ტახტი მოირყა

   ავსტრალიამ პერთში სენსაციურად რომ გააბურთავა ზელანდია, აფრიკამ 10 წლის შემდეგ დაიბრუნა სამხრეთის ფალავნობა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო თასი, მით უფრო ირყევა კივთა ტახტი.  წინა ორი გათამაშების (2011 2015) ჯილები 2009 წლის ნოემბრიდან მოთავეობენ სანაკრებო რეიტინგს, მაგრამ წლეულს შინ რომ ვერ მოერივნენ აფრიკას და ავსტრალიაში სარეკორდოდ დამარცხდნენ – კინაღამ დაკარგეს პირველობა: 

ბედი მათი, რომ ინგლისის დუბლმა კვირას, მოსათელ ტესტში ძლია უელსის პირველი გუნდი და ზელანდიის გადასწრება აღარ დაანება!

წყვილი ანტი’რეკორდი

1931 წელს დაწესებული "ბლედისლოუს თასი" პირველად ეწვია პერთს და ახალ სტადიონზე სპორტზე დასწრების დასავლეთ’ოზური რეკორდიც დამყარდა – 61 241 მოსეირე!

"ოლ ბლექს"ს აქამდე მაქსიმუმ 46 ქულა გაეშვა – აფრიკაში, 2000 წელს და უსასტიკესი მარცხიც * 7:28 – 1999 წლის მსოფლიო თასის წინ, ავსტრალიაში ეწვნია, ამჯერად კი პირველი ანტი’რეკორდი გაუარესდა, ხოლო მეორე – გამეორდა * 26:47

და მაინც, 24 სეზონის შემდეგ ზელანდიის კოლექციაში 16 ტიტულია; აფრიკა და ავსტრალია 4-4’ჯერღა ყოფილან ჩემპიონები, ამქრის უმცროსი წევრი არხენტინა კი 8 წელია, ლამის მუდმივი მაჩანჩალაა

არავისგან ესწავლებათ

რაგბული პარადოქსია და აშლილი ავსტრალია უეცრად დალაგდა.  გუნდს ერთობ მოუხდნენ ევროპა’მოვლილნი:  "ცხრა" ნიქ ვაითი, "ათი" ქრისჩენ ლეალიაფანო და "ცამეტი" ჯეიმზ ო’ქონორი

ძაან უმატა მეორე’ხაზელმა რორი არნოლდმა და მთლიანად შერკინებამაც, ბურთაობა კი ვოლაბებს, ბარემ ბოლო 40 წელია, არავისგან ესწავლებათ იმის’და მიუხედავად, რომ ძირფესვიანად შეიცვალა ოზური რაგბის რასობრივი სტრუქტურა:  პერთის 23’კაცა რაზმში 61 პროცენტი, ანუ 14 მოთამაშე, არა’თეთრი იყო!

ზელანდია ისე მობერდა, რომ ავსტრალიის მედიამ "ოულდ ბლექს"იც კი შეარქვა – 9 ოსტატი მინიმუმ 30 წლისაა.  მათგან უხნესი სონი-ბილ ვილიამსი 34’ისაა.  ოფლოუდის მაესტრომ წინა ვიქ’ენდი ქვეყნის პირველობაზე გაატარა ფორმაში ჩასადგომად, ამ შაბათის (17/08) "ბლედისლოუ 2"ის სიაში კი 12 ნომერზე წერია

23 კაცში ვეღარ მოხვდნენ ბურჯი ოუენ ფრენქსი და გარე’მარბები – ბენ სმითი და რიკო იოანე.  ვოლაბებმა დამწყებ 15-ეულში მხოლოდ დაშავებული არნოლდი ჩაანაცვლეს მარქაფით

ტრადიციის იმედად?

