წლეულსაც მასპინძლებმა

   ზე 15-ის უკლებლივ ყველა მეოთხედ’ფინალი, შარშანდლისა არ იყოს, წელსაც მასპინძელმა მოიგო

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

შოუ რიგიანი გამოვიდა – დაიდო 24 ლელო, ორგან კი ბრძოლა სულ ბოლომდე გაგრძელდა.  გავარდა ორი კივური და ორივე იაპური გუნდი, არხენტინამ კი მეოთხე სეზონში პირველად შეაღწია უკეთეს ოთხეულში

ხაგუარესს ჩიფსთან მეშვიდე რაუნდში შინვე, ბოლო წუთზე 27:30 წაეგო, ამჯერად კი დასკვნით მეოთხედში აღარაფერი გაუშვია * 21:16

კივებმა ხელდახელ მეტი იბურთავეს:  პასი 190-136, ოფლოუდი 13-4, ნავარდი 449-285 მეტრი; ლათინებმა კი ტაქტიკურად მეტი ურტყეს *
30-19.  ჩიფსის ბურჯმა (!) საწყისი დარტყმის წამოღებისას დაკარგა ოვალი, რასაც მასპინძლებმა "აიღე და მიეძალე" მოაყოლეს და პავლო მატერა 47’’ წამზე ეწია მიზანს * 5:0

გეთლენდი ჩიფსში

13’ წუთზე შონ სთივენსონმა კიდეზე გადასულმა’ღა დაამიწა ბურთი, მერე კი კივმა (!) და თანაც ჯეელობაში ჩიფსში (!!) ნათამაშევმა რეფმა ხაგუარესს ხეირი აღარ დაუბრუნა და ბრედ ვებერმა 25 მეტრიდან გასერა დაცვა * 7:8 @ 28

აქედან მოყოლებული, სტუმრებმა სამი ჯარიმაც გაიტანეს * 16:8 @ 48’, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გარდატახეს თამაში:  ერთ ფრთაზე დააბეს დაცვა და გრძელი პასებით მეორეზე გამოიყენეს მეტობა [ფოტოზე] * 15:16, მერე კი ორი გოლიც შეაგდეს და მესამე გადაცილებულ წუთზე მეტოქის 22-ში დაასრულეს ჩახურვა

გავარდნილმა ჩიფსმა უმალ განახორციელა საკადრო ცვლილება:

60 წლის ქოლინ ქუპერი ხუთშაბათს, ვადამდე ერთი წლით ადრე გადადგა მწვრთნელობიდან, პარასკევს კი მშობლიურ გუნდში ოთხი სეზონით დაინიშნა 55 წლის ვორენ გეთლენდი, ვინაც უელსი ხომ ააყვავა და 12 ივნისს მესამედაც (!) დასახელდა "ლომების" მოძღვრად, რათა "სრულიად ბრიტანეთს" 2021 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩაუძღვეს

ახლაღა დაღვინებულებმა

ხაგუარესის შემდეგი მეტოქეა ბრამბიზი, ვინაც ზე’რაგბის 24-ე სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ შვიდი (!) – შარქსი იოლად * 38:13 ძლია

კანბერაში ტემპერატურა მინუს (!) ორამდე დაეცა, რამაც თავიდანვე მოუთავა ხელი ნამგზავრსა და სითბოს ჩვეულ აფრიკელებს.  აიშვეს წლეულს დაღვინებულმა ოზებმა:  ორ’მეტრა რორი არნოლდმა ორი სალელოე პასი გაახერხა;  ზურგმა თომ ბენქსმა 12 სოლოზე 124 მეტრი ირბინა, შემკვრელმა პით სამუმ კი დუბლი შეასრულა, მაგრამ დაშავდა

არნოლდის შექცეულით სამუ მიზანს 54’’ წამზევე ეწია 40 მეტრიდან.  ხაზში ბენქსის ჩართვა ჰენრი სპეითმა დააგვირგვინა.  შარქსს იმედი მიეცა საათის თავზე * 13:24, მაგრამ ჯერ ნორჩი ცხრა, ჯო პაუელი გასხლტა რაქთან 25 მეტრიდან, სირენის მიდამოში კი ბენქსის რეიდი მეთ ლუქასმა დაასრულა

მოლით ათრიეს

მეორე წყვილში ზელანდიელი ბუმბერაზები შეიბმებიან – ბოლო ორი წლის ფალავანი ქრუსეიდერზი 2016 წლის ჩემპიონს, ჰარიქეინზს უხვდება შინ, სადაც ზე’რაგბში გამართული 22-ვე ფინალი (ანუ პლეი’ოფის თამაში) მოუგია

სამხრეთი კუნძულის დარბში ქრუსეიდერზს ტაიმს’ღა გაუძალიანდა ჰაილენდერზი * 38:14, ჰარიქეინზმა კი კადნიერი ბულზი გაჭირვებით მოიგერია * 35:28

