ნაადრევი ფინალი

   ზე 15-ის კივური ნახევარ’ფინალის ბოლოს ოზმა რეფმა რომ ვერ შენიშნა პროფესიული ფოლი, ქრუსეიდერზი ტიტულს შინ დაიცავს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ქრუსეიდერზმა წრიული სტადია უსიტყვოდ მოიგო, მაგრამ "კონფერენციული სისტემა" რომ უკუღმართია, ნახევარ’ფინალში გადაეყარა თვისტომ ჰარიქეინზს, ვისაც მთელ ამქარში მეოთხე კი არა, დე’ფაქტო მეორე შედეგი ჰქონდა

ვიხილეთ საარაკო თამაში, მეტადრე მეორე ტაიმში – ჭეშმარიტი ნაადრევი ფინალი.  ერთი ხანობა 13-ით ჩამორჩენილი ჰარიქეინზი სამჯერ (!) წამოეწია მეტოქეს 1 ქულამდე და ბოლოშიც * 26:30-ზე მწვავედ უტევდა

სტუმრებს აქ ლელო რომ დაედოთ, ქრუსეიდერზს საპასუხოდ უბრალოდ დრო აღარ დარჩებოდა და ფინალი არხენტინაში ჩატარდებოდა, რაც ისედაც ყველა’ნაირ კრიზისში მყოფი "სანზაარ" ალიანსისთვის მორალური კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა

ჰოდა, თავისთავად ჩაირთო თვით’გადარჩენის მექანიზმი:

ქრუსეიდერზის 22-ში ჰარიქეინზის ცხრას, თი’ჯეი პერენარას შტურმის მორიგი ფაზის წამოსაწყებად რაქიდან რომ გამოჰქონდა ბურთი, მეტოქის კაპიტანმა სემ ვაითლოქმა ხელი ჩაუკრა, ხოლო თემიდა დაბრმავდა და დამცევლს უბოძა მხსნელი შერკინება

"ქუჩური" გაუვიდაო

მთელი რაგბეთისთვის უცხადესი ფოლი ვერ შენიშნეს ვერც რეფმა ნიქ ბერიმ, ვერც თანა’მსაჯებმა იაკო პეიპერმა და პოლ ვილიამსმა, და რაც მთავარია, ვერც ტელე’რეფმა ბენ სქინმა

აფრიკული "სუპერ სპორტ"ის ექსპერტმა, "ბოკეს" ძველმა გურუმ ნიქ მალითმა კიდეც აქო დამრღვევი, "ქუჩურად" მოიქცა და გაუვიდაო, და მაყურებელიც არა’სწორად დააკვალიანა:  რაქში ხელის ჩაკვრა ბინძურად თამაში არაა და ტელე’რეფს ჩარევის უფლება არა ჰქონდაო

მაგაზე თქმულა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო

"რაგბის წესების" 35’ გვერდზე, სწორედ რომ "ბინძურად თამაში"ს თავში, 9.7.ა+გ მუხლებში წერია, რომ "მოთამაშემ განგებ არ უნდა არღვიოს თამაშის ნებისმიერი წესი | ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მსაჯს აფიქრებინებს, რომ მეტოქემ წესი დაარღვია"

აღარას ვამბობთ ზოგად პრინციპზე, რომ "მოთამაშემ ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც სპორტულ ადათს ეწინააღმდეგება" [9.26 @ გვ.38]

ერთი სიტყვით, ვაითლოქ - მალეთ - ბერის გაგებით, როცა დიად საქმეს ჭირდება, ქუჩურად მოქცევაც არ უნდა ითაკილო, რაღაი მთავარია შედეგი, რომელიც მერე ვეღარა’ნაირად ვერ შეიცვლება, და ყველაფერი "ადამიანისთვის დამახასიათებელი შეცდომით" გამართლდება

ალბათ გულმა უგრძნოთ

ინციდენტმა ამ ერთხელაც გვიჩვენა, რომ 15-კაცა რაგბი ჩამორჩენილი სპორტია.  კარგა ხანია, თამაშის გასაძღოლად ორი რეფია საჭირო – ზუსტად ისე, როგორც 13-კაცას ელიტარულ ნრლ-ში:  ერთმა უნდა უყუროს რაქს, ხოლო მეორემ – დაცვის თამაშ’გარეს

მერე კიდევ, შემოსაღებია ის "ქესტუმ"ი, რომელიც სხვა სპორტებში უკვე დაინერგა:  გუნდს მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა მიეცეს განჩინების გასაჩივრების უფლება და თუ მსაჯის შეცდომა დამტკიცდა, იგი უმალ უნდა გასწორდეს

ამაზე თვით "სანზაარ"ი მსჯელობდა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, მაგრამ დროზე დაამუხრუჭა – ალბათ გულმა უგრძნო, რომ მომავალშიც გამოადგებოდა ეს მეთოდოლოგიური ნაკლი

