანაც მარაქაში პერთის (დასავლეთი ავსტრალია) "ფორსის" დაბრუნება სურთ

ჰოდა, უმალ შეუტიეს ხაგუარესს, რომელიც კულტურულად უცხოა; შორებელი და ხარჯიანია; და ისეც გაკადნიერებულა, რომ ოზებთან არ აგებს, გამზრდელ "კეთილ აფრიკას" კი მსუყე ლუკმასაც ართმევს

ქულაც არ დაანებეს

მე-15 რაუნდის 7 მატჩიდან მასპინძელმა 5 მოიგო;  გაიცა 2 პრემია და ერთად’ერთი ნუგეში – სამ მატჩში მოგებულმა ბოლოს ჯარიმა შეაგდო და წაგებულს ეგ 1 ქულაც აღარ დაანება.  შინ ისევ მოისრა უმიზნოდ დარჩენილი სან’ვულვზი, სტუმრად კი პრინციპული რკენა ხაგურესმა მოუგო უ’ფოლაუ’ო ვორათაზს და სიდნი’ელი ბობოლები ააფორიაქა

არხენტინელებს პირველ ტაიმში ბურთი დროის 69% ეპყრათ; მათვე 74% ცენტრს გადაღმა გაატარეს, მაგრამ ლელო ერთიღა დადეს:  ხერონომო დე’ლა’ფუენტემ ფეხით დაუგორა რამირო მოშანოს

მეორეში ემილიანო ვოფელიმ მოშანო ფრთაზე დაგეზა და ქერთლი ბილს კისერში (!) ბოჭვა გაუცუდდა * 17:3 @ 49’

ოზები ამის შემდეგღა გამწარდნენ და წყვილი ლელოთი ორამდე დაიყვანეს ჩამორჩენა, მაგრამ ხაგუარესმა დინჯად შემოაბრუნა თამაში და ტყუპი ჯარიმაც გაიტანა * 23:15

257 ბოჭვა

რომ მოიგეს ბრამბიზმა და რებელზმა, ვორათაზი 8 ქულით ჩამორჩება ჯგუფის ჯილას და ოთხით – ბოლო ვაილდ’ქარდს (მერვე ნომერს)

ბრამბიზმა შინ ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა – ტევიტა კურინდრანის ჰეთ’თრიქით * 22:10 ძლია ბულზი, ვინაც ჰანდრე პოლარდის კვალად, ბოკეს ბებერი 8 ნომერი, დვეინ ფერმიულენიც ვადამდე გააგზავნა შინ

რებელზისა და ვოლაბთა ცხრას – ვილ გენიას ტოკიოში, მეორე ტაიმის დასაწყისში, თავში უცაბედად მოხვდა მეტოქის ფეხი და დაარეტიანა, მაგრამ პაპუასი მაინც წამოდგა, მოედნიდან ექიმთა დაუხმარებლად გავიდა და ვორათაზთან მოთამაშეებშიც წერია, ხოლო სან’ვულვზის სრვა 31 გრადუსში * 52:7 დასრულდა (ლ 8/1)

ისევ წააგო ოზეთის მეოთხე გუნდმა – რედსმა:  ჩიფსთან სამი ლელოთი ჩამორჩენილი * 6:19 ტოტალურ აიღე’და’მიეძალე-ზე გადავიდა.  ერთი ლელო მაინც დაიდო 19-ფაზიანი შტურმით; დასკვნით 10 წუთში კი კივებმა, რომელთაც 257 ბოჭვა მოუგროვდათ მეტოქის 104-ის ფონზე, 23 და 15 ფაზას გაუძლეს, სირენის შემდეგ კი ზედახორაში გაუჭედეს ლელოში შეტანილი ოვალი უფანტაზიო ქვინზ’ლენდს * 19:13

მამხილებელი მასალა

სეირად ვერ ივარგა კივურმა დარბმა – დაიდო თითო ლელო და ქრუსეიდერზმა ზედიზედ მეათედ (!) ძლია მაჩანჩალა ბლუზი * 19:11

მასპინძელთა ლელოზე რიჩი მოჰუნგამ მომხვდური მწყობრის ზურგში აუწია რაიან ქროთს და ამან ბრინ ჰოლს გაატანა ოვალი * 13:0 @ 21’

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯორჯ ბრიჯს გააუქმდა ლელო, რადგან მანამდე სევუ რისს წინ დავარდნოდა ბურთი, მაქედან 10 წუთში კი მელანი ნანაი-ვაიმ მაღლა რომ შებოჭა მოჰუნგა და დამიწებისას გააგდებინა ოვალი, თემიდამ დამცველი გაამართლა, ხოლო "მსოფლიო რაგბმა" ციმ’ციმ გამოაქვეყნა ამის მამხილებელი თვალ’საჩინო მასალა