ქრუსეიდერზს წყვილი ლელოთი და 6 გოლით (5გ ჯ) 23 ქულა შესძინა მგეზავმა რიჩი მოჰუნგამ.  მასპინძლებს ბოლო რაუნდში ეუქმათ და პირველ მეოთხედში ფორმაში ვერ იყვნენ, მაგრამ მერე ხუთი ლელო კი დადეს და მოლით * 6-0 ათრიეს მეტოქე

ჰაილენდერზი მოკლე ფრთაზე სხარტად ჩათამაშებულით გავიდა წინ * 7:3 @ 18’.  მალე ქრუსეიდერზმა მოლით ჩაიგრიალა და მოჰუნგამ კარში შეგზავნა დევიდ ჰავილი, ჯორჯ ბრიჯის ოფლოუდიდან კი ფეტუ დაგლასმა ახეირა ათი * 17:7 @ 29

ბლოკს გამოუჩხრეკსო

ჰაილენდერზმა მეორე ლელო 5-მეტრა შერკინებიდან, შუა’მარბის პირდაპირ სვლით დადო, მესამე მეოთხედში კი კაც’ნაკლული დარჩა, რაღაი ლიამ სქვაიერი მეტოქის 22-თან მხრით დაეჯახა დაგლასს

ვიდრე ცდომილი სინბინში იჯდა, ქრუსეიდერზმა ორჯერ იძალა მოლით * 31:14, ოღონდაც პირველ ჯერზე დამცველმაც წაუტუტუცა – იმის იმედად, მსაჯი ბლოკს გამოუჩხრეკსო, მეტოქეს განგებ გამოეცალა

კვანძი კი ისევ მოჰუნგამ გახსნა – შეცურებულს მისდია და მართი ბენქსს შიგ ლელოში, დაჭერის’თანავე წაღლიტა ოვალი

ასე, მარცხიანად დაასრულა ზე’რაგბული კარიერა საშოვარზე მიმავალმა, ერთბაშად ექვსმა (!) ჰაილენდერმა – დიადმა ბენ სმითმა, ვაისაკე ნაჰოლომ, ლუქ ვაით’ლოქმა, სქვაიერმა, თომ ფრენქლინმა და ჯექსონ ჰემოპომ

ყველგან რეიასი

ბულზმა ბრძოლაში წააგო და თურმე რეკორდიც დაამყარა – აქამდე აფრიკულ გუნდს ზელანდიაში ხომ ვერაფრით მოეგო ფინალი, სხვაობა კი მინიმუმ 10 ქულა ყოფილიყო ყოველ ჯერზე

პირველი ლელო აქაც წაგებულმა დადო – 40 მეტრზე მოგებული დერეფნიდან ჯესი კრილმა გასერა დაცვა და ვორიქ ხელანტი ვეღარ შეაჩერა თვით ბოდენ ბარეთმაც

მერე ჰარიქეინზმა ათ წუთში გაიტანა სამი * 24:7:  ფრთაზე გაჭრილმა ვეზ ხუსენმა შიგნით დაუბრუნა ადევნებულ თი’ჯეი პერენარას;  ბენ ლემმა მოკლე ფრთაზე ახლოდან იძალა;  ბოდენმა კი კიდიდან უცებ შემოაგდო ბურთი და მარქაფა, სალესი რეიასი 40 მეტრიდან გაჭენდა

აქედან მოყოლებული, რეიასი ყველაფერში მონაწილეობდა;  ჯერ იგი მწარედ მოაღორა ქორნალ ჰენდრიქსმა;  მერე მანვე შეიტანა ლელო; მერე კიდევ, ხელის წინ ჩაკვრით ჩაშალა სალელოე პასი და 7’ქულიანს პლუს სინბინით დაისაჯა, ჰენდრიქსმა კი მის მოშიშვებულ ფრთაზე კიდევ გაილაღა ჰანდრე პოლარდის გადაკიდებულიდან

და მაინც, კივებმა თავი დააღწიეს დამატებით დროს: ჯორდი ბარეთმა შეაგდო ორი ჯარიმა, 12 ფაზის შემდეგ კი ჰენდრიქსს დაუვარდა ბურთი

 

ზე რაგბი 2019

მეოთხედ’ფინალი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ქრუსეიდერზ 38:14 ჰაილენდერზ  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  5ლ: ჰავილი მოჰუნგა (2 5) დაგლას ალა’ალატოა; 5გ ჯ: მოჰუნგა –  

დანიდინ ზელ [8]  2ლ: თომქინსონ ვოლდენ; 2გ: ჯშ.იოანე 
სბ სქვაიერ

რეფ პეიპერ (აფრ) 21/06   ვიდეო     რჩეული 

3:0(3) 3:7(18) 10:7(23) 17:7(29) 17:14(37) /
სბ(45ჰ) 24:14(49) 31:14(57) 38:14(70)

