ბლედისლოუ – პატრონს!

   ზელანდიამ ავსტრალია ოქლენდში თუმც სასტიკად დაარბია, ფრანგი მსაჯის გადამკიდე მაინც დაკარგა რეიტინგში პირველობა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

რაგბი იმდენად უნიკალური სპორტია, თითქო რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ კვირეული ისე არ გაივლის, მედიას მახვშთა გასაქილიკებლად საკბილო არ მიეცეს

აგერ ახლაც, 2009 წლის ნოემბრიდან რეიტინგის უცვლელმა (!) ლიდერმა, ზელანდიამ შაბათს, ჩვენებურად დღისით, ავდარში, შინ
*
36:0 დალახვრა მეზობელი ავსტრალია და ზედიზედ მე-17 წლითაც შეინარჩუნა ვერცხლის რელიქვია – "ბლედისლოუს თასი"

მაგავე საღამოს უელსმა ინგლისს შინვე * 13:6’ღა აჯობა ყოვლად უაზრო, მოსათელ ტესტში, მაგრამ კივებთან შედარებით 18 წერტით მეტად რომ იხეირა, "ოლ ბლექს"ს სამით გადაუსწრო!

მთლად უარესიც:  ამ შაბათს ზელანდია უქმობს.  ჰოდა, ირლანდიამ გინდაც ერთით რომ ძლიოს ინგლისი თვიქნემში – მორიგ თასის’წინა სპარინგში, თავად გახდება პირველი ნომერი, ხოლო "ოლ ბლექს"ი დაკარგულ პოზიციას მსოფლიომდე თავად ვეღარ დაიბრუნებს, რაკი სექტემბერში ეთამაშება ტონგას, ვისი დარბევაც ვერაფერს შეჰმატებს

ადათი უგულებელჰყვეს

ეგ კიდევ რაა ...  ყოვლად ბერწ შოუში უელსმა ვირ’ეშმაკობითა და წესთა ზადის გამოყენებით ძლია უფანტაზიო და მიამიტი ინგლისი:

ამას პასზე ხელის "წინ ჩაკვრისთვის" კაცი რომ გაუსინბინეს და თანაც "ცხრა" გააყვანინეს შერყევაზე შესამოწმებლად, დენ ბიგარმა ჯარიმა უცებ გაათამაშა, ჯოშ ადამსი მარჯვნივ გაჭენდა და ლელოსთან რომ დასცეს, იმავე ბიგარმა მარცხნივ გადაკიდა ოვალი და ჯორჯ ნორსმა შეიშნო სამ’კაცა (!) მეტობა

მატჩში ეგ ერთი ლელო დაიდო და ისიც ნაღდად წესთა დარღვევით: მსაჯი ყვითლით რომ დაითხოვს კაცს, ჯარიმის დანიშვნამდე ჯერ მეორედაც უნდა დაუსტვინოს (6.8.დ @ გვ.25) და დრო ჩაართვევინოს

თემიდამ უელსის კადნიერებასა და რაგბული ადათის უგულებელ’ ყოფაზე თვალი დახუჭა, მახვშებმა კი ვითომ ახლაღა – მსოფლიო თასის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რომ რჩება – აღმოაჩინეს წესთა ნაკლოვანება და განაჩინეს, შერყეულის გაყვანის კვალად თამაში მას შემდეგ’ღა უნდა განახლდეს, როცა შემცვლელი მოედანზე შევაო

ბლომად ნაღმი

რაგბის საზოგადო ჩამორჩენილობის გამო წესებში, რაღა თქმა უნდა, კიდევ უამრავი ხინჯია – თუნდაც ის, რომ არაა აღწერილი სინბინიდან დაბრუნების პროცედურა, რის გამოც მეტოქეს შეუძლია ჯარიმა უცებ გაგითამაშოს | კიდიდან უცებ’ვე მოაწოდოს ბურთი, და დადგენილ 10 წუთზე ბევრად მეტ ხანს გარაგბოს კაც’ნაკლული