31 წლის დევიდ პოქოქს მარტის შემდეგ ვერ უთამაშნია და უფროსობამ ვერც ამჯერად გარისკა მისი გამოყვანა.  მსაჯობს აფრიკელი ჲაკო პეიპერი.  რაკი ბლედისლოუ წლეულს ორ ტესტში თამაშდება, ოზებს ფრეც ხელს აძლევთ.  არადა, სამეზობლო ჯილდო ბოლო 16 სეზონია –  2003 წლიდან, სულ ზელანდიას უპყრია

კივები გამწარებულნი ხომ არიან და ტრადიციის იმედიც აქვთ:  ერთი, რომ ოქლენდის "იდენ პარქ"ზე 1994 წლიდან აღარ წაუგიათ ზედიზედ 42 მატჩი (40 მოგება * 2 ფრე);  მეორე:  ვოლაბებს მაგ სტადიონზე 1986 წლის აქეთ ვერაფრით მოუგიათ, და ტასმანის ზღვის გადაღმაც, 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის დამარცხებულან

მესამე:  წინა მსოფლიო თასის, 2015 წელს ავსტრალიამ სიდნი’ში * 27:19 კი იმარჯვა და "ოთხ ერზეც" იჩემპიონა, მაგრამ შემდეგსავე შაბათს ოქლენდში * 13:41 მოისრა და მერე, თვიქნემზე, მსოფლიოს ფინალშიც "ოლ ბლექსმა" უფრო გაილაღა * 34:17

და მეოთხეც, ახლა სამხრეთში ჩვენებურად თებერვალია და ოქლენდში ცივად წვიმს

მოუხეშავი ბარეთი

პერთში 10 ლელო დაიდო.  პირველ ტაიმში მასპინძლებს ბურთი დროის 81% ეპყრათ; ისინი დროისვე 87% მეტოქის ნახევარზე იყვნენ

ფრანგმა ჟერომ გარსეზმა სულ რაღაც 35-ჯერ გააჩერა თამაში, დანიშნა რა 9 შერკინება, 14 დერეფანი და 12 ჯარიმა.  ამით ბურთაობა ჩინებული გამოვიდა:  კივებმა 114 სოლოზე 502 მეტრით წაწიეს წინ ბურთი, ოზებმა კი 184 წაღებაზე 707 მეტრი (!) ინავარდეს

მსაჯმავე ისევ არად ჩააგდო კივთა შეუვალი ავტორიტეტი და პირველი ტაიმის ბოლოს იდაყვის თავში ჩარტყმისთვის წითლით გააგდო სქოთ ბარეთი, ვინაც შეიქნა დასაბამიდან ოდენ მეოთხე (!) გაძევებული კივი

მოუხეშავი ბარეთი ტრიბუნალმა დაინდო და სამი კვირითღა განკვეთა, ანუ ძმათაგან უზორბესი მსოფლიოზე ითამაშებს, თუ გუნდში მოხვდა

ზედ უკანა ხაზთან

ლელოები ასე დაიდო:  ენთონ ლენართ-ბრაუნმა კინაღამ რომ ჩაჭრა პასი, ნაკრებში 6 წლის შემდეგ დაბრუნებულმა ჯეიმზ ო’ქონორმა რის ჰოჯი დაგეზა 50 მეტრიდან * 10:0 @ 11’

ფრთაზე გაქანებულმა ჯექ გუდჰიუმ ფეხით შეიცურა ბურთი;  ლელოში ოვალს ასცდნენ ჯერ ქიარან რიდი და მაიქლ ჰუპერი, მერე კი – არონ სმითი და ვაითიც.  ჰოდა, ბურთი ზედ უკანა ხაზთან დაამიწა წაქცეულმა ლენართ-ბრაუნმა * 10:7 @ 14’

დეინ ქოულზმა გააბითურა ალან ალა’ალატოა და არონ სმითმა მცირე "წინ პასით" გააქცუნა იოანე * 10:12 @ 17’