გადავხედოთ სტატისტიკასაც:  მოგებულმა სამი ლელო დადო, წაგებულმა – ოთხი!  მოგებულს 18 თერნოვერი შეემთხვა, წაგებულს – 11.  მთლად კატასტროფულია გაცუდებულ ბოჭვათა ფარდობა და ბოჭვის შედეგიანობის მაჩვენებელიც:  42-17 და 76-87%

ასე რომ, ქრუსეიდერზის გამარჯვება უკეთესი "დისციპლინით" თუღა აიხსნება:  დაჯარიმება 4-8, მაგრამ ამას საფუძველს უმაგრებს  ავტორიტეტი: გუნდი 23 სეზონში 9-ჯერ ყოფილა ჩემპიონი; წლეულს ფინალში აგერ უკვე მე-14-ედ გავიდა, პლეი’ოფში კი საშინაო ბალანსი 23-0 აქვს

ბედად მკერდზე მოხვდა

ქრუსეიდერზის პირველ ლელოზე ბრინ ჰოლის "ბოქსი" მოხსნა ჯორჯ ბრიჯმა, რაიან ქროთიმ კი შუა ხაზიდან, იქეთა ფრთაზე, ალმისკენ გადაუკიდა სევუ რისს * 10:0 @ 15’

მალე ჯორდი ბარეთმა 50 მეტრიდან ძელს გაარტყა ჯარიმა, ტაიმის ბოლოს კი მისივე გარღვევა ლელოთი დასრულდა – 7 ფაზის შემდეგ ნგანი ლაუმაპემ ხუთ კაცთან ჭიდილში მოახერხა ბურთის დამიწება * 13:7

მეორე ნახევრის დასაწყისში ხაზი გაჭრა მეთ პროქთორმა და თი’ჯეიმ მოკლე ფრთაზე ახეირა ბენ ლემი, მაგრამ ბოდენ ბარეთს გარდასახვა გაუცუდდა * 13:12

გაჩაღდა ბურთაობა და რიჩი მოჰუნგას გადაკიდებულს ასცდა ჯეიმზ მარშალი, ხოლო რისმა ოვალი მგეზავს დაუბრუნა * 20:12 @ 45’

მერე შეცდნენ ჯექ გუდ’ჰიუ და დევიდ ჰავილი, ლაუმაპე კი დაეუფლა გაგორებულ ბურთს, რომელიც ბედად მკერდზე მოხვდა და არა –  მკლავზე ან მტევანზე * 20:19 @ 51’

მესამე ხაზით შეტევის შემდეგ მოჰუნგამ და ბრეიდონ ენორმა ფრთაზე დაგეზეს რისი, ვინაც ფინტით გააბითურა თვით ბოდენი და "ოლ ბლექს"შიც მოხვდა * 27:19 @ 60’

ქრუსეიდერზმა ვერ აიღო ცენტრიდან დარტყმული, დეინ ქოულზი გაქანდა და პერენარამ ახლოდან დაფინტა * 27:26 @ 63’

მერე უფრო ჰარიქეინზი უტევდა, მაგრამ მოჰუნგამ ჯარიმით სხვაობა გაზარდა * 30:26 @ 73’, ზემოთ განხილული ინციდენტი კი 78’ წუთზე მოხდა და შერკინებაში მოგებული ბურთი კიდეზე დაირტყა

31 ათასი მოსეირე

ქრუსეიდერზს დაემტვრნენ ქროთი და სქოთ ბარეთი, რის გამოც ვერც ფინალში ითამაშებენ და "ოთხი ერის" დიდ ნაწილსაც გამოტოვებენ

კივების მეტოქეა არხენტინის "ხაგუარეს"ი, ვინაც 2016 წელს ამქარში სამადლოდ’ღა მიიღეს, მაგრამ – ბობოლათა გაგებით – იქამდეც გაკადნიერდა, რომ აფრიკის (!) კონფერენცია მოიგო და იაპები შინაური მეოთხედ’ფინალის გარეშე დატოვა

რომ ემარჯვნა ჰარიქეინზს, ფინალი ვუენოს-აირესში დაინიშნებოდა, სადაც ხაგუარესის მიერ ბრამბიზის * 39:7 დარბევას 31 ათასი მოსეირე დაესწრო, ბედნიერი "ი ეს პი ენ"ი კი იმაში ჩაიჭრა, რომ დაწინაურებულს პლეი’ოფის (!) მატჩში ეკრანზე პრემიაც დაურიცხა

მასპინძლებმა საწყისი მეოთხედი * 20:0 მოიგეს; ბრამბიზმა თავიდანვე წააგო 4 დერეფანი; ლელოთა ფარდობა 5/1 გამოვიდა; უმწეო ოზებს სულ 31 ბოჭვა გაუცუდდათ, მაშინ როცა ლათინებს იგივე 6-ჯერ შეემთხვათ

ხაგუარესს მეორე ტაიმში უადგილო გადაკიდებით წყვილი ლელო აჩუქა მგეზავმა ქრისჩენ ლეა’ლია’ფანომ, ვინაც მაინც ამჯობინეს "რებელ" ქვეიდ ქუპერს და "ვოლაბიზ"ში გამოიძახეს, ფინალს კი გამოცდილი აფრიკელი, პეიპერი განსჯის