იანკისი ავად ყოფილა

აფრიკაში სთორმერზი ლაიონზს მოგებათა რიცხვით’ღა ჩამორჩება და ამ შაბათს უნდა ეწვიოს, მაგრამ აკლია ბოკეს ზანგი კაპიტანი სია კოლისი, ვისაც ჰაილენდერზის გადაგორებით დალელოვება მუხლის დაშავებად დაუჯდა * 34:22

სპაიდერ’მენივით შემოსილმა ლაიონზმა გასვლა წააგო შარქსთან * 17:27  იოჰანეს’ბერგელებს ისევ აკლდებათ 8 ნომერი ვორენ ვაითლი, ვისაც თირკმლის კენჭი აწუხებს, 10 ნომრად კი არ ითამაშებს ელთონ იანკისი, რაღაი "ავადაა" – თანაც შარქსს წყვილი ლელო აჩუქა ჩაჭრებით: ქერვინ ბოშმა 65 მეტრი ირბინა, მაკაზოლე მაპიმპიმ კი – 90

 

ზე რაგბი 2019

მე-15 რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჩიფს 19:13 რედს$  სტატ

3ლ: სოვაკულა მოლი ნანაი-სეტურო; 2გ: მ.მაკ’ქენზი

ლ: ტუპოუ; გ 2ჯ: ჰეგართი

რეფ გარდნერ (ავს) 24/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(10) 7:3(13) 12:3(23) 12:6(34) 19:6(40+) /
19:13(57) დას(80+2)

<<  ბრამბიზ$ 22:10 ბულზ  სტატ

4ლ: კურინდრანი (1 2 4) სიმონე; გ: ლეა’ლია’ფანო სბ ქიუზაქ –

ლ: ლიბენბერხ; გ ჯ: ლიბოკ

რეფ პეიპერ (აფრ) 24/05   ვიდეო     რჩეული 

0:3(2) 5:3(5) სბ(15ბრ) 5:10(20) 12:10(39) შეს(40+2) /
17:10(45) 22:10(57)

<<  სან’ვულვზ 7:52 რებელზ$  სტატ

ლ: ემერი; გ: პარქერ –

8ლ: ქოთრელ კოროი’მბეტე (2 3) მედოქს (4 7) დ.ჰეილეთ-პეთი რურუ უელესე; 6გ: ქუპერ სბ ფილიპ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 25/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(14) 0:14(17) სბ(22რ) 0:19(28) /
0:26(54) 0:31(58) 7:31(64) 7:38(74) 7:45(79) 7:52(80+2)

* სნვ #16 ჯაბა ბრეგვაძე 60’ შევიდა: 
2 სოლო = 4 მეტრი; 2/4 ბოჭვა; -1 ჯარიმა

<<  ქრუსეიდერზ 19:11 ბლუზ  სტატ

ლ: ჰოლ; გ 4ჯ: მოჰუნგა –

ლ: რ.იოანე; 2ჯ: პლამერ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 25/05   ვიდეო     რჩეული 

3:0(9) 6:0(15) 13:0(21) 13:3(23) /
13:6(57) 16:6(59) 16:11(71) 19:11(78)

<<  ვორათაზ 15:23 ხაგუარეს  სტატ

შ + ლ: რონა; ჯ: ფოლი –

2ლ: მოშანო; 2გ: მიოტი; 3ჯ: მიოტი, დიას-ვონიშა 2 სბ მატერა

რეფ ვილიამს (ზელ) 25/05 @ პარამატა   ვიდეო     რჩეული 

0:7(27) 3:7(36) 3:10(39) /
3:17(49) 10:17(55
+სბ) 15:17(65) 15:20(72) 15:23(80+2)

<<  სთორმერზ 34:22 ჰაილენდერზ  სტატ

4ლ: ჰ.იანკის კოლისი ვიზე ჟლ.დიუ’პლესი;
4გ:
სტანდერ 3, დიუ’პლესი; 2ჯ: სტანდერ დიუ’პლესი –

3ლ: თომქინსონ ნაჰოლო ტოკოლაჰი; 2გ: ბენქს ჰოლინშედ; ჯ: ბენქს სბ ფედეს

რეფ ბერი (ავს) 25/05   ვიდეო     რჩეული 

0:3(18) 7:3(20) 10:3(25) სბ(28ჰ) 17:3(34) /
17:10(53) 24:10(56) 27:10(62) 27:15(67) 34:15(71) 34:22(80+3)