მერე შემტევი ოზები სალელოე ვითარებაში ორჯერ ვერ შეელივნენ ბურთს, მაგრამ ჯარიმით კი გავიდნენ წინ * 13:12 @ 28’, კაპიტან მაიქლ ჰუპერის დამტვრევა კი, გაძევებულ ბარეთამდე, არდი სავეამაც სცადა

კერევი ძალუმად გაქანდა

მეორე ტაიმის დასაწყისში, 16 ფაზის შედეგად შეტანილი ვერ დაამიწა სქოთ სიომ, შემდეგი 10 ფაზის ბოლოს კი არნოლდს თუმც აუთამაშდა ბურთი, იგი მაინც მიაწოდა ლუქან სალაკაია-ლოტოს * 21:12 @ 46’

უმალ მარიკა კოროი’მბეტემ შეუტია რაქიდან;  სამუ კერევი კიდეზე ძალუმად გაქანდა და ისე, რომ ხაზზე არ დაუბიჯებია, ზედიზედ დაიფრინა არონი, ბოდენ ბარეთი, ნგანი ლაუმაპე, და ადევნებული ვაითი ლელოში შეხტა * 26:12 @ 49’

ზელანდიის 23-ფაზიანი შტურმი დააგვირგვინა ზურგად მოთამაშე ბოდენმა და შეიქნა პირველი, ვინაც ზედიზედ ხუთ მატჩში დაალელოვა ავსტრალია * 26:19 @ 56’

ეული აბორიგენი

ეს იყო და ეს.  დასკვნით მეოთხედში კივები ბოლო წლების უჯიგრო ოზებივით წახდნენ:  "აიღე და მიეძალე" კარში დაასრულა გარე’მარბმა (!) კოროი’მბეტემ * 33:19 @ 63’

ო’ქონორის გრძელი პასიდან ჰოჯმა ფრთაზე გააბითურა იოანე * 40:19 @ 71’

ქიქ’ოფზე ბებერმა რიდმა ახტომაში აჯობა ო’ქონორს და ლაუმაპემ 40 მეტრიდან გაიჯეჯილა * 40:26 @ 72’, ბოლო შეტევაში კი ქერთლი ბილმა (111 მეტრი 11 სოლოზე) რომ გაილაღა, თუმც შებოჭეს – ორიოდე ფაზის შემდეგ "ეული აბორიგენი" მაინც გაუსხტა არეულ დაცვას * 47:26

აფრიკა პუმებს მოერია

კივთა წაგების წყალობით აფრიკას ოზთა საჯობნად კინკილა ბონუსის აღებაც ყოფნიდა არხენტინის პერიფერიაში – ჩრდილოეთის მთიან ქალაქ სალტაში

ბოკე მალევე ჩამორჩა:  ნიკო სანჩესმა ჯერ ხაზი გაჭრა, შემდეგ კი მაკაზოლე მაპიმპის კუთხეში დაურტყა სანტიაგო კორდეროს * 7:0 @ 3’

მაშინ აფრიკა მორევაზე გადავიდა – მარტო პირველ ტაიმში 4 ჯარიმა მიაღებინა პუმათა დედალ შერკინებას

ამის შედეგად ჰანდრე პოლარდმა ახლოდან გატანილი 2 ლელოთი და
8 გოლით (
3გ 5ჯ) 31 ქულა მოკრიფა

ჰანდრეს მეორე ლელოზე ბლომად იარა ფრანკო მოსტერტმა, ბოლო მეოთხედში კი არა’თეთრმა ფრთებმა გვიჩვენეს კლასი * 46:13

ჰოდა, თეთრი რასი ერაზმუსი 1998 წელს თუ მოთამაშედ გახდა "სამი ერის" ჩემპიონი, 21 წლის შემდეგ უკვე მწვრთნელად ეწია მიზანს

ენსქომი მძიმედ დაშავდა

ქაოსური კალენდრისა და ნაკლული სისტემის მქონე "წყნარი ოკეანის თასი" იაპონიამ მოიგო სამი პრემიიანი გამარჯვებით