წესებში სხვაც ბევრია ნაღმი, რასაც ოღრაში მსაჯი მანიპულაციისთვის გამოიყენებს:  პრეტორიაში სათამაშო 3 წუთიღა რომ რჩებოდა და ბოკეს დუბლი 3 ქულითღა უგებდა არხენტინას, პუმებმა ჩინებული კონტრ-შეტევით კართან გაიტანეს ლელო, მაგრამ ირლანდიელმა ტელე’რეფმა იხერხა და სტუმრებს მათსავე ნახევარზე ბლოკი გამოუჩხრიკა:

ესაო და ხერონიმო დე’ლა’ფუენტეს ბურჯ (!) ვინსენტ კოხისთვის გზა რომ არ შეეკრა, ეს სავარაუდოდ შებოჭავდა ფრთაზე გაჭრილ მგეზავ (!!) ვენხამინ ურდაპიშეტას და იერიში დროულად ჩაიფუშებოდაო

ამით აფრიკამ ყოვლად დაუმსახურებლად * 24:18 მოიგო "ფანებთან გამოსათხოვარი" ტესტი, რომლის არსებობაც (!) პატივ’ცემულმა "სქრამ"მა შემდეგ დღესღა შეიტყო და ამდენად, აღარც სტატ’ლაივი წაუყვანია

ერთიღაა დასათხოვი

აფრიკას კარიერის დაისზე პირველად უკაპიტნა 38 წლის კვაჭმა სხალკ ბრიცმა, მაგრამ დაიმტვრა მარბიელი მარსელ კუცია და მსოფლიო თასს გამოაკლდა.  ორი ლელო დადო შარქსის ზანგმა ფრთამ სბუ ნკოსიმ: ერთხელ სამ მბოჭავს გაუსხლტა, მეორედ – ოთხს, და 31-კაცა რაზმში უეჭველად მოხვდება

რასი ერაზმუსი ნუსხას ორშაბათს (26/08) გამოაქვეყნებს და თურმე ერთი კაციღა უნდა დაითხოვოს შეკრებიდან.  არხენტინამ ამ საშარო საქმეს თავი უკვე დაადგა – რაზმში სულ სამი ლეგიონერი დაიტოვა: ბურჯი ხუან ფიგაშო, და ორი "ათი" – ნიკო სანჩესი და ურდაპიშეტა

ავსტრალიის სიაში ისღაა საგულისხმო, რომ იაპონიაში მიჰყავთ უკეპო შუა’მარბი ჯორდან პეტაია, ვისაც მთელი სეზონი გაუცდა, ზელანდია კი რჩეულებს ჩვენებურ მარიამობაზე (28/08), ჩვენებურად’ვე დილით გაამხელს

ჰიმნზე დუმდაო

უელსმა და ინგლისმა ჯამში 603 (251 + 352) მეტრი ინავარდეს, კივებმა და ოზებმა კი – 1000 (524 + 476).  ზელანდია პერთში ნაწვნევი მარცხის შემდეგ გამწარებული ჩანდა, ავსტრალიამ კი ნაცნობ ყაიდაზე იდედლა – რაგბის აქსიომათა საპირისპიროდ, ცივ წვიმაში ხელ’და’ხელ სცადა ბურთაობა და კლდესავით დაცვას რომ გადააწყდა, მთლად წახდა

გურუ სთივ ჰანსენი, 2012 წლიდან მოყოლებული, შავებს მეასედ (!) მოძღვრავდა (87-9*4).  გუნდს მოუხდა კრიტიკა და გადახალისებაც;  ივარგეს ახლებმა – ბურჯმა ნეპო ლაულალამ, და ქრუსეიდერზის გარე’მარბებმა – სევუ რისმა და ჯორჯ ბრიჯმა.  ბარაქიანად ირაგბა სონი-ბილ ვილიამსმაც, მაგრამ მავანთ გაკენწლეს, ჰიმნზე დუმდაო