<<  ხაგუარეს 21:16 ჩიფს  სტატ

ვუენოს’აირეს არხ [2]  2ლ: მატერა მორონი; გ 3ჯ: დიას-ვონიშა –

ჰემილთონ ზელ [7]  ლ: ბოშიარ; გ: დებროსინი; 3ჯ: დებროსინი 2, მ.მაკ’ქენზი

რეფ ჯექსონ (ზელ) 21/06   ვიდეო     რჩეული 

5:0(1) 8:0(22) 8:7(28) 8:10(36) /
8:13(44) 8:16(48) 15:16(53) 18:16(55) 21:16(60) დას(80+3)

<<  ჰარიქეინზ 35:28 ბულზ  სტატ

ველინგთონ ზელ [4]  4ლ: პერენარა ლემ რეიასი (3 4) 3გ: ბ.ბარეთ; 3ჯ: ბ.ბარეთ, ჯ.ბარეთ (2 3) სბ რეიასი –

პრეტორია აფრ [5]  შ + 3ლ: ხელანტ ჰენდრიქს (2 3) 3გ: პოლარდ

რეფ ბერი (ავს) 22/06   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 3:7(14) 10:7(19) 17:7(24) 24:7(29) 24:14(35) /
29:14(
44) 29:21(52+სბ) 32:21(56) 32:28(60) 35:28(65) დას(80+2)

<<  ბრამბიზ 38:13 შარქს  სტატ

კანბერა ავს [3]  5ლ: სამუ (1 3) სპეით პაუელ ლუქას;
5გ ჯ: ლეა’ლია’ფანო –

დურბან აფრ [6]  ლ: ესტერ’ჰეიზენ; გ 2ჯ: ბოშ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 22/06   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 7:3(9) 14:3(12) 14:6(16) 17:6(21) 24:6(26) /
24:13(
58) 31:13(74) 38:13(80+)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), 14 ქორნალ ჰენდრიქს (ბულ),
13 მატიას ორლანდო (ხგრ), 12 ანდრე ესტერ’ჰეიზენ (შრქ), 11 მატიას მორონი (ხგრ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /

1 ჯო მუდი (ქრს), 2 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), 3 მაიქლ ალა’ალატოა (ქრს); 4 რორი არნოლდ (ბრმ), 5 არ’ხე სნეიმან (ბულ); 6 პავლო მატერა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 პით სამუ (ბრმ)

სულ:  5 ზელ; 4 ავს; 3 არხ აფრ

სტატ’ლიდერები

ლელო:  13  სევუ რის (ქრს)

11  ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სემისი მასირევა (სნვ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ)

10  ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ)

  9  რიკო იოანე (ბლუ)

  8  ბენ ლემ (ჰრქ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)

  7  დანიელ დიუ’პრე (შრქ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), რამირო მოშანო (ხგრ), კვოხა სმით (ლნზ), დევიდ ჰავილი (ქრს), ბრაის ჰეგართი (რედ), რის ჰოჯ (რბლ)

  6  თომ ბენქს (ბრმ), აფივე დიანტი (ლნზ), სიო თომქინსონ (ჰლნ), მარიკა კოროი’მბეტე (რბლ), პავლო მატერა (ხგრ), ხულიან მონტოშა (ხგრ), რიჩი მოჰუნგა (ქრს), მატიას ორლანდო (ხგრ), ქერთის რონა (ვრთ), ქორნალ სქოსან (ლნზ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)

  5  ჯორდი ბარეთ (ჰრქ), ლოჰლინ ბოშიარ (ჩიფ), ვილ გენია (რბლ), ბრედ ვებერ (ჩიფ), ჰერშელ იანკის (სთო), თომ ინგლიშ (რბლ), სევასტიან კანსელიერე (ხგრ), სამუ კერევი (რედ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), ბილი მიქს (რბლ), მატიას მორონი (ხგრ), მელანი ნანაი-ვაი (ბლუ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ალექს ნიუსამ (ვრთ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), თი’ჯეი პერენარა (ჰრქ), პით სამუ (ბრმ), მარნუს სკუმან (ლნზ), ჰენრი სპეით (ბრმ), როსკო სპეკმან (ბულ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), ქორნალ ჰენდრიქს (ბულ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  194 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
156 ბრაის ჰეგართი (რედ); 148 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 124 ელთონ იანკის (ლნზ); 116 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 114 ჯოშ იოანე (ჰლნ); 112 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), ჰეიდენ პარქერ (სნვ); 111 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 102 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 97 ქერვინ ბოშ (შრქ); 84 ოტერე ბლექ (ბლუ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* ნახევარ’ფინალი (საქართველოს დროით რაზმები    სთრიმები 

 

შაბ 29/06

ხგრ.არხ

03.05

ბრმ.ავს

ქრს.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

ფრეზე: ჯერ 2 x 10’, მერე 10’ ოქროს ქულამდე, ბოლოს შუთ’აუთი