 

ზე რაგბი 2019

ნახევარ’ფინალი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ხაგუარეს 39:7 ბრამბიზ  სტატ

ვუენოს’აირეს არხ [2]  ვოფელი კანსელიერე ორლანდო დე’ლა’ ფუენტე^კაპ (მოშანო 73) მორონი <10-9> დიას-ვონიშა (მიოტი 69) კუველი (ესკურა 67) / ვივას (ტეტას-ჩაპარო 46) კრევი (მონტოშა 55) მედრანო (პიერეტო-ეილან 55) პეტი-პაგადისავალ (გორისენ 69) ლავანინი; მატერა ლესანა (კრემერ 46) ორტეგა-დესიო – 5ლ: კუველი ლავანინი ორლანდო (3 4) ვოფელი; 4გ 2ჯ: დიას-ვონიშა

კანბერა ავს [3]  ბენქს სპეით კურინდრანი სიმონე პულუ (რაით 42) <10-9> ლეა’ლია’ფანო^კაპ პაუელ (ლუქას 69) / სიო (სლიპერ 48) ფაინგა (მაკ’ინერნი 64) ა.ალა’ალატოა (მეიქინ 69) არნოლდ (დაგლას 66) ქართერ (სვეინ 57) ვალეტინი (ბრაუნ 52) ქიუზექ მაკ’ქაფრი –
ლ: ფაინგა; გ: ლეა’ლია’ფანო

რეფ ფრეიზერ (ზელ) 28/06   ვიდეო     რჩეული 

7:0(5) 10:0(8) 13:0(14) 20:0(20) 20:7(40+) / 27:7(50) 34:7(64) 39:7(78)

<<  ქრუსეიდერზ 30:26 ჰარიქეინზ  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  ჰავილი რის გუდ’ჰიუ ქროთი (ენორ 48) ბრიჯ <10-9> მოჰუნგა ჰოლ (დრამონდ 58) / მუდი (ბოუერ 43) თეილორ (მაკალიო 52) ფრენქს (მ.ალა’ალატოა 58) სქ.ბარეთ (რომანო 41) ვაით’ლოქ^კაპ; დაგლას (ტაუფუა 58) თოდ რიდ – 3ლ: რის (1 3) მოჰუნგა; 3გ 3ჯ: მოჰუნგა

ველინგთონ ზელ [4]  ჯ.ბარეთ ლოუ (მარშალ 41) პროქთორ (უმანგა-ჯენსენ 63) ლაუმაპე ლემ <10-9> ბ.ბარეთ პერენარა / სმით (ნუმია 73) ქოულზ^კაპ ტუმანგა-ალენ (მეი 60) ბლექველ (ლეაუპეპე 51) ვოქერ-ლეავერე; პრინსეპ სავეა ევანს (ფიფიტა 60) – 4ლ: ლაუმაპე (1 3) ლემ პერენარა; 3გ: ბ.ბარეთ

რეფ ბერი (ავს) 29/06   ვიდეო     რჩეული 

3:0(3) 10:0(15) 13:0(34) 13:7(40+) /
13:12(41) 20:12(45) 20:19(51) 27:19(60) 27:26(63) 30:26(73)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ემილიანო ვოფელი (ხგრ), 14 სევუ რის (ქრს), 13 მატიას ორლანდო (ხგრ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ბენ ლემ (ჰრქ); 10 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ), 9 ტომას კუველი (ხგრ) /

1 თობი სმით (ჰრქ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 ალან ალა’ალატოა (ბრმ); 4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (ხგრ), 5 ტომას ლავანინი (ხგრ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 ქიარან რიდ (ქრს)

სულ:  7 არხ ზელ; 1 ავს

სტატ’ლიდერები

ლელო:  15 სევუ რის (ქრს);  13 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ);  12 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  11 სემისი მასირევა (სნვ);  10 ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);  9 რიკო იოანე (ბლუ), ბენ ლემ (ჰრქ);  8 მატიას ორლანდო (ხგრ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს);  7 დანიელ დიუ’პრე (შრქ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), რამირო მოშანო (ხგრ), რიჩი მოჰუნგა (ქრს), კვოხა სმით (ლნზ), დევიდ ჰავილი (ქრს), ბრაის ჰეგართი (რედ), რის ჰოჯ (რბლ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  194 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
168 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 156 ბრაის ჰეგართი (რედ); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 124 ელთონ იანკის (ლნზ); 118 ბოდენ ბარეთ (ჰრქ);
116 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ), ქვეიდ ქუპერ (რბლ); 114 ჯოშ იოანე (ჰლნ); 113 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 112 ჰეიდენ პარქერ (სნვ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* ფინალი (საქართველოს დროით რაზმები    სთრიმები 

 

შაბ 06/07

ქრს.ზელ

11.35

ხგრ.არხ

ფრეზე: ჯერ 2 x 10’, მერე 10’ ოქროს ქულამდე, ბოლოს შუთ’აუთი