ევროპაში გაჩაღდა სპარინგები.  ირლანდიამ * 29:10 რომ ძლია იტალია, დაემტვრა მგეზავ ჯონი სექსთონის დუბლიორი ჯოი ქარბრი და შეიძლება მსოფლიომდე ვეღარც მოკეთდეს

სა’იაპონიოდ ძირითადი 10 ნომრის გარეშე დარჩა უელსიც – ზელანდიელმა გარეს ენსქომმა თვიქნემში მუხლი მძიმედ დაიშავა

ბებიის სამშობლოში

უელსს მოგებათა წყება 14 ტესტზე დაუსრულა ინგლისმა * 33:19, ვისმა ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმაც ახლავე დაასახელა იაპონიაში წასაყვანი 31 კაცი და ამათში 8 მოთამაშე ჩემპიონთა ჩემპიონ "სარასენს"იდანაა

ბენ თეო და მაიქ ბრაუნი სიაში იმად ვერ მოხვდნენ, რომ შეკრებაზე ერთმანეთს ეჩხუბნენ, ექსპერტებს კი ის უკვირთ, რომ რაზმში ორად’ორი ცხრაა, ანუ კაპიტნის ვარჯიშზე რომელიმე რომ დაშავდეს, გუნდი შემცვლელის ადგილზე ჩაყვანასა და სატურნირო განაცხადში დამატებას ვეღარ მოასწრებს ... პროცედურულად

"ვარდების" ძირითადი ცხრა, რა თქმა უნდა, ბენ იანგსია, სათადარიგო კი ... 32 წლის კივი ვილი ჰაინსი, ვინაც ქრუსეიდერზშიც მარქაფა იყო 2010-15 წლებში და მერე ბედის საძიებლად წავიდა ... ბებიის სამშობლოში

 

ფალავნობა [ოთხი ერი] 2019

ბოლო, მესამე შაბათი

ავსტრალია 47:26 ზელანდია  სტატ

ავს: ბილ ჰოჯ ო’ქონორ კერევი (ბენქს 71) კოროი’მბეტე <10-9> ლეა’ლია’ფანო (ტომუა 64) ვაით (გენია 69) / სიო (სლიპერ 64) ლატუ (ფაინგა 64) ალა’ალატოა (ტუპოუ 56) როდა (ლ.ჯოუნზ 76) არნოლდ (ქოულმენ 56) სალაკაია-ლოტო ჰუპერ^კაპ ნაისარანი – 6ლ: ჰოჯ
(1 5) სალაკაია-ლოტო ვაით კოროი’მბეტე ბილ;
4გ: ლეა’ლია’ფანო 2, ტომუა 2; 3ჯ: ლეა’ლია’ფანო

ზელ: ბ.ბარეთ ბ.სმით (ბრიჯ 64) გუდჰიუ (ლაუმაპე 19) ლენართ-ბრაუნ რ.იოანე <10-9> მოჰუნგა ა.სმით (პერენარა 62) / მუდი (მოლი 50) ქოულზ (თეილორ 56) ფრენქს (ტაჰავაო-მატაუ 50) სქ.ბარეთ წბ 40, ს.ვაითლოქ (თოდ 71) ა.სავეა ქეინ (ტუი’პოლოტუ 50) რიდ^კაპ 4ლ: ლენართ-ბრაუნ იოანე ბარეთ ლაუმაპე; 3გ: მოჰუნგა

რეფ გარსეზ (სფრ) 10/08 @
პერთ, ოპტუს (
61 241)   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 10:0(11) 10:7(14) 10:12(17) 13:12(28) 16:12(40წბ) /
21:12(46) 26:12(49) 26:19(56) 33:19(63) 40:19(71) 40:26(72) 47:26(80)