ბოლოს’და’ბოლოს გაამართლა პლეი’მეიქერთა ტანდემმა – მგეზავად რიჩი მოჰუნგამ და ზურგად ბოდენ ბარეთმა;  არადა, ამას თურმე ფაღარათი სჭირდა.  ჭკვიანმა კივებმა სველ მოედანზე მეტოქეზე ორჯერ მეტი ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს * 31-15 და ხუთი უპასუხო ლელოც გაიტანეს

ზორბათა შორის

შესრულდა საგანგებო შემთხვევებისთვის გადანახული ჰაკა "კაპა ოპანგო".  კივები მალე დაწინაურდნენ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით, მერე კი, დეინ ქოულზის გადამკიდე, მასპინძლებს დერეფანი მოეშალათ და ოზებმა შეუტიეს

ზელანდია ზედიზედ ჯარიმდებოდა და ვოლაბები ეძალებოდნენ.  ოზებმა მინიმუმ ორი სალელოე შანსი გაფლანგეს და ქრისჩენ ლეალიაფანომაც ორი გასატანი ააცილა, მეორე მეოთხედის შუაში კი ბრიჯმა რომ დაიჭირა ქერთლი ბილი, ამისი მოსროლილი ვერ აიღო რის ჰოჯმა, მოჰუნგამ 60 მეტრი ირბინა და ანგარიში * 10:0 გახდა

უმალ ლეალიაფანომ უაზროდ გადაკიდა ზურგში, ბარეთმა თამამად წამოიღო, ბრიჯი ორ ზორბას შორის გაძვრა და შიგნით უპასა არონ სმითს * 17:0 @ 34’

ძიუდოს ფანდით

ზელანდიას მეტოქის წითელ ზოლში ჯარიმა ერგო, მაგრამ თემიდამ შენიშნა, იმავე ქოულზმა რაქში უბურთოდ ასწია ოზთა ცხრა ნიქ ვაითი და ძიუდოს ფანდით დააგდოო

ცდომილი 10 წუთით დაითხოვეს, 7 კივი კი ისე მიაწვა რვა ოზს, რომ ხეირზე რისი ძლივს ალაგმეს ალამთან, ხოლო კაპიტანმა ქიარან რიდმა დროის გასაყვანად კარში დაარტყმევინა მოჰუნგას და ამან ... ააცილა

მეორე ტაიმში კიდევ სამი ლელო დაიდო:  შერკინებიდან ჯერ მესამე ხაზმა შეუტია, მერე კი სონი-ბილმა შეიტანა ბურთი ახლოდან * 24:0

მოჰუნგას ხროვულად ბოჭვისას ბეჭი ეტკინა, მაგრამ სერიოზული არაფერია.  ჯორდი ბარეთმა მოუქნელ ჰოჯს ზურგს უკან ფეხით შეუცურა, რისმა კი წაი’ფეხბურთელა და დოღიც მოიგო * 31:0 @ 69’

დასასრულ, სამუ კერევს მისსავე 22-ში ბურთი წაღლიტა არდი სავეამ და ენთონ ლენართ-ბრაუნმა ბრიჯი ახეირა * 36:0 @ 77’, ბოდენს კი გარდასახვა რომ არ გასცუდებოდა, "ოლ ბლექსი" ველინგთონის წუმპეში 1996 წელს დამყარებულ, ოზთა რბევის რეკორდსაც მოხსნიდა

 

ბლედისლოუს თასი

მეორე ტესტი

ზელანდია 36:0 ავსტრალია  სტატ

ზელ: ბ.ბარეთ რის ლენართ-ბრაუნ სბ.ვილიამს (ლაუმაპე 66) ბრიჯ  <10-9> მოჰუნგა (ჯ.ბარეთ 59) ა.სმით (პერენარა 52) / მუდი (ტუჰუნგა’ ფასი 52) ქოულზ სბ 37 (თეილორ 56) ლაულალა (ტაჰავაო-მატაუ 63) ტუი’პოლოტუ (თეილორ 40-43, ჰემოპო 69) ს.ვაითლოქ; ა.სავეა ქეინ (თოდ 66) რიდ^კაპ 5ლ: მოჰუნგა სმით ვილიამს რის ბრიჯ;
4გ:
მოჰუნგა 3, ბ.ბარეთ; ჯ: მოჰუნგა  