<<  შარქს 27:17 ლაიონზ  სტატ

3ლ: ბოშ დ.დიუ’პრე მაპიმპი; 3გ 2ჯ: ბოშ –

2ლ: მაპუ ბრინკ; 2გ ჯ: ე.იანკის

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 25/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(18) 14:0(25) 14:7(33) /
14:14(50) 17:14(54) 24:14(61) 24:17(74) 27:17(77)

<<  ჰარიქეინზ  უქმობდა

#

[#]

15 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

53

10-1*3

+187

59/25

404:217

7

2

5

ხგრ

ვუენოს აირეს :

36

08-5

+29

42/33

341:312

4

3

3

ბრმ

კანბერა :

34

07-6

+17

48/40

313:296

6

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

40

09-3*1

+49

48/39

353:304

2

5

9

რბლ

მელბურნ :

33

07-6

+50

53/40

370:320

5

6

7

შრქ

დურბან :

33

06-6*1

+45

35/31

307:262

7

7

2

ბულ

პრეტორია :

32

07-6

+20

29/41

316:296

4

8

6

ლნზ

იოჰანესბერგ :

30

07-6

-55

43/49

316:371

2

9

12

სთო

ქეიპთაუნ :

30

06-6*1

-13

27/36

282:295

4

10

8

ჰლნ

დანიდინ .

29

05-7*2

+12

49/48

368:356

5

11

14

ჩიფ

ჰემილთონ .

27

05-7*2

-78

48/54

352:430

3

12

10

ვრთ

სიდნი :

26

05-8

-5

39/40

311:316

6

13

11

ბლუ

ოქლენდ :

26

05-8

-16

35/36

273:289

6

14

13

რედ

ბრისბენ :

24

05-8

-30

41/44

306:336

4

15

15

სნვ

ტოკიო :

12

02-11

-212

27/67

247:459

4

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ემილიანო ვოფელი (ხგრ), 14 რამირო მოშანო (ხგრ), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 დამიან დე’ალენდე (სთო), 11 მარიკა კოროი’ მბეტე (რბლ); 10 ქერვინ ბოშ (შრქ), 9 ჰერშელ იანკის (სთო) /

1 ატუ’ნაისა მოლი (ჩიფ), 2 ლიამ ქოლთმენ (ჰლნ), 3 ალან ალა’ალა’ ტოა (ბრმ); 4 კობუს ვიზე (სთო), 5 რორი არნოლდ (ბრმ); 6 ლუკან სალაკაია-ლოტო (რედ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 პიტა სოვაკულა (ჩიფ)

სულ:  5 ავს; 4 აფრ ზელ; 2 არხ * 0 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:

10  ჯექ მედოქს (რბლ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ)

  9  რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სევუ რის (ქრს)

  8  ვილ ჯორდან (ქრს)

  7  დანიელ დიუ’პრე (შრქ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), სემისი მასირევა (სნვ), რამირო მოშანო (ხგრ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), რის ჰოჯ (რბლ)

  6  ბრეიდონ ენორ (ქრს), მარიკა კოროი’მბეტე (რბლ), მატიას ორლანდო (ხგრ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)

  5  თომ ბენქს (ბრმ), პატელე’სიო თომქინსონ (ჰლნ), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), ბენ ლემ (ჰრქ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), მარნუს სკუმან (ლნზ), კვოხა სმით (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ), ქორნალ სქოსან (ლნზ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), ბრაის ჰეგართი (რედ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  161 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
118 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 115 ბრაის ჰეგართი (რედ); 110 ელთონ იანკის (ლნზ); 106 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 104 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
100 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 96 ჯოშ იოანე (ჰლნ); 88 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 80 ქერვინ ბოშ (შრქ); 73 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 70 რობ დიუ’პრე (შრქ), ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 67 ოტერე ბლექ (ბლუ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მე-16 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 

 

პარ 31/05

ბლუ.ზელ

11.35

ბულ.აფრ

რბლ.ავს

13.45

ვრთ.ავს

.

.

.

უქმობს

ჰლნ.ზელ

შაბ 01/06

სნვ.იაპ

09.15

ბრმ.ავს

ჩიფ.ზელ

11.35

ქრს.ზელ

რედ.ავს

13.45

ხგრ.არხ

შრქ.აფრ

17.05

ჰრქ.ზელ

ლნზ.აფრ

19.15

სთო.აფრ