არხენტინა 13:46 აფრიკა$  სტატ

არხ: ვოფელი კორდერო (ტუკულეტ 63) მორონი დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს (ურდაპიშეტა 55) კუველი (ვერტრანუ 61) / ტეტას-ჩაპარო (ვივას 50) კრევი (მონტოშა 50) ფიგაშო (მედრანო 50) ალემანო (პეტი-პაგადისავალ 61) კრემერ; მატერა^კაპ ორტეგა-დესიო ისა (ლესანა 50) – ლ: კორდერო; გ 2ჯ: სანჩეს

აფრ: ლე’რუ კოლბე ამ (კრილ 60) დე’ალენდე (ფ.სტეინ 66) მაპიმპი <10-9> პოლარდ, დე’კლერკ სბ 48 (ჰ.იანკის 72) / მთავარირა (კიცჰოფ 47-77) მბონამბი (მარქს 47) ნიაკანე (მალჰერბე 50) ეცებეთ მოსტერტ;  კვ.სმით (ლოუ 55) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ^კაპ (სნეიმან 66) –
5ლ: მბონამბი პოლარდ (2 3) მაპიმპი კოლბე; 3გ 5ჯ: პოლარდ

რეფ პუატ (სფრ) 10/08 @
სალტა, პადრე ერნესტო (
22 190)   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 7:3(9) 7:8(13) 10:8(17) 10:11(19) 10:14(26) 13:14(28) 13:17(31) 13:24(40+) / 13:27(42) სბ(48აფ) 13:32(53) 13:39(66) 13:46(68)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ავს), 14 რის ჰოჯ (ავს), 13 ჯეიმზ ო’ქონორ (ავს),
12 სამუ კერევი (ავს), 11 მაკაზოლე მაპიმპი (აფრ); 10 ჰანდრე პოლარდ (აფრ), 9 ნიქ ვაით (ავს) /

1 ბისთ მთავარირა (აფრ), 2 ტოლუ ლატუ (ავს), 3 ტრევორ ნიაკანე (აფრ); 4 აიზექ როდა (ავს), 5 რორი არნოლდ (ავს); 6 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (აფრ), 7 მაიქლ ჰუპერ (ავს), 8 დვეინ ფერმიულენ (აფრ)

სულ:  9 ავს; 6 აფრ * 0 არხ ზელ

 

ფალავნობა 2019 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

ერთ წრედ!  საქართველოს თარიღითა და დროით    სთრიმები 

შაბ

20/07

$ აფრიკა

35:17

ავსტრალია

იოჰანეს’ბერგ

 

 

 $ არხენტინა

16:20

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

27/07

ზელანდია

16:16

აფრიკა

ველინგთონ

   

ავსტრალია

16:10

არხენტინა $

ბრისბენ

შაბ

10/08

ავსტრალია

47:26

ზელანდია

პერთ [ბლ1]

 

 

არხენტინა

13:46

აფრიკა $

სალტა

საბოლოო

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

აფრიკა

12

2-0*1

+51

11/04

97:46

2

ავსტრალია

8

2-1

+9

09/10

80:71

0

ზელანდია

6

1-1*1

-17

07/08

62:79

0

არხენტინა

2

0-3

-43

03/08

39:82

2

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

ჩაროზი [ოთხ ერში არ ითვლება]

შაბ

17/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

აფრიკა

19.00

არხენტინა

პრეტორია

 

წყნარი ოკეანის თასი 2019

მეორე შაბათი

სამოა$ 10:13 შტატები  ოქმი

ლ: ლეიუა; გ: ალატიმუ; ჯ: ტაეფუ – ლ გ 2ჯ: მაკ’გინთი

რეფ ოუენს (უელ) 03/08 @ სუვა (ფიჯ), ეი’ენ’ზედ   ვიდეო

0:3(3) 7:3(7) 7:10(21) / 10:10(73) 10:13(80+)

ფიჯი$ 38:13 კანადა  ოქმი

6ლ: მატა იატო ნაკარავა კოვე’კალოუ ტუისოვა ნდოლო’კოტო;
4გ:
მატავესი –

ლ: ჰლოიდ; გ 2ჯ: ო’ლირი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 03/08 @ სუვა, ეი’ენ’ზედ   ვიდეო     ჲუთუბი 