ავს: ბილ ჰოჯ ო’ქონორ (ეშლი-ქუპერ 69) კერევი კოროი’მბეტე
<10-9>
ლეა’ლია’ფანო (ტომუა 47) ვაით (გენია 51) / სიო (სლიპერ 47) ლატუ (ფაინგა 56) ალა’ალატოა (ტუპოუ 44) როდა ქოულმენ (სიმონს 56) სალაკაია-ლოტო (რაით 60) ჰუპერ
^კაპ ნაისარანი

რეფ პეიპერ (აფრ) 17/08 @
ოქლენდ, იდენ პარქ (
48 339)   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 10:0(31) 17:0(34) სბ(37ზ) შეს(40+2) /
24:0(46) 31:0(69) 36:0(77) დას(80+1)

 

ბლედისლოუს თასი

1931-1997

ზელანდია

062 მოგება

31 თასი

4 ფრე

ავსტრალია

021 მოგება

07 თასი

1998

ავსტრალია

3-0

24:16 მ

27:23 ქ

19:14 ს

 

1999

ავსტრალია

1-1

15:34 ო

28:07 ს

 

 

2000

ავსტრალია

1-1

35:39 ს

24:23 ვ

 

 

2001

ავსტრალია

2-0

23:15 დ

29:26 ს

 

 

2002

ავსტრალია

1-1

06:12 ქ

16:14 ს

 

 

1998-2002

ავსტრალია

08 მოგება

5 თასი

0 ფრე

ზელანდია

03 მოგება

0 თასი

2003

ზელანდია

2-0

50:21 ს

21:17 ო

 

10:22 ს

2004

ზელანდია

1-1

16:07 ვ

18:23 ს

 

 

2005

ზელანდია

2-0

30:13 ს

34:24 ო

 

 

2006

ზელანდია

3-0

32:12 ქ

13:09 ბ

34:27 ო

 

2007

ზელანდია

1-1

15:20 მ

26:12 ო

 

 

2008

ზელანდია

3-1

19:34 ს

39:10 ო

28:24 ბ

19:14 ჰ

2009

ზელანდია

4-0

22:16 ო

19:18 ს

33:06 ვ

32:19 ტ

2010

ზელანდია

3-1

49:28 მ

20:10 ქ

23:22 ს

24:26 ჰ

2011

ზელანდია

1-1

30:14 ო

20:25

 

20:06 ო

2012

ზელანდია

2-0

27:19

22:00 ო

18:18 ბ

 

2013

ზელანდია

3-0

47:29 ს

27:16 ვ

41:33 დ

 

2014

ზელანდია

2-0

12:12 ს

51:20

29:28

 

2015

ზელანდია

1-1

19:27 ს

41:13 ო

 

34:17 ლ

2016

ზელანდია

3-0

42:08

29:09

37:10 ო

 

2017

ზელანდია

2-1

54:34 ს

35:29 დ

18:23 ბ

 

2018

ზელანდია

3-0

38:13

40:12

37:20

 

2019

ზელანდია

1-1

26:47 პ

36:00 ო

 

.

2003-2019

ზელანდია

037 მოგება

17 თასი

2 ფრე

ავსტრალია

008 მოგება

00 თასი

სულ

ზელანდია

102 მოგება

48 თასი

6 ფრე

ავსტრალია

037 მოგება

12 თასი

ბ ბრისბენ, მ მელბურნ, პ პერთ, ს სიდნი (ავს)               მსოფლიო 
დ დანიდინ, ვ ველინგთონ, ო ოქლენდ, ქ ქრაისთ’ჩერჩ (ზელ)
ი იოკოჰამა | ტ ტოკიო (იაპ), ლ ლანდონ (ინგ), ჰ ჰონკონგ (ჩინ)

 

თასის’წინა მოთელვა 2019

პირველი ვიქ’ენდი

უელსი 13:6 ინგლისი  სტატ

უელ: ჰაფ’პენი ნორს ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 75) ადამს
<10-9>
ბიგარ (ჯრ.ევანს 75) გრ.დევის (ალ.დევის 61) / ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 47) ოუენს თ.ფრანსის (ლუის 47) ბოლ (დი 66) ავ.ჯოუნზ
^კაპ; ვეინრაით (შინგლერ 41) ჯმ.დევის (ნავიდი 24) მორიართი – ლ: ნორს; გ: ბიგარ; 2ჯ: ბიგარ ჰაფ’პენი

ინგ: დეილი, ვოთსონ სბ 33, ჯოზეფ პ.ფრანსის (ფარელ 52) თოკა’ ნასინგა <10-9> ფორდ^კაპ (ტუილანგი 61) ჰაინს (იანგს 35-/, 47) / გენჩ (მარლერ 45) ქოუან-დიქი (ჯორჯ 45) ქოულ (სინქლერ 61) ლონჩბრი (ქრუზ 54) ითოჟე; ლოზ ლადლემ (სინგლთონ 76) ბ.ვუნიპოლა – 2ჯ: ფორდ

რეფ გაიუზერ (სფრ) 17/08 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
73 931)   ვიდეო     რჩეული 

3:0(26) სბ(33ი) 10:0(35) / 10:3(51) 10:6(57) 13:6(76) დას(80+1)

აფრიკა 24:18 არხენტინა

აფრ: ხელანტ ნკოსი კრილ ესტერ’ჰეიზენ (ფ.სტეინ 55) ლეიდს
<10-9> ე.იანკის რაინახ (დე’კლერკ 69) / თ.დიუ’ტოი (გობოკა 47) ბრიც
^კაპ (ნტუბენი 71) კოხ (ვ.ლოუ 78) სნეიმან დე’იახერ (ორი 67) კოლისი (ფან’სტრადენ 53) ელსტად მ.კუცია (კვ.სმით 17) –
2ლ:
ნკოსი; გ 4ჯ: იანკის    

არხ: ტუკულეტ კანსელიერე (კარერას 60) დე’ლა’ფუენტე მენსა მოშანო <10-9> დიას-ვონიშა (ურდაპიშეტა 55) ესკურა (ვერტრანუ 55) / ვივას (ტეტას-ჩაპარო 55) მონტოშა (სოსინო 78) მედრანო (ფიგაშო 55) პეტი-პაგადისავალ ლავანინი; მატერა^კაპ კრემერ (ალემანო 55) ორტეგა-დესიო (ლესანა 47) – 2ლ: პეტი-პაგადისავალ მატერა;
გ:
დიას-ვონიშა; 2ჯ: დიას-ვონიშა ურდაპიშეტა

რეფ პირს (ინგ) 17/08 @
პრეტორია, ლოფტუს (
51 762)   ვიდეო     რჩეული 

3:0(20) 3:3(27) 8:3(32) 8:10(40+2) /
15:10(50) 15:13(56) 18:13(60) 18:18(65) 21:18(69) 24:18(78) დას(80+1)

იტალია 85:15 რუსეთი  სტატ

13ლ: მორიზი პარისე ბელინი (3 4) მინოძი (5 10 12) ჰეივორდ ალენ ფერარი პადოვანი (9 11) კანა; 10გ: ალენ 6, კანა 4 – 

2ლ: გოლოსნიცკი ფედოტკო; გ: კუშნარიოვ; ჯ: გაისინ

რეფ დიქსონ (ინგ) 17/08 @ სან’ბენედეტო (10 853)   ვიდეო

0:3(4) 7:3(9) 14:3(17) 14:8(18) 19:8(25) 26:8(29) 33:8(38) 38:8(40+) /
45:8(43) 52:8(49) 59:8(58) 64:8(60) 71:8(68) 78:8(75) 78:15(80) 85:15(80+4)