0:3(5) 5:3(9) 5:6(13) 12:6(19) 19:6(31) 19:13(37) /
26:13(43
$) 31:13(49) 38:13(69)

იაპონია$ 41:7 ტონგა  ოქმი

5ლ: მაფი ვალუ ლაფაელე მაცუშიმა ფუკუოკა; 5გ 2ჯ: ტამურა –

ლ: ფიფიტა; გ: ტაკულუა სბ ტუი’ტავაკე

რეფ გარსეზ (სფრ) 03/08 @
ოსაკა
, ჰანაზონ (20 940)   ვიდეო     ჲუთუბი 

სბ(4ტ) 7:0(11) 14:0(23) 21:0(31) /
24:0(50) 24:7(58) 27:7(69) 34:7(73
$) 41:7(80)

ბოლო, მესამე რაუნდი

ტონგა$ 33:23 კანადა$  ოქმი

5ლ: ჰალაი’ფონუა ლოლოჰეა ჰინგანო ტალაკაი ვაილანუ;
4გ: ტაკულუა 3, ფოსიტა –

4ლ: ჰასლერ (1 4) პარფრი ფან’დერ’მერვე; ჯ: მაკ’რორი

რეფ ოუენს (უელ) 09/08 @
ლაუტოკა (ფიჯ), ჩერჩილ პარქ
   ვიდეო     ჲუთუბი 

7:0(9) 7:3(18) 14:3(29) 19:3(32) 19:8(39) /
26:8(44
$) 26:13(63) 33:13(70) 33:18(70) 33:23(73)

იაპონია$ 34:20 შტატები  ოქმი

4ლ: ლიჩ (1 4) ფუკუოკა იამანაკა; 4გ 2ჯ: ტამურა –

2ლ: ჰიუზ ხერმი’ჰეის; 2გ 2ჯ: ჰული

რეფ ჯექსონ (ზელ) 10/08 @
სუვა (ფიჯ), ეი’ენ’ზედ
   ვიდეო     ჲუთუბი 

7:0(5) 10:0(10) 17:0(13) 17:7(18) 17:10(30) 20:10(40) 20:13(40+) /
27:13(44) 34:13(57
$) 34:20(73)

ფიჯი 10:3 სამოა$  ოქმი

ლ: ნგონევა; გ ჯ: ვოლა’ვოლა სბ იატო – ჯ: სეუტენი

რეფ პიქერილ (ზელ) 10/08 @
სუვა, ეი’ენ’ზედ
   ვიდეო     ჲუთუბი 

3:0(33) 3:3(40) / 10:3(46) სბ(77ფ)

 

წყნარი ოკეანის თასი 2019

მოკვეცილ წრედ!  საქართველოს თარიღით | დროით   სთრიმები 

ერთი სამეული ეთამაშება მეორეს:   იაპ კან სამ  –  აშშ ტონ ფიჯ 

შაბ

27/07

სამოა

25:17

ტონგა

აპია

.

.

 $ იაპონია

34:21

ფიჯი

კამაიში

.

.

 $ შტატები

47:19

კანადა

დენვერ

შაბ

03/08

 $ სამოა

10:13

შტატები

სუვა [ფიჯ]

.

.

$ ფიჯი

38:13

კანადა

სუვა

.

.

$ იაპონია

41:07

ტონგა

ოსაკა

პარ

09/08

$ ტონგა

33:23

კანადა $

ლაუტოკა [ფიჯ]

შაბ

10/08

$ იაპონია

34:20

შტატები

სუვა [ფიჯ]

.

.

ფიჯი

10:03

სამოა $

სუვა

საბოლოო

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

იაპონია

15

3-0

+61

14/06

109:048

3

ფიჯი

9

2-1

+19

10/06

069:050

1

შტატები

9

2-1

+17

09/08

080:063

1

სამოა

6

1-2

-2

04/05

038:040

2

ტონგა

5

1-2

-32

09/12

057:089

1

კანადა

1

0-3

-63

08/17

055:118

1

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეოთხე ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

 

თასის’წინა მოთელვა 2019

ნულოვანი ვიქ’ენდი

ირლანდია 29:10 იტალია  სტატ

5ლ: ქარბრი დ.ქარნი ქონვეი მერფი მარმიონ; 2გ: ქარბრი –

2ლ: მბანდა კანა

რეფ პირს (ინგ) 10/08 @ დაბლინ, ავივა (30 ათ)   ვიდეო

0:5(13) 7:5(19) 7:10(21) 14:10(30) 19:10(38) / 24:10(45) 29:10(63)

ინგლისი 33:19 უელსი  სტატ

3ლ: ბ.ვუნიპოლა თოკა’ნასინგა ქოუან-დიქი;
3გ 3ჯ:
ფორდ; ა: დეილი –

3ლ: გრ.დევის ნორს ვ.ჯოუნზ; 2გ: ენსქომ ბიგარ

რეფ რეინალ (სფრ) 11/08 @ ლანდონ, თვიქნემ (80 944)   ვიდეო

7:0(5) 14:0(15) 14:7(24) 21:7(40) /
24:7(44) 24:12(50) 24:19(57) 27:19(61) 30:19(73) 33:19(77ა)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/08_2019)

  1 ზელანდია 8904, 2 უელსი 8889, 3 ირლანდია 8869,
  4(5) ინგლისი
8734, 5(4) აფრიკა 8683, 6 ავსტრალია 8441,
  7 შოტლანდია 8017, 8 საფრანგეთი 7942, 9(11) იაპონია
7721,
10(9) ფიჯი 7698, 11(10) არხენტინა
7629,  12 საქართველო 7442 

13(14) იტალია 7204, 14(13) შტატები 7193, 15 ტონგა 7149,
16 სამოა
6908, 17 ესპანეთი 6815, 18 რუმინეთი 6669,
19 ურუგვაი 6518, 20 რუსეთი 6481, 21 კანადა 6136,
22 პორტუგალია 6133, 23 ნამიბია 6101, 24 ჰონკონგი 5964

+/-:  ავს 250 ზელ, ინგ 107 უელ, აშშ 82 სამ, იაპ 59 აშშ, აფრ 53 არხ, იაპ 41 ტონ * ფიჯ 0 კან, ტონ 0 კან; ფიჯ 0 სამ, ირლ 0 იტა

 

თასის’წინა ტესტები

საქართველოს თარიღითა და დროით    სთრიმები 

შაბ

17/08

უელსი

17.15

ინგლისი

კარდიფ

.

.

იტალია

20.25

რუსეთი

სან’ბენედეტო

.

.

საფრანგეთი

23.05

შოტლანდია

ნიცა

შაბ

24/08

შოტლანდია

16.10

საფრანგეთი

მარიფილდ

.

.

ინგლისი

18.00

ირლანდია

თვიქნემ

პარ

30/08

საფრანგეთი

23.10

იტალია

სან’დენი

შაბ

31/08

ფიჯი

08.30

ტონგა

ოქლენდ [ზელ]

.

.

უელსი

17.30

ირლანდია

კარდიფ

.

.

საქართველო

20.00

შოტლანდია

დინამო არენა

პარ

06/09

იაპონია

14.15

აფრიკა

კუმაგაია

.

.

შოტლანდია

22.30

საქართველო

მარიფილდ

.

.

ინგლისი

22.45

იტალია

ნიუქასლ

შაბ

07/09

ზელანდია

06.35

ტონგა

ჰემილთონ

.

.

ავსტრალია

13.30

სამოა

პარამატა

.

.

ირლანდია

17.00

უელსი

დაბლინ

კვი

08/09

კანადა

06.00

შტატები

ვანქუვერ