საფრანგეთი 32:3 შოტლანდია  სტატ

სფრ: მედარ პენო (რამოზ 65) ფიკუ ფოფანა (ონტამაკ 67) რაკა
<10-9>
ლოპეს დიუპონ (სერენ 65) / პუარო
^კაპ (პრიზო 56)  შა (მოვაკა 56) სლიმანი (სეტიანო 56) გაბრიაგ (ლონბეი 72) ვაამაინა; კროზ ოლივონ ოლდრით (პიკამოლ 36-/, 62) – 5ლ: რაკა მედარ (2 4) ოლდრით დიუპონ; 2გ ჯ: ლოპეს  

შტლ: ჰოგ (ქინგჰორნ 56) გრემ ჰ.ჯოუნზ თეილორ (ჰაჩინსონ 48) მაკ’გვიგან <10-9> ჰეისთინგს სბ 33, პრაის (ჯ.ჰორნ 56) / ბჰათი (ზ.ფეიგერსონ 41) მაკ’ინალი^კაპ (თერნერ 67) ბერგენ (რიდ 52) თულის (ქამინგს 56) გილქრისთ; ბარქლეი (მ.ფეიგერსონ 52) რიჩი სტრაუს – ჯ: ჰეისთინგს

რეფ ოუენს (უელ) 17/08 @
ნიცა, ალიანს რივიერა (
35 624)   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 10:0(15) 15:0(22) 15:3(26) 20:3(33სბ) შეს(40+3) / 25:3(54) 32:3(62)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მაკსიმ მედარ (სფრ), 14 სბუ ნკოსი (აფრ), 13 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ზელ), 12 ვეზლი ფოფანა (სფრ), 11 ჯორჯ ბრიჯ (ზელ);
10 დენ ბიგარ (უელ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /

1 ჟეფერსონ პუარო (სფრ), 2 კამი შა (სფრ), 3 ვინსენტ კოხ (აფრ);
4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (არხ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ);
6 არონ ვეინრაით (უელ), 7 ჯეიქ პოლედრი (იტა), 8 გრეგორი ოლდრით (სფრ)

სულ:  6 სფრ; 3 უელ; 2 აფრ ზელ; 1 არხ იტა

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/08_2019)

  1(2) უელსი 8943, 2(1) ზელანდია 8940, 3 ირლანდია 8869,
  4(5) აფრიკა 8683, 5(4) ინგლისი
8679, 6 ავსტრალია 8405,
  7(8) საფრანგეთი
8058, 8(7) შოტლანდია 7901, 9 იაპონია 7721,
10 ფიჯი 7698, 11 არხენტინა 7629,  12 საქართველო 7442
 

13 იტალია 7204, 14 შტატები 7193, 15 ტონგა 7149,
16 სამოა 6908,
17 ესპანეთი 6815, 18 რუმინეთი 6669,
19 ურუგვაი 6518, 20 რუსეთი 6481, 21 კანადა 6136,
22 პორტუგალია 6133, 23 ნამიბია 6101, 24 ჰონკონგი 5964

+/-:  სფრ 116 შტლ, უელ 54 ინგ, ზელ 36 ავს * აფრ 0 არხ, იტა 0 რუს

 

თასის’წინა ტესტები

საქართველოს თარიღითა და დროით    სთრიმები 

შაბ

24/08

შოტლანდია

16.10

საფრანგეთი

მარიფილდ

.

.

ინგლისი

18.00

ირლანდია

თვიქნემ

პარ

30/08

საფრანგეთი

23.10

იტალია

სან’დენი

შაბ

31/08

ფიჯი

08.30

ტონგა

ოქლენდ [ზელ]

.

.

უელსი

17.30

ირლანდია

კარდიფ

.

.

საქართველო

20.00

შოტლანდია

დინამო არენა

პარ

06/09

იაპონია

14.15

აფრიკა

კუმაგაია

.

.

შოტლანდია

22.30

საქართველო

მარიფილდ

.

.

ინგლისი

22.45

იტალია

ნიუქასლ

შაბ

07/09

ზელანდია

06.35

ტონგა

ჰემილთონ

.

.

ავსტრალია

13.30

სამოა

პარამატა

.

.

ირლანდია

17.00

უელსი

დაბლინ

კვი

08/09

კანადა

06.00

შტატები

ვანქუვერ